ფასეულობათა მატრიცა & „სანტე“
ფასეულობების მატრიცა პასუხობს მნიშვნელოვან კითხვას “რატომ უნდა ვიყიდო თქვენი ბრენდი?”
პროდუქტის პოზიციონირება და დიფერენცირება გადამწყვეტია მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებებისათვის.
არსებობს ხუთი მნიშნელოვანი ფასეულობა, რომელიც განსაზღვრავს ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე. ესენია:
- „მეტი-მეტით“ : შედგება მდიდრული ფუფუნების საგნებისგან, რომლებიც მის მომხმარებლებს პრესტიჟს ანიჭებს. ამ შემთხვევაში შეგვიძია განვიხილოთ, სანტეს ყველის ხაზი „სანებო“, რომლის სლოგანიც სწორედ ამაზე მიანიშნებს „განუმეორებელი გემო“, რსი საშუალებითაც „სანტე“ ორიენტირებულია მომხმარებლებამდე მიიტანოს, ტრადიციული ქართული ყველის გემოები.
- „მეტი-იმავეთი“ : კომპანიები გვთავაზობენ იგივე ხარისხის მქონე პროდუქციას, როგორიც გვხვდება კატეგორიაში „მეტი-მეტით“ მაგრამ დაბალ ფასებში. ამ ნაწილში სანტეს რძის პროდუქცია შეგვიძლია განვიხილოთ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, სწორედ მაღალი ხარისხის რძის, ხელმისაწვდომი ფასი ხდის ამ პროდუქციას მოთხოვნადს.
- „მეტი ნაკლებით“: არის სტრატეგია, სადაც კომპანიები უფრო მეტ არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს. კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, დაბალ ფასებში. აქ კომპანია „სანტე“, თავისი უნიკალური „სანტისიმო AMORE” ხაზით წარმოგვიდგება, სადაც მაღალი ხარისხის იუგორტის დესერტებია თავმოყრილი, სხვადასხვა გემოებითა და მრავალფეროვანი არჩევანით, რომელიც თავს თქვენთვის საყვარელ ადგილას გაგრძნობინებთ.
სლოგანიც სწორედ ამაზე მიუთითებს,
„სანტისიმო AMORE, თქვენი ოცნების დაუვიწყარი თავგადასავალი!“.
სანტეს ვერდიქტი
როგორც ვიცით , ბრენდის ვერდიქტი ეს არის ბრენდზე მომხმარებლების პირადი აზრი და შეფასება, რომელსაც მომხმარებელი აყალიბებს, აერთიანებს რა ბრენდის ეფექტურობის და გამოსახულების სხვადასხვა ასოციაციებს. მომხმარებლებს ბრენდზე ყველანაირი სახის დასკვნის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოთხი ტიპის მოსაზრება: მოსაზრება ხარისხზე, საიმედოობაზე, პოპულარობასა და უპირატესობაზე.
სანტეს ბრენდის ვერდიქტი კი ასეთია:
ხარისხი: მომხმარბელთა უმრავლესობა ერთხმად თანხმდება რომ სანტე უკვე 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ცნობილია, რომ სანტე მაღალხარისხიან რძეზე დამზადებულ პროდუქციას , მაღალი ტექნოლოგიით, ასევე პროდუქტთან ერთად ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან და კომფორტულ შეფუთვას. ხარისხი ასევე ბრენდის საინტზეც იგრძნობდა, სადაც ყველასათვის ხელმისაწვდომლად განთავსებულია ინფორმაცია როგორც პროდუქტის დამზადების ეტაპებზე, ასევე რძის ხარისხზე.
საიმედობა: სანტე გვეუბნება – „პროდუქტი რომელსაც შეგიძლია ენდო“ და ის მის სლოგანს სრულფასოვნად ამართლებს, სანატემ მომხმარებლების სანდოობა მისი პროდუქტის პირველი შეძენის დღიდან მოიპოვა და დღემდე ინრჩუნებს. ყველა უკვე ჩაყარებულ გამოკითხვაში, როცა მომხმარებლები სანტს ახასიათებენ, როგორც ბრენდის, უმრავლესობა ერთ-ერთ მახასიათებლად აუცილებლად ასახელებს საიმედობას.
პოპულარობა: სანტე ქართული რძის პროდუქტების ბაზრის 45% წილს ფლობს და მოგეხსენებათ ეს უკვე პოპულარობაა. მომხმარებლები ხაზს უსვამენ რომ სანტე ნამდვილად პოპულარული ბრენდია, იგი სწორად პოზიციონირებს ბაზარზე და მისი მარკეტინგული სტრატეგია საკმაოდ კარგ შედეგებზე გადის, მოგეხსენებათ, სანტე უკვე 25 წელია ბაზარზე პოზიციონირებს, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია მისი პოპულარობის.
უპირატესობა: მოგეხსენებათ საქართველო მდიდარია რძის პროდუქტების ბაზარზე ბრენდების სიუხვით, შესაბამისად, მომხმარებ;ლისთვის რომელიმე კონკრენტულ ბრენდზე არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ, ცხადია რომ ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა უმრავლესობა კონკურენტებს შორის უპირატესობას სანტეს ანიჭებს.
ავტორები: ლანა ჯალაღონია
იაკობ ჯანგავაძე