აბრაჰამ ჰარალდ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა ტელევიზიებთან და ღვინოსთან მიმართებაში

სოფია ზორბაიან, მარკეტინგი, IBSU

 

ჩვენ ვიცნობთ მას როგორც მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდას. ეს იდეა კი პირველად 1943 წელს აშშ–ს აკადემიურ ჟურნალში იხილეს სადაც შავ–თეთრად იყო ეს პირამიდა შეფერილი და ტექსტით იყო სავსე. ამის შემდეგ იქცა ის:ფსიქოლოგიური ანალიზის, ბიზნეს პრეზენტაციებისა და ონლაინ ლექციების ძირითად თემად. დროთა განმავლობაში ეს პირამიდა გახდა უფრო ფერადი და გამომხატველი.

მასლოუს პირამიდა შედგება 5 ძირითადი ნაწილისგან:

  • ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები;
  • უსაფრთხოების მოთხოვნილებები;
  • სოციალური მოთხოვნილებები;
  • პატივისცემის მოთხოვნილება;
  • თვითგამოხატვის მოთხოვნილება.
  • იერარქიის პირველ საფეხურს წარმოადგენს ისეთი ძირითადი მოთხოვნილებები როგორიცაა:საჭმელი, სასმელი, ძილი ანუ სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.
  • შემდეგი საფეხურია დაცულობა და უსაფრთხოება როგორც ფიზიკურად და ემოციურად, ასევე ეკონომიკურადაც.
  • მესამე საფეხური ელემენტარული მოთხოვნილებიდან კმაყოფილების განცდიდან, კუთვნილებისა და სიყვარულის შეგრძნებაზე გადადის.
  • მეოთხე საფეხური პატივისცემის მოთხოვნა, როგრიცაა დაფასებ, ყურადღება და სტატუსი.
  • ბოლო მეხუთე საფეხური კი თვითგამოხატვის მოთხოვნილება (თვითგანვითარება და რეალიზება).

ეს პირამიდა 35 წლის ამერიკელი – ებრაელი ფსიქოლოგის ნაშრომია, აბრაამ მასლოუ მისი კარიერის დასაწყისშივე ცდილობდა აღმოეჩინა რა იყო ცხოვრების არსი და მნიშვნელობა. მასლოუმ შენიშნა რომ ადამინებს ხუთი სხვადასხვა მოთხოვნილება გააჩნდათ, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მასლოუ გვაუწყებს, რომ მხოლოდ სულიერი მისწრაფებეით ვერ ვიცხოვრებთ, ისევე როგორც მხოლოდ მატერიალურით. ჩევნ უნდა დავუკავშიროთ ერთი მეორეს, რომ მივაღწიოთ მწვერვალს თვითრეალიზებამდე.

2011 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მასლოუს პირამიდა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ პირამიდის საჭიროების დაკმაყოფილება დაკავშირებულია ადამიანის ბედნიერებასთან. მაგრამ ამ გამოკვლევამ, მასლოუს თეორიის საწინააღმდეგოდ დაასკვნა, რომ აღიარებისა და თვითრეალიზაციის საჭიროებებიც მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჭიროებები არ იყო გათვალისწინებული.

მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალურ პიროვნებებს, რომლებსაც ახასიათებთ:

  • რეალობაზე ორიენტირებლობა;
  • მომთმენლობა და შემწყნარებლობა;
  • უბრალოება და ბუნებრივობა;
  • სპონტანურობა;
  • უმაღლესი და მისტიკური განცდების ქონა;
  • აღქმის სიცხოველე;
  • ზეშთაგონებულობა;
  • საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თანაგრძნობა;
  • ფილოსოფიური იუმორის გრძნობა.

პიროვნების მოტივაციაში თვითაქტუალურობას დომინირებული ადგილი უკავია. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოახდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია.

მასლოუს მიხედვით, თვითაქტუალური პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ (დაახლოებით 1% შედგენენ). ამ ფენომენს მასლოუ ხსნის მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე, სადაც მთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ.

იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს-თვითაქტუალიზაციის. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. დაკმაყოფილების შემდეგ მოთხოვნილებას ატუალობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა იზრუნოს შემდგომი დონის დაკმაყოფილებაზე. ადამიანთა უმეტესობის ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე , არამედ დაბალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამიტო შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. მასლოუ ადასტურებს იეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებები ქცევის რაელური მოტივები ხდებიან დაბალი კოთხოვნილებების დაუკაყოფილებლობის პირობებშიც. აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩაოაყალიბა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში „მოტივაცია და პიროვება“ (1954). იგი შემდეგშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებაში. მის მიერ შესწავლილი პიროვნებები ასაკოვანი ხალხი გახლდათ, რომლისთვისაც თვითაქტუალიზაცია პიროვნული განვითარების შედეგს წამოადგენდა. მასლოუ განსაკუთრებით უკვირდებოდა დიდ ჩარლი ჩაპლინს.

 

ეხლა კი ტელევიზიები!

მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის გამოყენება შეიძლება ქართულ ტელევიზიათა შეფასებისათვის.

თანამედროვე პრესა და ტელევიზია ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების სოციალური ცხოვრების ორგანიზებაში, კერძოდ, შესთავაზოს მაყურებელს მიმდინარე სოციალური პროცესები და მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, მხარი დაუჭიროს და პროპაგანდა გაუწიოს საზოგადოებაში მიღებულ სოციალურ ნორმებს. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ პრესა კოორდინაციას უკეთებს სხვადასხვა სახისა და მიმართულების აქტივობებს და თავისი საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი თანხმობის ჩამოყალიბებაში სათანადო რეპორტაჟების, სტატიების, გადაცემების მომზადებით.

საქართველოში ბევრი საინტერესო ტელევიზიაა. განვიხილავთ მთავარი არხს, იმედს, საზოგადოებრივი მაუწყებელს, მაესტროს და რუსთავი 2-ს.

მთავარი არხი არის კერძო სატელევიზო კომპანიაა, რომელიც ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს გავიდა. მათ მცირე დროში მოახერხეს ტელესივრცეში მოწინავე პოზიციის დაკავება, რაც საქართველოს ისტორიაში ნამდვილად უპრეცენდენტო იყო. მთავარი არხი მაუწყებლობს მთელი საქართველოს მასშაბით, როგორც ღია ეთერით, ასევე საკაბელო და IP ტელევიზიების საშუალებით. მთავარი არხი მასლოუს პირამიდის მიხედვით – აკმაყოფილებს სოციალურ მოთხოვნებს, ესაა მოთხოვნილება გიყვარდეს კანონი და უყვარდე სახელმწიფოს, ეკუთვნოდე საზოგადოებას და მიგიღონ აქტუალურ ადამიანთა ჯგუფის წევრად; მოთხოვნილება, თავი აარიდო მარტოობასა და გარიყვას, იყო გმირი! შესცვალო!

ტელეკომპანია “იმედი” 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღესდღეობით ტელეკომპანია იმედი საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერია და მაყურებლის დიდი ნდობი სარგებლობს. ქართულ ტელე–სივრცეში, პირველად სწორედ ტელეკომპანია იმედმა დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ასევე წარმოდგენილია მაღალი ხარისხით. მასლოუს პირამიდის მიხედვით კი აკმაყოფილებს პატივისცემის მოთხოვნილებას, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მაუწყებელი საქართველოში, რომელიც ინახავს 1956 წელს დაარსებული სახელმწიფო ტელევიზიებისა და 1925 წლის დაარსებული რადიომაუწყებლობის მიერ. მასლოუს პირამიდის მიხედვით კი მოცემული ტელევიზია მიეკუთვნება ფიზიოლოგიურ- საინფორმაციო მოთხოვნილებებს. ეს ტელევიზია ინახავს წარსულის მომენტებსაც და იგი თავად ისტორიაა საქართველოსი.

ტელეკომპანია მაესტრო საქართველოში შეიქმნა1995 წლის თებერვალში. დღესდღეობით ერთადერთი კომპანიია, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს. მასლოუს პირამიდის მიხედვით მოცემული ტელევიზია მიეკუთვნება უსაფრთხოების მოთხოვნილებას.

ბოლოს კი რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის საშუალებით:ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს. ყველაზე პოპულარული და წარმატებული კერძო კომპანიაა. რუსთავი 2 მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია. ამიტომ მასლოუს პირამიდის მიხედვით ის მიეკუთვნება თვითრეალიზების მოთხოვნილებას, ანუ საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზების მოთხოვნილება.

 

ეხლა კი ღვინო!

პირველ რიგში როდესაც ვიწყებთ საუბარს ღვინის შესახებ ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვახსენდება ქართული ტრადიციები, ის რომ საქართველო ოდითგანვე თვლიდნენ მეღვინეობის აკვნად. სწორედ ქართველებმა იციან საუკეთესო ღვინის დაყენება და მოცემული ღვინის ბაზარზე გაშვება. უამრავი ქართული ღვინის ბრენდია, რომლებიც საქართველოსა თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ იხვეჭენ სახელს. რა თქმა უნდა უამრავია, მაგრამ რამოდენიმე მათგანს გაგაცნობთ. ესენია:თელიანი ველი, ბადაგონი, ბაგრატიონი და მესხური.

პირველ რიგში დავიწყოთ მოცემული ღვინის ბრენდების განხილვით, წარმოშობის ისტორიით.

თელიანი ველი–ისტორია იწყება მე–19 საუკუნეში დაიწყო. ღვინოები კლასიკური, ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად მზადდება და მსოფლიო მასშტაბით უამრავ ჯილდოს და მედალს იმსახურებს.

თელიანი ველი მსოფლიოში:

  • პოლონეთი;
  • უკრაინა;
  • საქართველო;
  • დიდი ბრიტანეთი;
  • საფრანგეთი;
  • ფინეთი;
  • ჩეხეთი;
  • იაპონია;
  • ბრაზილია;
  • თურქეთი;
  • სომხეთი;
  • აშშ;
  • ყაზახეთი.

ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც თელიანი ველის ექსპორტი ხდება.

უმთავრესი კი როგორც ყოველთვის არის ფასი, რის მიხედვითანც მომხმარებლის უმეტესი ნაწილი ანიჭებს უპირატესობას პროდუქციას.

  1. ახაშენი– 95ლარი
  2. მანავის მწვანე– 85ლარი
  3. მუკუზანი– 65ლარი
  4. ოჯალეში– 55ლარი

ბადაგონი–კომპანია , , ბადაგონი’’ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის საწარმოს ფლობს. კომპანიამ თავის არსებობის 10 წლის მანძილზე ღვინის მრავალ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა წარმატება.

  • 2016 წლის ბოლოს ქვევრის ღვინის ისტორიაში პირველი პრეცენდენტი მოხდა ბადაგონის ქვევრის ღვინომ , , ალავერდის ტრადიციები’’ ჰონგ–კონგში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი და , , საუკეთესო ადგილობრივი ღვინის“ წოდება მოიპოვა რაც იშვიათია და ძალიან საამაყო.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, Spaces news–ის ინფორმააციით, ექსპორტიორთა შორის კომპანია ბადაგონი ლიდერობს.

ბადაგონი–ს ღვინის ფასები შემდეგია:

  1. ბადაგონი წითელი მშრალი– 99ლარი
  2. ბადაგონი ნახევრად მშრალი ქინძმარაული– 65ლარი
  3. ბადაგონი მშრაფლი საფერავი– 99ლარი
  4. ბადაგონი თეთრი ნახევრად ტკბილი ალაზნის ველი– 45ლარი

ბადაგონს ექსპორტზე თავისი წარმოების 80%–ზე მეტი ექსპორტზე 20–ზე მეტ ქვეყანაში გადის. მთავარი საექსპორტო ბაზრებია:

  • რუსეთი;
  • ევროპა;
  • ჩინეთი;
  • იაპონია;
  • აშშ.

ბაგრატიონი 1882–ს ვენახები განლაგებულია ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონებში, და ჯამში შეადგენს 150 ჰექტარს. , , ბაგრატიონი“ არის ცქრიალა და წყნარი ერთერთი წამყვანი მწარმოებელი საქარტველოში. პროდუქცია ახდენს თავისი პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და წამყვანი პოზიციები უკავია.

  • ბაგრატიონი კლასიკური ნახევრად მშრალი–12 ლარი
  • ბაგრატიონი ოქრო–15 ლარი
  • ბაგრატიონი რეზერვი ბრუტი–25 ლარი
  • ბაგრატიონი კლასიკური ნახევრად ტკბილი–12 ლარი

ბაზარზე ქართული ღვინის ახალი საექსპერტო პოტენციალით მესხური ღვინო ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მესხეთი საქართველოს მეღვინეობის ტრადიციულ მხარედ ითვლება, წლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა წინანდელ სახეს. ამ საქმეს სათავეში კი გიორგი ნათენაძე ჩაუდგა იგი მესხური ვაზის ჯიშების მოძიებას იწყებს. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის შექმნას წლები დასჭირდა და საბოლოოდ აღმოაჩინა 24 მესხური ვაზის ჯიში.

  • თამარის ვაზი–89 ლარი
  • მესხური თეთრი მშრალი–38 ლარი
  • მესხური წითელი მშრალი–38 ლარი

მიწოდების გეოგრაფია: ევროპა, აშშ, კანადა

როგორც ამ ოთხი ღვინის ბრენდის შედარებით დავინახეთ და ნათლად ჩანს, რომ ფასებში დიდი განსხვავებაა და მესხური ღვინო ყველსთან შედარებით ძვირია შედარებით იაფი კი–თელიანი ველის ღვინოა. ჩავატარე სოციალურ ქსელიში გამოკითხვა იმის შესახებ თუ რომელ ღვინოს მოიხმარდნან, რას ანიჭებდნენ უპირატესობას (ფასი, ხარისხი, ბრენდი), რამდენად ხშირად ყიდულობდნენ ღვინოს და რამდენად დამოკიდებულები იყვნენ. გამოკითხვის ლინკი:https://docs. google. com/forms/d/1LRYb3xnUekLGHXPLramLvjiFDU7P6hW61e5YtcCEr64/edit

გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოკითხულდა უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა 87, 5% და მათი უმეტესობა საუკეთესო ღვინის ბრენდად ბადაგონს თვლიან. ისინი დიდ დროს არ ხარჯავენ ღვინის შერჩევისას რადგან ზუსტად იციან რომელი სახეობის ღვინო უნდა შეიძინონ. გამოკითხვის შედეგები ასეთია:

რაც შეეხება მასლოუს პირამიდას, ბადაგონი, ალაზნის ველი, ბაგრატიონი და მესხური მასლოუს პირველ და მნიშვნელოვან საფეხურს ნამდვილად იკავებენ, რადგან ღვინო სწორედაც რომ ფიზიკური მოთხოვნილებაა.

  • პირამიდის მეორე საფეხური უსაფრთხოების მოთხოვნილებას, როდესაც ალაზნის ველის ვებ–გვერდზე შევდივართ გვთხოვს ასაკის დადასტურებას, რაც დანარჩენი ღვინის ბრენდები არ ითხოვენ.
  • მესამე საფეხური სოციალური მოთხოვნილება, სადაც გამოვყოფთდი ბადაგონის ღვინის შეფუთვას, რომელიც სითბოს და სიყვარულს გამოხატავს.

ასევე მესხურის და ბაგრატიონის ვებ–გვერდის დიზაინს როდესაც მათ ვებ–გვერძე შევდივართ ნამდვილად სიყვარულის და სითბოს გრძნობა გვევლინება.

  • მეოთხე საფეხური პატივისცემის მოთხონილებ, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღვინის ბრენდი აკმაყოფილებს ამ საფეხურს და ვერ გამოვყოფ ვერცერთ მათგანს.

რაც შეეხება ღვინის უტილისტური და ჰედონისტური მოხმარებას, ღვინო ძირითად შემთხვევაში ჰედონისტური მომხამრებლისთვის გვჭირდება, რადგან ალკოჰოლურ სასმელს გასართობად იყენებენ. ხოლო უტილისტური იმ შემთხვევაში თუ, რაიმე საჭირებას მოითხოვს და ჰედონისტური არის ფლნაგვა ემოციური თვითკმაყოფილებისთვის.