ამერიკის ჰეგემონიის საკითხი კითხვის ქვეშ დადგა
Philip Kotler
April 25, 2021
დღეს, მსოფლიოში ამერიკის პოზიციაზე ბევრს საუბრობენ. დიდი ხნის მანძილზე აშშ ყველაზე მძლავრ სახელმწიფოდ განიხილებოდა. აშშ სიმდიდრით, ყველაზე მძლავრი არმიით, ცხოვრებიდ ყველაზე მაღალი დონით, საუკეთესო უნივერსიტეტებით, დემოკრატიული პრინციპებით გამოირჩეოდა. ქვეყნის ცნობილი პრეზიდენტები ჯორჯ ვაშინგტონი, ტომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და თეოდორ რუზველტი (ყველა ისინი რაშმორის მთაზე, პრეზიდენტების მემორიალზე არიან გამოსახულები) ინსპირაციით სავსე ადამიანები იყვნენ, რომლებიც უმაღლეს კონსტიტუციურ და ზნეობრივ იდეებს ქადაგებდნენ. უფრო მეტ უცხოელს ითხოვს აშშ-ში იმიგრაციას და იქ მოხვედრას, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
აშშ-ს მთელ მსოფლიოში ჰყავდა მოკავშირეები. აშშ დემოკრატიის და კაპიტალიზმის იდეებით გამორჩეული და ლიდერი ქვეყანა გახლდათ. სხვა ქვეყნები აშშ-ს ლიდერობას მიესალმებოდნენ და მისი იმედი ჰქონდათ.
აშშ ორ ნაწილად იყოფა
შემდეგ ორი რამ მოხდა. პირველი, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ქვეყნის სიდიადის მიზეზი, ფატალურად გაიყო. ამერიკელების ერთი ჯგუფი ლიბერალური ფასეულობების მხარეზე დადგა, მეორე – კონსერვატორების. ამერიკაში ორპარტიული სისტემა არსებობდა, ლიბერალურ მხარეს დემოკრატები და კონსერვატორულ მხარეს – რესპუბლიკელები. დიდი ხნის განმავლობაში, ორივე მხარე თითოეული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის გამო თავგამოდებით იბრძოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს თანხმდებოდნენ და კომპრომისზე მიდიოდნენ. კონგრესში ორივე მხარის წარმომადგენლები ერთამენთის მეგობრებად ითვლებოდნენ და ერთად მუშაობდნენ.
დღეს, ნიშანდობლივია, რომ ორმხრივი დისკუსია და საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა აღარ მიმდინარეობს. სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა Mitch McConnell-მა მკაფიოდ აღნიშნა, რომას არ სურს რომელიმე არჩეულმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, როგორიცაა ბარაკ ობამა ან ჯო ბაიდენი, წარმატებას მიაღწიოს. ის დაასამარებს ნებისმიერ ლიბერალურ კანონმდებლობას, თუნდაც ის უმრავლესობის ნებას გამოხატავდეს. მისი პარტია,მხარეებს შორის ნებისმიერი ნებისმიერი რაციონალური დებატების თავიდან ასაცილებლად ფლიბუსტერობას (ობსტრუქციას) მიმართავს. McConnell-ს სურდა, რომ რესპუბლიკელებს კონგრესი, აღმასრულებელი ხელისუფლება და უზენაესი სასამართლო გაეკონტროლებინათ. ის ჯანსაღი ორპარტიული სისტემის ნაცვლად, უპირატესობას დომინირებულ ერთპარტიულ სისტემას ანიჭებდა.
როგორც აღმოჩნდა, ორივე პარტია ხელისუფლებას და გავლენას 50/50-ზე იყოფდა. ორივე პარტია ხელისუფლების სათავეებში ყოფნისას, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში საკუთარი ჩინოვნიკებისთვის არჩეულ თანამდებობეზე სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, ჯერიმენდერინგს იყენებდნენ. მთავარი ნაკლი იყო ის, რომ არ იქნა მიღებული არანაირი საკანონდებლო აქტი, რომელიც ძირითადი სოცილაური პრობლემებს, როგორიცაა შიმშილი, სიღარიბე, კრიმინალი, იარაღი, იმიგრაცია ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და უმაღლესი განათლება, გადაჭრიდა ან შეამსუბუქებდა.
2016-2020 წლებში დონალ ტრამპის პრეზიდენტობამ საზღვარგარეთ აშშ-ს პოზიციები შეასუსტა. ტრამპი მუდმივად უმეორებდა ამერიკელ ხალხს, რომ აშშ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. ის ააგებს დიდ კედელს, რათა უცხოელებმა საკუთარი სიღარიბით, კრიმინალით და არაამერიკული იდეებით ვერ წალეკონ ქვეყანა. ის აიძულებს აშშ-ს მოკავშირეებს (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია და ა.შ.) მტრებისგან თავდაცვის მიზნით გადაიხადონ მეტი თანხა. ამ პროცესში ტრამპი აკრიტიკებდა და აკნინებდა მრავა ლიდერს. სხვა ქვეყნის ლიდერები მასში მატყუარა, თავი თავზე შეყვარებულ პრეზიდენტს ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ მისცეს ამერიკელმა ამომრჩევლებმა მას ხმა. მისმა პრეზიდენტობამ გაალიერა, ემოციურად გაამძაფრა და გააღრმავა ამერიკელი ამომრჩევლების წითელ (კონსერვატორულ) და ლურჯ (ლიბერალურ) სექციებს შორის კონფლიქტი.
ჩინეთი ვითარდება
მეორე მოვლენა, რომელმაც ამშშ-ს მიმზიდველობას გამოწვევა ესროლა, გახლდათ ჩინეთის და აზიური ქვეყნების სწრაფი განვითარება. მიმდინარეობდა ბიზნესების გლობალიზაცია, წარმოების გადატანა ხდებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, რიდსი მიზეზიც იაფი მუშა ხელი გახდა. აზიური ეკონომიკა მშპ ყოველწლიური ზრდის ტემპების დემონსტრირებას ახენდა 6-დან 10%-მდე, მაშინ, როდესაც დასავლეთსი იგივე მაჩვენებელი 2-4%-ში მერყეობდა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან, ჩინეთმა საკუთარი ეკონომიკის შთამბეჭდავი გაუმჯობესების დემონსტრირება მოახდინა. ქალაქების დიდმა ნაწილმა მოდერნიზაცია განიცადა, აშენდა გასაოცრად დაპროექტებული ცათამბჯენები, გაიხსნა უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრები და ქუჩები, სადაც მაღალი მოდის მაღაზიები გაიხსნა. ახალი ჩინური გლობალური კომპანიები გამოჩნდნენ არა მარტო კომპიუტერის აპარატული საშუალებების სფეროში, მაგალითად, Healer, არამედ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაშიც, მაგალითად, Tencent და Alibaba. ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს საამშენებლო სექტორს და, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მან სეძლო და სიღარიბისგან იხსნა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ეს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მოახერხა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა და რაც სურდა იმას აღწევდა.
ჩინეთის ლიდერები საკუთარ თავს არა მარტო აზიის ლიდერებად ხედავდნენ, არამედ მთავარ ბენეფიციარებადაც, რომლებიც სხვა აზიური ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს. ჩინეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სი ძინპინმა საკუთარური ხედვა გააფართოვა, რათა ჩინეთი გადაიქცეს ქვეყანად, რომელიც მსოფლიოს ყველა განუვითარებელ ქვეყანას წარმატებას მოუტანს. ჩინეთმა დაიწყო საკუთარი გეგმის „სარტყელი და გზა“ განხორციელება – ჩინეთიდან ევროპისაკენ ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობა. საუკეთესო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ჩინეთი გრანტების და კრედიტების მეშვეობით, სხვა ქვეყნებში ინვესტიციებს განახორციელებს. ჩინელი მუშა-ხელი საზღვარგარეთ გაემგზავრება, რათა ინფრქასტრუქტურის მშენებლობაში დახმარება აღმოუჩინონ, შედეგად ქვეყნის შიგნით სამუსაო ძალაზე წნეხი მოიხსნება, აგრეთვე სხვა ქვეყნებში გაიზრდება ჩინეთის პოლიტიკური გავლენები.
ამჟამად, ძლიერდება საუბრები და შიშები იმის შესახებ, გააჩაღებენ თუ არა აშშ და ჩინეთი ომს. არსებობს მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორები, როგორიცაა ჩინეთის სურვილი იბატონოს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ტაივანს დამოუკიდებლობა შეუზღუდოს და დაჩაგროს ჰონგ-კონგის მოსახლეობა. ჩინეთის ან აშშ-ს ნებისმიერმა წინდაუხედავმა ინიციატივამ ქვეყნები, შესაძლოა, ომის ზღვარე დააყენოს. ამავე დროს, ორივე მხარე ერთამენთს სხვა ქვეყნების მხრიდან ლოიალობის მოპოვებაში ეჯიბრება.
რამდენად დიდი ქვეყანაა აშშ?
ამერიკელებს კვლავინდებურად სჯერათ, რომ აშშ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. რატომ სურთ ამდენ უცხოელს ქვეყანაში ჩამოსვლა? ამის მიზეზი ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი სამართლიანი ურთიერთობები, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი კაპიტალიზმია.
გასაგებია, რომ ხალხს სურთ ნდობა გამოუცხადონ ადამიანებს და საგნებს, ვისაც და რასაც ენდობიან. ზოგჯერ ისინი, გარკვეული სახის აღიარებით გაკვირვებულები და შოკირებულები არიან. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ტომას ჯეფერსონით, თუმცა გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც გავიგეთ, რომ მონაზე სექსუალურად ძალადობდა. მონამ მას რამდენიმე შვილი გაუჩინა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით რიჩარდ ნიქსონით, რომ მან ჩინეთთან ურთიერთობები დაალაგა, მაგრამ საბოლოო ჯამში უარვყავით, როდესაც უოტერგეიტის სკანდალი აგორდა. ჩვენ ვენდობით სახელგანთქმულ ბანკს Wells Fargo, ვანდობთ დანაზოგს, შემდეგ ვიგებთ, რომ ჩვენ თანხებს სარგებელის მიღების მიზნით ჩვენ ფულს სესხად გასცემენ. ვაფასებთ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციას, მაგრამ მონოპოლიური ფასებით ბოროტად მანიპულირებენ.
2014 წლის 22 მაისს შემაშფოთებელი და გამოსაფხიზლებელი ვიდეო მოვლენა გავრცელდა, სახელწოდებით „რატომ არ არის ამერიკა მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა“. ამერიკელები უყურებდნენ The Newsroom, პოლიტიკურად დრამატულ სერიალს, რომელიც Aaron Sorkin-ის მიერ იქნა დაწერილი და გადაღებული. სერიალი გადიოდა HBO არხზე. სერიალში ახალი ამბების შოუს წამყვანის Will McAvoy-ის როლს, Jeff Daniels ასრულებდა
შოუ იწყება შესავალი სცენით, სადაც Will McAvoy (Jeff Daniels) და დისკუსიის სხვა მონაწილეები სვამენ კითხვას – მიზეზი, რის გამოც ამერიკას მსოფლიოში უდიდეს ქვეყანა ითვლება. Sharon დისკუსიის მიზნით შეკრებილებს პასუხობს: „მრავალფეროვნება და შესაძლებლობები“. Lewis-ის პასუხია: „თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება“. მხიარულების შეტანის მიზნით, McAvoy აცხადებს “The New York Jets.”
მოდერატორმა Will-ის პასუხი გააპროტესტა და სერიოზულობისაკენ მოუწოდა. McAvoy დასერიოზულდა. „კარგი, ჩვენი კონსტიტუცია შედევრია. ჯეიმს მედისონი გენიოსი იყო. ჩემთვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ამერიკული ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია“. შემდეგ Will McAvoy-მ პუბლიკა გააოცა. „ამერიკა მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა არ არის, პროფესორო.“ შემდეგ დააზუსტა:
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა ვართ, წიგნიერების კუთხით მე-7 ადგილზე ვართ, მათემატიკაში – 27-ე ადგილზე, მეცნიერება – 22-ე, სიცოცხლის ხანგრძლივობა – 49-ე, ბავშვთა სიკვდილიანობა – 178-ე, შიმანეურნეობების საშუალო შემოსავლებით – 3-ე, სამუშაო ძალა – 4-ე და ექსპორტი -4-ე. მსოფლიოში მხოლოდ სამ კატეგორიაში ვართ ლიდერები: ერთ სულ მოსახლეობაზე პატიმრების რაოდენობით, სრულწლოვანების რიცხვით, რომლებსაც ანგელოზების არსებობის სჯერათ და თავდაცვაზე ხარჯებით. თავდასხმაზე გაწეული ხარჯები მეტია, ვიდრე მომდევნო 26 ქვეყნის ხარჯები ერთად აღებული, აღსანიშნავია, რომ 26 ქვეყნიდან 25 მოკავშირეა.
როდესღაც ასე იყო. ჩვენ ვიდექით ის, სადაც სიმართლე იყო. ჩვენ ვიბრძოდით მორალური მოსაზრებების შესაბამისად. ვიღებდით კანონებს, მორალური შეხედულებებიდან გამომდინარე ვაუქმებდით კანონენბს. ომი გამოუცხადეთ სიღარიბეს და არა ღარიბ ადამიანებს. ვწირავდით მსხვერპლს, ვზრუნავდით მეზობლებზე, ფულს ვდებდით იქ, სადაც აუცილებელი და საჭირო იყო და ამის გამო გულზე მჯიღს არ ვიცემდით. ვაშენებდით უზარმაზარ რაღაცეებს, გვაქვს უზარმაზარი, არაჩვეულებრივი ტექნოლოგიურ მიღწევები, შევისწავლეთ სამყარო, ვარჩენდით ავადმყოფობებს და განვავითარეთ უდიდესი ხელოვნება და მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა. ჩვენ მივაღწიეთ ვარსკვლავებამდე. ვიქცეოდით, როგორც ნამდვილი მამაკაცები. ვისწრაფოდით ინტელექტისკენ, არ ავკნინებდით. ინტელექტი არ გვაიძულებდა თავი არასრულფასოვნად გვეგრძნო.
ჩვენ არ ვახდენდით იდენტიფიცირებას იმის მიხედვით თუ ვის მივეცით ხმა ბოლო არჩევნებში და ჩვენი დაშინება არც ისე ადვილი იყო. ჩვენ შევძელით ყველაფერ ამასთან თანაცხოვრება და კარგი საქმეების კეთება, ვინაიდან საკმარისად ინფორმირებულები ვიყავით. უდიდესი ადამიანებით, ადამიანები, რომლებსაც უდიდეს პატივს სცემდნენ და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის პირველ ნაბიჯს მისი არსებობის აღიარება წარმოადგენს. ამერიკა მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო აღარ არის.
ახლა 2021 წელია. რეიტინგებში აშშ-ს ანალოგიური დამთგრუნველი სტატისტიკური მონაცემები წიგნირების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და სიცოცხლის ხანგრძლივობის კუთხით შენარჩუნებულია. 2020 წელს Covid-ის დამანგრეველი შეტევა განხორციელდა, პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაპირველად პრობლემის თავიდან არიდება გადაწყვიტა. ის სიტუაციას ცუდად გაუმკლავდა, განაცხადა, რომ შეზღუდვები და ნიღბების ტარება არაეფექტურია. ახლა, როდესაც 280 000 ადამიანი დაიღუპა, ჩვენ, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ. პანდემია საზღვარგარეთ ჯერ კიდევ ბობოქრობს და მას ინდოეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში მილიონობით ადამიანი ეწირება.
როდესაც წარსულს ვიხსენებთ, უნდა ვაღიაროთ, რამდენად სულელურია კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანაა მსოფლიოში უდიდესი. თითოეული ქვეყნის ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, რომ წარსულზე შეჩერდეს, სადაც შესანიშნავი მომენტებია ასახული, არამედ იმაში, რომ ეყოს სიმამაცე და ჩამოთვალოს საკუთარი, ირითადი სუსტი მხარეები, შეიმუშავოს სამომავლო გეგმები და გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანა უფრო უკეთესი გახდეს. პრიზი უნდა გადაეცეს არა იმ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა უდიდესი იყოს, არამედ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოველწლიურად უკეთეს გაუმჯობესებებს აღწევენ. გაუმჯობესება არ უნდა შეიზღუდოს იმით, ტრამდენად ძლიერი იყო ეკონომიკური ზრდა. უფრო ფუნდამენტალურია, თუ რამდენად გაუმჯობესდა ქვეყანაში მოქალაქეების კეთილდღეობა და ბედნიერების მაჩვენებელი. ჩრდილოეთის ქვეყნები ფინეთი, ნორვეგია, შვეცია, დანია და ისლანდია ყოველთვის შედიან ბედნიერი და ჯანმრთელი ქვეყნების ათეულში. თუ თქვენ უდიდესი ქვეყნების რეიტინგს ითხოვთ, უდაოა – ეს ქვეყნები კანდიდატები არიან.