ანგარიში – მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა მეო-2022
უკვე მესამე წელია, რაც საერთაშორისო პლატფორმა მარკეტინგის სახლი (https://www.marketinghouse.ge/, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობით, IBSU-ს მარკეტინგის ქართული და ინგლისური საბაკალავრო პროგრამების ბაზაზე, ატარებს მარკეტინგის ესეების ოლიმპიადას, რომლის მისიაა საქართველოში გამოავლინოს ნიჭიერი მარკეტერები, რომელთაც გააჩნიათ საბაზრო აზროვნებისა და აზრის შემოქმედებითად გადმოცემის განსაკუთრებული უნარები.
შესაბამისად ჯილდო, რომელიც გამარჯვებულს უნდა გადაეცეს სახელდებულია როგორც:
I ადგილი – მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
II ადგილი – მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
III ადგილი – მარკეტინგის კალმის სერთიფიკატი.
მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის მონაწილეები დაჯილდოვებულნი არიან ერთის მხრივ მარკეტინგის საფუძვლიანი ცოდნით და მეორეს მხრივ მათი შემოქმედებითი წერის კულტურა არის შთამბეჭდავი, რომელიც გავლენას ახდენს თანამედროვე მომხმარებელზე, მიმწოდებელზე, კონკურენტზე და განაპირობებს საბაზრო ქცევის კულტურას.
2022 წელს მარკეტინგის ესეების ოლიპიადის მთავარი გამოწვევა იყო, გადაგველახა COVID-19 -ით გამოწვეული გაუცხოების სინდრომი სტუდენტთა შორის და მათთვის დავალებად მიგვეცა საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედი ქართული და საერთაშორისო ბრენდების იმგვარი აღწერა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ამ ბრენდების, მისიას, ამოცანებს, მომხმარებლის მიერ შემჩნეულ კონკურენტულ უპირატესობებს, ბრენდის მიმზიდველობასა და მისი სამომავლო პერსპექტივებს, ბრენდის ზეშეცნეული და ქვეშეცნეული არქეტიპული კავშრების წარმოჩინებასა და ამ ორმხრივი ურთიერთობების ღრმად გაცნობიერებას. დაგვერწმუნებით რომ, მსგავსი ხედვა და მისი სწორი მიწოდება მკითხველისათვის, მართლაც ლიტერატურულ ნიჭს ითხოვს მარკეტერისაგან.
შესაბამისად მეო – 2022-ზე მძაფრი კონკურენციის შედეგად გამოვლინდნენ ოლიმპიადის გამარჯვებულები:
- მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე პირველი ადგილი და მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი მოიპოვეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: შოთიკო ფიფიამ და საბა კაკაჩიამ!
გულითადათ ვულოცავთ მათ მეო-2022 -ის ჩემპიონის საპატიო წოდებას!
- მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე II ადგილი და მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა, რომლებშიც მონაწილეობენ: ა)ანა აკოფოვი და აკაკი პატარაია ბ) ქრისტინა როინიშვილი და ნინი მსხვილიძე. ორივე გუნდს გულითადათ ვულოცავთ მეო2022-ის ვერცხლის კალმის საპატიო სერტიფიკატს.
- მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე III ადგილი და მარკეტინგის კალმის სერთიფიკატი მოიპოვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა/გუნდებმა:
ა) მარიამ მჭედლური და ირინა მედულაშვილი
ბ) ნუცა მამუჩარაშვილი
გ) ნათიშვილი ნინი და ბურჯანაძე ნინო
დ) მარიამ მაჭარაშვილი
ე) ლიანა ელიბეკიანი და მარიამ ყავლაშვილი
ვ) ლიზი ნადირაძე და მარიამ ქებურია
ამ სტუდენტებს და მათ გუნდებს ვულოცავთ მეო2022-ის საპატიო III საპრიზო ადგილის დაკავებას!
- მეო-2022 -ის ყველა მონაწილეზე გაიცემა სერთიფიკატი ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.
გისურვებთ დიდი წარმატებას და ბედნიერ არდადაგებს!!!
მარკეტინგის სახლის რედკოლეგია
ქართულ – ევროპული მარკეტინგული ასოციაცია
2022 წელი, 19 ივნისი