,,ბადაგონი“ და მისი მარკეტინგი

ქეთი თოფურია, ანა მოწონელიძე

IBSU, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

 

საქართველო   ყურძნისა  და ვაზის, უძველესი  მეღვინეობის კულტურის  კერა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. არქეოლოგიური კვლევების შ ედგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები, ღვინის  ჭურჭელი, ყურძნის საჭყლეტი,რომელთა ასაკი 8000წელზე მეტია ადასტურება იმას, რომ ,,საქართველო მეღვინეობის აკვანია“. ალბათ დამეთნხმებით, რომ ქართული მევანახეობა-მეღვინეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნიკალური ბუნებრივი პირობების სწორი გამოყენება, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა და ორიგინალური მეთოდების სათუთად შენახვა. ამავდროულად საჭიროა ღვინის საერთშორისო ბაზრის თნამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება და გათვალისწინება.

საქართველოში ღვინის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი აწარმოოს მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც შეესაბამება მსოფლიოში დადგენილ სტანდარტებს, აქედან გამომდინარე მატულობს ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა და შესაბამისად იზრდება წარმოების მოცულობაც.

არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით  ერთ-ერთი წამყვანი ღვინო     ქართულ ბაზარზე  გახლავთ ბრენდი ,,ბადაგონი“.

კომ­პა­ნია ბა­და­გო­ნი 2006 წელს და­არ­სდა და დღეს­დღე­ო­ბით ფლობს ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვილ ღვი­ნის სა­წარ­მოს მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.კომ­პა­ნია “ბა­და­გო­ნის” ფი­ლო­სო­ფია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ამავდრო­უ­ლად ღვი­ნის მსოფ­ლიო ინ­დუსტრი­ა­ში დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც იქ­მნე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი ღვი­ნო. კომ­პა­ნია ვა­ზის მხო­ლოდ ­და მ­ხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბით ქმნის ღვი­ნოს და კა­ხე­თის ყვე­ლა მიკ­რო ზო­ნა­ში ფლობს სა­კუ­თარ ვე­ნა­ხებს.

2019 წლის მონაცემებით კი  ის გახლავთ ლიდერი 254 ქართული ღვინის ექსპორტიორ  კომპანიას შორის.

2019 წლის ეს წარმატება იმითც აღსაღნიშნია, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ექსპორტის მაჩვენებელმა მიაღწია რეკორდულ ციფრს და განახორციელა 76,7 მილიონი ბოთლის ექსპორტირება 53 ქვეყანაში. ამ მაჩვენებელის წყალობით ექსპორტის მოცულობა მთლიან ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 54%-ით, ხოლო შემოსავალი 50%-მდე გაიზარდა.

შემოსავლებისა თუ მოგების კუთხით 2018 წლის მონაცემებით ის შედის ტოპ 5 ღვინის მწარმოებელ კომპანიას შორის.

კომპანიის განვითრებაში 2021 წელს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით ჩინელი პარტნიორები ბადაგონის ბრენდის განვითარებაში 30 მილიონს ჩადებენ, რაც ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.

პროექტის ფარგლებში მოხდება “ბადაგონის” ქართული კულტურის ცენტრების, “ბადაგონის” პრემიუმ კლასის შოუ რუმებისა და ბრენდის წარმომადგენლობითი ცენტრების გახსნა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, რაც  ცხადია საგრძნობლად გაზრდის როგორც ბადაგონის, ასევე მთლიანად ქართული ღვინის ცნობადობას და რეალიზაციას ამ უზარმაზარ ბაზარზე.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ბადაგონმა ნამდვილად მოახერხა გამხდარიყო ლიდერი არა მარტო საქართველოს არამედ აზიის ტერიტორიაზეც.

ბრენდის მარკეტინგული გარემოს განხილვისას აუცილებელია დემოგრაფიული ასპექტების შეფასებაც.

კვლევის მიხედვით ვლინდება, რომ ყველაზე ხშირად  მომხმარებელი 22-დან -57 წლამდე  გახლავთ. მათგან 57 მამაკაცია, ხოლო 43- ქალი. რაც შეეხება ადგილმდებარეობას საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი მოთხოვნა არის თბილისში, შემდეგ ქუთაისსა და ბათუმში და ამის შემდეგ მოდის სამეგრელოს ქალაქები თუ  დაბები.

XXI საუკუნეში სულ უფრო აქტუალური ხდება მწვანე მარკეტინგიც.

მწვანე მარკეტინგი არის პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციის პროცესი, რომელიც ეფუძნება მათ გარემოსდაცვით სარგებელს. ეს პროდუქტები ან მომსახურება შეიძლება თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა იყოს ან წარმოებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გზით

ბადაგონის მიერ გამოყენებული მწვანე მარკეტინგი ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის მდგარდი განვითრებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.ორგანიზაცია ცდილობს განახორციელოს მდგარდი ბიზნესის პრაქტიკა და ამით ახერხებს რომ უფრო მიმზიდველი გახადოს ღვინო მოხმარებლისთვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ 2006 წელს სწო­რედ ბა­და­გო­ნის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის მე-9 სა­უ­კუ­ნის მარ­ნის აღ­დგე­ნა, სა­დაც დღეს­დღე­ო­ბით იქმნე­ბა ბა­და­გო­ნის ქვევ­რის უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნო “ალა­ვერ­დის ტრა­დი­ცია”, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია.

ეს ყველაფერი ასევე ამცირებს ტრანსპორტირების, ენერგიისა თუ წყლის დანახარჯებს.

საბოლოოდ მსურს ვთვა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირებამ ნამდვილად  გაზარდა ბრენდის ერთგულება სოციალურად გათვითცნობიერებულ მომხმარებლებში.

მწვანე მარკეტინგი გრძელვადიანი ფასეულობისათვის არის გამოყენებული.