“ბიბლუსის” მარკეტინგული ანალიზი
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ბიბლუსი არის “პალიტრამედიას” შვილობილი კომპანია,რომელიც წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს.ბიბლუსი წარმოადგენს საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელს, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. „ბიბლუსი“ წიგნისმოყვარულებს სთავაზობს საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემულ ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურას.
ბრენდის ელემენტები
ლოგო – გამოყენებულია ფერები ლურჯი, ოქროსფერი და თეთრი. ლურჯი – საიმედოობა, სიმშვიდე. ოქროსფერი – ბრძენი, მნიშვნელოვანი, თეთრი – კეთილი, მარტივი.
სლოგანი – “წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები “. მოუწოდებს მომხმარებელს წიგნების კითხვისაკენ.
არქეტიპი – ბრძენი, ხელოვანი.
მისია – კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლებას.სწორედ ამიტომ,,ბიბლუსის’’ მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე მოიპოვოს და შეინარჩუნოს მომხმარებლის ლოიალური დამოკიდებულება არჩევანის მრავაფლეროვნებით, ხარისხისა და ფასის თანხვედრით.
ხედვა – მუდმივი ინოვაციების გზით, მოჰქონდეს მატერიალური და მორალური სარგებელი კომპანიასთან დაკავშირებული ყველა ჯგუფისთვის.
ღირებულებები/ფასეულებები – მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა ბიბლუსის ამოცანაა შექმნას “უნიკალური გარემო” მომხმარებელთათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება არჩევანის, პროდუქციის და მომსახურების საუკეთესო ხარისხთან. კომპანიის ყველა თანამშრომელი მოწოდებულია ბრენდის დანაპირები შეუსრულოს მომხმარებელს.
ეროვნულობა – ბიბლუსი არის ჭეშმარიტად ეროვნული ბრენდი, რაც წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობას. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია ახალ თაობებში.
სოციალური პასუხისმგებლობა – #გავუფრთხილდეთბუნებას „ბიბლუსის“ სოციალური წამოწყება, რაც გულისხმობს მეორადი გადამუშავების ქაღალდის პარკების პოპულარიზაციას მთელ ქსელში. ბიბლუსი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ პოლიეთილენის პარკები და გაუფრთხილდნენ ბუნებას.
7P
Product: ლექსიკონები, რუკები, ნოტები და სხვა წიგნები – ნაბეჭდი წიგნები – საკანცელარიო ნივთები – სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები
Price: ყველანაირი საფასო კატეგორია
Place: 54 ფილიალი (თბილისი 24, ბათუმი 4, ქუთაისი 3, სამტრედია 2, რუსთავი 2 ზესტაფონი 2, თელავი გორი ქობულეთი მარნეული ახალციხე დუშეთი ჭიათურა ბორჯომი ბოლნისი ხაშური ოზურგეთი სენაკი საჩხერე ფოთი ლანჩხუთი)
Promotion: ონლაინ არხები, აქციები
Physical Evidence: პროდუქტის არსებობა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რაც ბაზარზე გვხვდება, შეფუთულია ქაღალდის პარკებში, ლურჯი ფერებია ძირითადად გამოყენებული როგორც მაღაზიებში, ისევე შეფუთვაზეც.
People: პროდუქცია გათვლილია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე, მთავარ სამიზნე ჯგუფად ის ადამაინები მოიაზრება ვისაც უყვარს წიგნები. გათვლილია ასევე ბავშვებზეც სასკოლო ნივთებისთვის.
Processes: პროდუქციის წარმოება მოიცავს მის თავდაპირველ დამუშავებას და ყველა იმ პროცესს სანამ წიგნი საბოლოო სახეს არ მიიღებს. საცალო ვაჭრობა, ონლაინ შეძენა.
სეგმენტაცია:
გეოგრაფიული – ძირითადი აქცენტი საქართველოს ბაზარზე.
დემოგრაფიული –
- ასაკი: 16 – 60 წელი
- სქესი: ნებისმიერი
- შემოსავლის დონე: საშუალო და მაღალი
ფსიქოლოგიური – აინტერესებთ ლიტერატუტა, ხელოვნებ და ზოგადად უყვართ წიგნების კითხვა.
ქცევითი – აქვთ სურვილი შეიძინონ ახალი წიგნები.
ბაზრის წილი:
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქართული წიგნის ბაზრის კვლევა ჩატარდა, კვლევა ორგანიზაციამ „ეისითი-კვლევა“ ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს საგამომცემლო ბაზარზე არსებული გამომცემლობებიდან 12% -12% მსხვილი და საშუალო, 77% კი მცირე გამომცემლობაა. გაყიდული წიგნებიდან მიღებულმა შემოსავლებმა – 10 707 203 ლარი, 2017 წ – 9 361 704, 2016 წელს კი 8 153 245 ლარი შეადგინა. გაყიდული წიგნებიდან 45% მხატვრული, 20% აკადემიური/პროფესიული, 11% კი საბავშვო ლიტერატურა იყო.
მომხმარებლების ანალიზი
ჩატარებული კვლევის მიზანია წიგნის მკითხველთა და მყიდველთა კვლევა მათი მოთხოვნილებების, ჩვევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:
- “მეგობრის / ნათესავის რჩევა” დიდ გავლენას ახდენს მომხმარებელზე წიგნის არჩევის პროცესში, როგორც კითხვისას, ასევე ყიდვისას;
- წიგნის შინაარსი და ავტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წიგნის კითხვაზე.
- ფასი ითვლება შესყიდვის გადამწყვეტ ფაქტორად;
- მხატვრული ლიტერატურა – ყველაზე პოპულარული ტიპის წიგნები;
- სახლი ითვლება ყველაზე კომფორტულ ადგილად წიგნის კითხვის დროს,
- საკმაოდ პოპულარულია სამსახურში კითხვაც;
- მომხმარებლები წიგნების უმეტეს ნაწილს წიგნების მაღაზიებში ყიდულობენ;
- არსებობს წიგნის საჩუქრად გამოყენების ტენდენცია;
- ქართველი მომხმარებლები არ იყენებენ ელექტრონულ წიგნებს და ამჯობინებენ ბეჭდურ ვერსიას.
- კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში უფრო მეტს კითხულობენ და ყიდულობენ ვიდრე ქალაქგარეთ, შესაბამისად ქალაქში წიგნებზე დახარჯული წლიური ბიუჯეტი მეტია.
რა სახის წიგნებით ინტერესდება მკითხველი/მყიდველი
კვლევამ აჩვენა, რომ მკითხველებში მხატვრულ ლიტერატურა (68,2%) ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა პროფესიულ ლიტერატურაზე. ენციკლოპედიები/ლექსიკონები (11,2%) და კულინარიული წიგნები (11,4%)
რა სიხშირით ყიდულობენ წიგნს?
კითხვაზე თუ რა სიხშირით ყიდულობენ წიგნებს 31%-მა აღნიშნა, რომ თვეში რამდენჯერმე ყიდულობს. 24% კვირაში რამდენჯერმე, 18% წელიწადში რამდენჯერმე, 18 % კი საერთოდ არ ყიდულობს წიგნს.
სად ყიდულობენ წიგნებს?
კვლევაში გამოიკვეთა, რომ მომხმარებელი უპირატესობას წიგნის მაღაზიებს ანიჭებს (74,9%) სასურველი წიგნის შესარჩევად. დანარჩენი კი მეორად წიგნების ბაზარზე.
ბიუჯეტი
წიგნის შეძენაზე გაწეული ხარჯები თითქმის თანაბრად ნაწილდება ყველა კატეგორიაზე. 24% – 100 და მეტი ლარი, 20 % 51 -100 ლარამდე, 17 % 50 ლარამდე.
წინასწარი გაყიდვების პროგნოზი
ვინაიდან საქართველოს ბაზარზე წიგნის რეალიზაცია 80%-ით წიგნის მაღაზიებში ხდება, ბიბლუსს გაყიდვების მხრივ პრობლემა არ შეექმნება, ხოლო რაც შეეხება თავად მოთხოვნას ის იზრდება ვინაიდან წიგნის კითხვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, და არა მხოლოდ. რაც შეეხება წიგნის ყიდვის სიხშირეს მომხმარებელთა 31% წიგნს ყოველთვიურად შეიძენს, 21% კვირაში რამდენჯერმე 18% წელიწადში რამდენჯერმე, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სამომავლოდ წიგნის გაყიდვებს საფრთხე არ შეექმნება, პირიქით საგრძნობლად გაიზრდება კიდეც.
კონკურენტები
ბიბლუსის კონკურენტებს წარმოადგენს ისეთი მსხვილი და ქსელური წიგნის მაღაზიები როგორიცაა:
მაღაზიათა ქსელი ლიბრა – ლიბრას მაღაზიათა ქსელის პირველი მაღაზია გაიხსნა 2005 წელს. სლოგანი: “ლიბრა“ თქვენი მეგობარი წიგნის სამყაროში“.ამჟამად ქსელი მოიცავს 9 ფილიალს., ბიბლუსისგან განსხვავებით, აქ არ არის ონლაინ გაყიდვები, ნაკლებადაა ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის, და ნაკლებ ფილიალს ფლობს, თუმცა ბიბლუსის მსგავსად ის გვხვდება არა მხოლოდ, თბილისის მაშტაბით, არამედ სხვა ქალაქებშიც.
ლატერნა- 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. ფილიალები აქვს მხოლოდ თბილისში, ცნობადობაც ბიბლუსთან შედარებით ნაკლები, ბიბლუსისგან განსხვავებით აქ შესაძლებელია წიგნის შეძენა გერმნულ და ფრანგულ ენაზეც, მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ონლაინ გაყიდვები.
კომუნიკაციის არხები
ბიბლუსს აქვს ფეისბუქ გვერდი როგორც კომუნიკაციის წყარო, 346 000 მოწონებთ, რაც კომუნიკაციას საკმაოდ აძლიერებს მომხმარებელთან. აქ წარმოდგენილია სრული ინფორმაცია არსებულ და მოსალოდნელ აქციებზე, ფასდაკლებებზე და შეთავაზებებზე, მისი დახმარებით მომხმარებელს ადვილად შეუძლია დაეკონტაქტოს ბიბლუსს, და მიიღოს პასუხი კითხვებზე.
ასევე აქვს საიტი სადაც წარმოდგეილია ის ინფორმაცია, რაც ფიზიკურად სრულად ვერ იქნება წარმოდგენილი ფეისბუქ გვერძე, დაწვრილებითაა ჩამოთვლილი ყოველგვარი პროდუქცია, რასაც ბიბლუსი მომხმმარებლებს სთავაზობს და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტოიც, რომ საიტის საშუალებით ხდება ონლაინ გაყიდვები.
სარეკლამო რგოლი:
ბიბლუსის სარეკლამო რგოლებს აქვს სხვადასხვა დანიშნულება და ყველა დროის პერიოდში განსხვავებული შინაარსი, მაგალითად #მოემზადესკოლისთვის, რეკლამაში ასახულია როგორ არჩევენ ბავშვები სასკოლო ნივთებს, ამ სარეკლამო რგოლით კომპანია ხაზს უსვამს მის მრავალფეროვან არჩევანს.
ასევე გადაიღო რეკლამა სადაც ასახულია ის პროდუქცია რაც შეიძლება მომხმარებელმა 36,20 ლარად შეიძინოს,რაც დაინტერესებას იწვევს მაყურებელში და ხაზს უსვამს პროდუქციის დაბალ ფასებს.
საახალწლო ვიდეო რგოლი #აჩუქეწიგნი.რითიც მომხმარებელს მოუწოდებს ერთმანეთს წიგნები აჩუქონ ახალ წელს.
დროთა განმავლობაში კი მომხმარებელს აცნობს სხვადასხვა ბესტსელერებს
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ბიბლუსის სარეკლამო რგოლები, საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითია, გადაღებულია ისე რომ დაინტერესება გამოიწვიოს ნებისმიერ მაყურებელში, იქნება ეს ბავშვები, მათი მშობლები თუ მოზარდები.
თამარ გოგელია
ხელმძღვანელი: DAAD-ის და ფულბრაიტის ფონდის დაჯილდოვებული მეცნიერი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი