ბიზნესისა და მარკეტინგის გენიოსები საქართველოდან
ლომთაძე – ყაზახეთში, ნონიაშვილი სოფელ დიცში
ბიზნესის წარმატებულად მართვა ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს კი დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა პადემიის პირობებშიც შესაძლებელია, რაც სწორედ ქართველმა ახალგაზრდა მეწარმეებმა – მიხეილ ლომთაძემ და ნონა ნონიაშვილმა დაგვიმტკიცეს.
როგორც „ფორბსი“ იუწყება – ახალბედა მილიარდელი მიხეილ ლომთაძე – ყაზახური fintech პლატფორმა „კასპის“ CEO და ერთ-ერთი დამფუძნებულია. თვით „კასპი“ ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე fintech კომპანიაა, რომელსაც 18 მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი ყოველთვიურად აქტიურად იყენებს. ეს „სუპერ აპლიკაცია“ თავისი საგადასახადო ფუნქციებით, სესხებით და ა.შ. უდიდეს როლს თამაშობს ყაზახეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან Covid-19 პანდემიამ დააჩქარა ”მომხმარებელთა უნაღდო ანგარიშსწორება, ელექტრონული კომერცია და ციფრული ფინანსური სერვისები.“
როგორც ჩანს, კომპანია პანდემიის დროს „აყვავდა“ – პროსპექტის თანახმად მან, 2020 წლის პირველ ნახევარში სულ რაღაც 740 მილიონი დოლარის შემოსავლით 286 მილიონი დოლარის მოგება შესძლო. ლონდონში „კასპის“ IPO 2007 წლის შემდეგ, ყაზახური კომპანიის ყველაზე გრძელ ჩამონათვლად და უდიდეს საერთაშორისო ტექნოლოგიებზე ფოკუსირებულ კომპანიად იქნა აღიარებული.
„კასპი“ მომხმარებელს – ციფრულად გადახდის, სავაჭრო ტრანსაქციების განხორციელების, სამომხმარებლო ფინანსების, დეპოზიტების მართვის და Paypal-ისა და Klarnaს მსგავსად პროდუქტის ყიდვის და თანხის მოგვიანებით გადახდის, საშუალებას აძლევს. 2019 წელს „კასპმა“ განაცხადა, რომ მას ყაზახეთში სამომხმარებლო სესხების ყველაზე დიდი საბაზრო წილი აქვს, რაც მთლიანი ბაზრის 32% -ს შეადგენს.
„კასპი“ ყაზახეთში გადასახადების დასაფარად, Visa-ს და MasterCard-ის წილს ყიდულობს. კომპანიის ინტერნეტში განთავსებული შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში Kaspi.kz-ით დამუშავებულმა ტრანსაქციებმა ყაზახეთში მთლიანი მოცულობის 66% შეადგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო არაერთმა წამყვანმა fintech კომპანიამ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და შემოსავალი დაკარგა, „კასპმა“ არა მხოლოდ მათი შენარჩუნება, არამედ პროდუქტის გაძლიერება და მისი პოპულარიზება მოახერხა.
ივნისში ყაზახეთის საინფორმაციო პლატფორმა Kazpravda.kz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კასპის“ აღმასრულებელი დირექტორი ლომთაძე – პანდემიის დროს გაწეული „თავდაუზოგავი შრომისათვის“ ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ „ხალხის მადლიერების“ მედლით დაჯილდოვდა.
ლომთაძემ Kazpravda-ს განუცხადა, რომ „კასპის“ თანამშრომლები “დღე და ღამე მუშაობდნენ”, რათა მომხმარებლებს ანგარიშების გახსნა და „საგანგებო მდგომარეობის დროს საჭირო სოციალური ფინანსების მიღების საშუალება ჰქონოდათ”. მისი თქმით, სახელმწიფოს გამოყოფილი 7 მილიონისაგან, 4.4 მილიონმა ადამიანმა ფინანსები კასპის მობილური აპლიკაციის საშუალებით მიიღო.
ნონა ნონიაშვილი – 25 წლის ქართველი მეწარმეა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კომპანიის ქარხანა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელში აეშენებინა -სამხრეთ ოსეთის საზღვართან, გაჭირვებული საზოგადოების დასახმარებლად და ადგილობრივი ქალების გაძლიერების მიზნით. მან კოვიდ-19 პანდემიის დროს თავისი ბიზნესის შენარჩუნება მოახერხა ონლაინ გაყიდვებისა და სოციალური მედიის მეშვეობით. იგი მეწარმე ქალებს მოუწოდებს, რომ არ დაკარგონ იმედი და პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების გადასალახად იბრძოლონ.
ნონიაშვილის მიხედვით ბიზნეს იდეა პირველად მისი უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მოუვიდა. იგი ორ თანაკურსელთან და მომავალ ბიზნეს პარტნიორებთან – თამარ შეითნიშვილთან და შალვა მძინარაშვილთან ერთად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ხილის გაშრობის ტექნოლოგიების კურს ესწრებოდა.
თანაკურსელებმა მშრალი ხილის წარმოება, ქვეყანაში რომელიც ვაშლით ცნობილია, ძალიან ჭკვიანურ ბიზნეს იდეად ჩათვალეს. გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი ვაშლის საშრობი მექანიზმი და კომპანია, რომელიც ვაშლის ჩიფსს აწარმოებდა. ისინი თვლიდნენ, რომ ქართულ საზოგადოებას „სასუსნავების“ ჯანსაღი ვარიანტი არ გააჩნდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს სასარგებლო და ამავდროულად ბაზარში უნიკალური პროდუქტის შექმნა.
„ენკენის“ ვაშლის ჩიფსის კომპანია სწორედ ასე წარმოიშვა, რომლის პროდუქტებიც მთელი საქართველოს გარშემო მაღაზიებში პოპულარობით სარგებლობენ.
ყველაზე უნიკალური ენკენის ქარხნის მდებარეობაა – კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ დიცში, რომელიც მდებარეობს სადავო საზღვრის ხაზზე საქართველოსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონს შორის. ”ჩემი ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი წარმოშობით სოფელ დიციდან არის. გადავწყვიტეთ, რომ ეს ქარხნის დასაარსებლად ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო“ – ამბობს ნონა. ”აქ დამკვიდრება გადამწყვეტი რჩება ჩვენი ბიზნესის მიზნებისათვის – მონაწილეობა მივიღოთ სოციალური პასუხისმგებლობის წილში, რათა რეგიონს კონფლიქტის ფონზე დავეხმაროთ.“
წარმატებული დასაწყისი
სამი ახალგაზრდა მეწარმის ინოვაციურმა იდეამ და საზოგადოების შეკვრის გეგმამ თავივადნვე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება და მხარდამჭერა.
„ჩვენ მონაწილეობა უამრავ ბიზნეს შეჯიბრებაში მივიღეთ, რათა „ენკენისთვის“ საჭირო ფინანსები აგვეგროვებინა.“ – ამბობს ნონა. „გავემგზავრეთ ესტონეთში, სადაც ჩვენი ბიზნეს იდეის მეშვეობით პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო მოვიპოვეთ.“ როდესაც მახალგაზრდა მეწარმეებმა საწყისი ფინანსების შეგროვება შეძლეს „ენკენის“ ოცნება რეალობა გახდა – აშენდა მცირე ქარხანა სოფელ დიცში.
2018 წლიდან, „ენკენი“ ასევე მონაწილეობას იღებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, სახელწოდებით “ერთობლივი ქმედება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის”, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების – დამწყებ მეწარმეების მხარდაჭერას საქართველოში. „ჩვენ ნამდვილად გაგვიხარდა, როდესაც პროექტმა ჩვენი დაფინანსება გადაწყვიტა. ამ ფინანსებით საჭირო ტექნოლოგიების და მექანიზმების ყიდვა შევძელით, რაც წარმოების დასაწყისში კრიტიკულად გვჭირდებოდა“- ამბობს ნონა. „“ენკენის“ ორი დამფუძნებელი ქალია და სწორედ ამიტომ დაინტერესდა ჩვენით გაეროს ქალთა ორგანიზაცია. მათ იფიქრეს, რომ ჩვენ გლობალური ბრენდის შექმნის პოტენციალი გაგვაჩნდა.“
პანდემიამ „ენკენი“ ვერ შეაჩერა
ნონა ამბობს, რომ კოვიდ-19 პანდემიამ „ენკენზე“ მხოლოდ მსუბუქად იმოქმედა. კომპანიამ შეძლო საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ბაზრებზე ონლაინ პლატფორმის (Soplidan.ge) საშუალებით, რომელთანაც ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააკავშირა. პანდემიის ფონზე, გუნდი ჯანსაღი საჭმლის გაყიდვაზე მუშაობდა და შექმნა უფასო მიტანის სერვისი – ამ ყველაფერმა კი „ენკენის“ ჩიფსების პოპულარობა ძლიერ გაზარდა.
„ჩვენი გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა, პანდემიის პირობებშიც კი“ – ამბობს ნონა ამაყად.
იგი მოუწოდებს მთავრობას, პანდემიის ფონზე კომპანიების, განსაკუთრებით კი პატარა და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერას და ხელის შეწყობას. “ბევრად უკეთესი იქნებოდა მთავრობა ბიზნესებს სხვადასხვა ტექნოლოგიებითა და მასალებით რომ დახმარებოდა, რათა ისინი უფრო მარტივად და სწრაფად გადასულიყვნენ ონლაინ მუშაობაზე.“
პანდემია არ იყო ერთადერთი გამოწვევა, რომელსაც ნონა და მისი პარტნიორები გაუმკლავდნენ.
სოფელი დიცი თბილისთან შედარებით სრულიად სხვა სამყაროა. სოფელში ჩასასვლელად 100 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომელსაც ნონა კვირაში 2-3 ჯერ გადის.
იმისათვის, რომ შეხვიდეთ სოფელში უნდა გაიაროთ შეიარაღებული პოლიციის მიერ დაცული მრავალი საგუშაგო. აქ დაძაბული გარემოა და სწორედ ამიტომ 1,072 ადამიანის თემი მუდმივად სტრესში ცხოვრობს. ე.წ. ”ბორდერიზაციის” საკითხები დიცის ყველა მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ვინაიდან სასაზღვრო ხაზი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონს შორის სოფელში გადის.
„დასაქმების დონე დიცში საკმაოდ დაბალია, რადგან აქ ძირითადად სამსახურის მცირე არჩევანია. ჩვენ დიცში პირველი მოქმედი კომპანია ვართ და სწორედ ამიტომ მოსახლეობა ნამდვილად ბედნიერი იყო იმით, რომ ქარხნის დაფუძნება აქ გადავწყიტეთ.“ – ამბობს ნონა
„ენკენის“ ქარხანას 6 თვე დასჭირდა, რათა ელექტროენერგია მოეპოვებინა, ამისი მიზეზი მათი სოფელი დიცის ტერიტორიაზე დაფუძნება იყო. „“ენკენი“ 2016 წელს შეიქმნა, მაგრამ წარმოება 1,5 წლით გადაიდო, დიცში მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეებს გამო.“ – ამბობს ნონა.
ნონას მიზანია რომ სოფელი დიცის მოსახლეობას, კონფლიქტის ფონზე დაეხმაროს, მაგრამ განსაკუთრებით გატაცებულია ქალთა საზოგადოებაში გაძლიერებით. ამჟამად ქარხანაში ექვსი ადგილობრივი ქალია დასაქმებული და „ენკენის“ თანამშრომლები ამ რაოდენობის გაზრდას ცდილობენ. „ჩვენ ქარხანაში საოჯახო გარემოა“ – ამბობს ნონა.
ნონასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ „ენკენში“ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული. იგი ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო მეტ ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი ბიზნესი. „ ჯერ კიდევ დიდი დისბალანსია ბიზნესში ჩართულ ქალებსა და მამაკაცებს შორის“ – განმარტავს იგი. ”მაგრამ ახლა ქალების მიერ ბიზნესში ჩართვა ან დამწყები კომპანიების შექმნა მზარდი ტენდენციაა, განსაკუთრებით კი თბილისში. ეს დიდი მიღწევაა და ბედნიერი ვარ იმით, რომ მისი ნაწილი გავხდი.“
როდესაც ვიწყებდი ბევრი ილუზია მქონდა. გამაჩნდა იდეა, რომელიც ძალიან კარგი მეგონა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სწრაფად და დადებითად განვითარდებოდა.“ მაგრამ ნონამ იცის, რომ ბიზნესის წამოწყება ნელი პროცესია. მიუხედავად ამისა, იგი ყველა ქალს მოუწოდებს ამისკენ და ურჩევს: „იმდენად უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმიანობა, რომ მასში ყველაფრის ჩადება შეგეძლოთ.“
ნონას ოცნებაა „ენკენის“ გლობალურ ბრენდად ქცევა და პროდუქტის ექსპორტი, რაშიც მათ UN ქალთა ორგანიზაცია ეხმარება. „დიდი მიზანია, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ მის მიღწევას შევძლებთ. დიდი შედეგი იქნებოდა „ენკენის“ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ნახვა.“
მას სოფელ დიცისთვისაც აქვს მიზნები – გაზარდოს ქარხანა, დაასაქმოს უფრო მეტი ადგილობრივი მოსახლე და პერსონალს პირად და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს. ”სამომავლოდ ვგეგმავთ ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების ჩატარებას, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა მრავალმხრივ შეძლონ განვითარება.” ”ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი უბრალოდ რიგითი თანამშრომლები იყვნენ, გვინდა მონაწილეობა მივიღოთ მათ პიროვნულ ზრდაში.“
ნათელია, რომ „ენკენის“ და დიცის მოსახლეობის ერთობლივი მუშაობით ნონას მიზნები აუცილებლად ასრულდება.
თიკო ჯაყელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა