ბორჯომი იწვევს ჰარმონიას

თანამედროვეობაში, საკმაოდ აქტუალური თემაა კომპანიების მიერ შექმნილი – ბრენდი და მათი პოზიციონირება. თუმცა აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ, სიტყვა ბრენდი ადამიანთა უმეტესობისთვის სწორი განმარტებით არ არის მიწოდებული, შესაბამისად მას ხშირად არასწორ კონტექსტში იყენებენ. ბრენდი არის მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდს ავნვითარებს ბაზარზე ასებული ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც უბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ. მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის მომხმარებელში ნდობის და ლოიალურობის წარმოქმნა. კომპანიები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმისათვის, რომ შეიქმნას და დაიგეგმოს მოთხოვნადი ბრენდი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ბრენდის, მიზანი არის შეგრძნებების და ასოციაციების გამოწვევა. ამის დასტურია ჩვენს მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგი: რომელშიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს დაუსვით  შეკითხვა გაზირებულ მინერალურ წყლებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 95%-მა  გაზრიებული მინერალური წყლის ასოციაციად დაასახელა ბორჯომი. შესაძლებელია გამოკითხულთა ნაწილი საერთოდ არ იყოს აღნიშნული პროდუქციის მომხმარებელი, მაგრამ გაზირებული მინერალური წყლის პირველივე ასოციაციად ბორჯომი ახსენდებათ. ეს სწორად განვითარებული ბფრენდის დამსახურებაა.

ახლა გადავიდეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდის “ბორჯომის“ ისტორიაზე.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ , რომ ბორჯომის ისტორია თითქმის 2000 წელიწად ითვლის. ბორჯომის ხეობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა რამოდენიმე აუზი და აბანო.  ისტორიის თანახმად მინერალურ წყალს ძველად მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

გადმოცემის თანახმად 1825 წლის გაზაფხულზე სენსორის გრენადერთა პლკის მეთაურმა თავად გამოცადა წყლის უნიკალურობა. მას კუჭის დაავადება აწუხებდა. მინერალური წყლის მიღების შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა.

1850 წელს ბორჯომში მინერალური პარკი დაარსდა, ხოლო 1894 წელს დასრულდა ბორჯომის ჩამომსხმელი პირველი ქარხანის მშენებლობა.

1990-1995 წლებში ეკონომიკური სიძნელეების გამო „ბორჯომის“ წარმოება  შემცირდა. ხოლო 1995 წელს დღევანდელმა IDS ბორჯომმა, განაახლა წარმოება. ბუნების ამ საჩუქარს დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ.

წელს საწარმოო წესით ჩამოსხმიდან 130 წლის იუბილეს ზეიმობს „ბორჯომი“. ამ თარიღის აღსაღნიშნავად ბორჯომი მომხმარებლის წინაშე ახალი სადღესასწაულო შეფუთვით წარსდგა. „ბორჯომის“ სადღესასწაულო შეფუთვების სერია თანამედროევა, მაში კვლავ დომინირებს მწვანე ფერი და ბრენდის განუყოფელი სიმბოლო – ირემი. თარიღი და სიმბოლო ქმნის კომპოზიციას, რაც 130 წლის განმავლობაში ბორჯომის უწყვეტ განვითარებას გადმოგვცემს. „„ბორჯომი“ 130 წლისაა და ეს მხოლოდ დასაწყისია!“

რატომ აირჩიეს მწვანე ფერი? მწვანე ასოცირდება სიცოცხლესთან, ევოლუციასთან, განვითარებასთა. სწორედ ამ მახასიათებლებზე დაყრდნობით აირჩიეს ბორჯომის დამაარსებლებმა ეს ფერი. მწვანე ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, მაგრამ ხშირად ფულთან და მასთან დაკავშირებულ უარყოფით ემოციებთანაცააა ასოცირებული. მწვანე ფერი აერთიანებს სიგრილესა და სითბოს, არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. მწვანეს სხვადასხვა ტონალობას იყენებენ რადგან გაზაფხულისა და სიგრილის შეგრძნება შექმნან. სორედ ამ ასოციაციებზეა დამოკიდებული ბორჯომის შფუთვის ფერი, სწორედ ესაა მისი შფუთვის საიდუმლო.

ახლა ცოტა რამ ვისაუბროთ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაზე.

ადამიანთა ჯგუფის გამოკითხვისას თუ რომელ გაზირებულ სასმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რათქმაუნდა ნაკლები ქიმიკატების შემადგენლობით 70,8% ბორჯომი აირჩია. ეს ბორჯომის სწორი პოზიციონირების შდეგია. ჩვენი რესპოდენტების აზრით, ბრენდი საკმაოდ გამოცდილი და სანდოა, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და საერთაშორისო სტანდარეტების მიხედვით გადის ლაბორატორიულ შემოწმებას. ბრენდს სწორად აქვს ჩამოყალიბებული ლოჯისტიკური და სადისტრიბუციო ნაწილი, რაც განაპირობებს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას, რასაც ჩვენი რესპოდენტების 95,8% ადასტურებს.

აქედან  და სხვა სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბორჯომი როგორც ბრენდი ჩამოყალიბებული და სწორად პოზიციონირებული კომპანიაა. მას სწორად აქვს დაგეგმილი ბრენიდს განვითარებასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი და სწორედ ამის დამსახურებაა რომ 130 წლის მანძილზე კომპანია ერთ-ერთ წარმატებულ, გამოცდილ და სატაბილურ ბრენდად ითვლება. მისი  თითოეული ასოციაცია ეს დაკაშრებული იქნება შეფუთვასთან, ფერთან, წარწერასთან თუ სხვა მახასიათებლებთან მჭიდრო კავშირშია როგორც მომხმარებლებთან ასევე კომპანისათან და რაღა თქმა უნდა იწვევს დადებით ემოციებს. ბოჯომის დევიზია – „ბორჯომი დააბრუნებს ჰარმონიას“ .

 

ილონა ჯანჯღავა, ანი ფაჩულია, გიორგი შამოევი, ედვარდ მკრტიჩიანი
IBSU , მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროგრამები