ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – X

ავტორი: სანდრო მაისურაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

ეკონომიკა და ბრენდინგი საქართველოში

საქართველო, როგორც ასეთი პროგრესული მაკროეკონომიკური კონიუქტურის მქონე ქვეყანა არასდროს იყო, არც ახლაა და არც მომავალში იქნება. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა თუ საიდან ვიცი მე საქართველოს მომავალი. მომავალი აწმყოსთან ერთად კონტინიუმის ნაწილია. ის სწორედ აწმყოდან გამომდინარეობს, რადგან რა ხდება ახლა განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება მერე. ამის სუბსტანციურად გასაგებად მოდით შევხედოთ დღევანდელ საქართველოს. დღეს საქართველოში გვაქვს ძალიან სუსტი ეკონომიკა, დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი და სამომხმარებლო ფასების ინდექსი. სახეზე გვაქვს ციკლური და სტრუქტურული უმუშევრობა. ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობაც კი, რომ დაიკმაყოფილოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, აღარ მაქვს საუბარი ჰედონისტურ მისწრაფებებზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ან ცუდია და ან კარგი, რადგან ცუდი და კარგი სუბიექტური მცნებებია, ეკონომიკა კი ჩემი აზრით არა სუბიექტურად ან ობექტურად, არამედ პოზიტიურად და ნორმატიულად უნდა განვიხილოთ. თუ ასეა, მოდით მოვიცილოთ ყველანაირი ობსესია და ვიმსჯელოთ ეკონომიკაზე ექსპლიციტურად. დავსვათ კითხვა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მზარდი გახდეს? ამ კითხვაზე პასუხი ეკონომისტებისთვის მარტივია, კაპიტალის შემოდინება, ბუნებრივი რესურსები ან ტექნოლოგიური წარმოება. ახლა დავსვათ მეორე კითხვა, აქვს თუ არა საქართველოს კაპიტალის შემოდინების შესაძლებლობა ან გააჩნია თუ არა მას ბუნებრივი რესურსები ან ტექნოლოგიური წარმოება. ინდუქციურად თუ ვიმსჯელებთ და ფაქტებს დავეყრდნობით(რაც ლოგიკურია) საქართველოს არანაირი ტექნოლოგიური წარმოება და რესურსი არ გააჩნია განვითარებისთვის(საუბარი მაქვს ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე). რაც შეეხება კაპიტალის შემოდინებას, ეს კიდევ უფრო უტრირებულია. რატომ? იმისთვის,რომ ინვესტორმა გადაწყვიტოს ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთება და ბიზნესის წამოწყება ამისთვის სახელმწიფომ უნდა შეუქმნას რელევანტური პირობები. საქართველო გარე ინვესტორებს ამ პირობებს ვერ უქმნის ახლა და ვერც მომავალში შეუქმნის და ეს მთავრობის ბრალი საერთოდ არაა. მოდით განვიხილოთ თუ რატომ? ბიზნესის ფორმატში რომ ვთქვათ, კარგი მენეჯერი შედეგს ვერ დადებს თუ მას კომპეტენტური დასაქმებულები არ ჰყავს. ზუსტად ასეთი სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. ხალხი აპოგეურად გაუნათლებელია, ქართველი ხალხის გაუნათლებობას ამტკიცებს არა მხოლოდ ფაქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში არამედ სტატისტიკური შედეგებიც. სტატისტიკის თანახმად საქართველო განათლების დონით ტოპ 78 სახელმწიფოშიც არ შედის. (News, 2020). ასეთი ფუქსავატი ხალხი ატარებს აქციებს და მთავრობას ადანაშაულებს ყველაფერში. ცხადია მათთვის პოზიტიური რეალობის აღიარება თვითდემორალიზაციაა და შესაბამისად რეალობას ნორმატიულად აღიქვამენ(ანუ ისე როგორც უნდა იყოს და არა ისე თუ როგორ არის). თუმცა რეალობა ეს ისეთი ფენომენია, რომელსაც ვერ გავექცევით. ხალხი წინააღმდეგია მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაზე,რის გარეშეც წარმოება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ეკონომიკა მიწის, შრომისა და კაპიტალის ხარჯზე იქმნება(აქ თუ იფიქრებთ მიაქირავონო, გეტყვით, რომ ბევრ ბიზნესმენს არ უღირს ქირაობა).ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს არა რაციონალურად არამედ პატრიოტულად, რაც საბოლოოდ მათ ანარჩუნებინებს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად ანელებს ეკონომიკურ ზრდას.ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს დემოკრატიულად, რაზეც ქვემოთ გესაუბრებით. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა კავშირშია საქართველოს ეკონომიკური კონიუქტურა ბრენდინგთან. საქმე იმაშია,რომ თუ ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდა, მაშინ ვერც ბრენდინგი მოიკიდებს ფეხს ქვეყანაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ბრენდინგი, აუცილებელია, რომ საწყის ეტაპზე კოორდინირება მოვახდინოთ ეკონომიკაზე. მაგრამ თუ ქართველმა ხალხმა განაგრძო დემოკრატიისა და პატრიოტიზმისკენ სწრაფვა, ეს პირდაპირ ქვეყნის რეგრესული განვითარების საწყისი ფუნდამენტი გახდება. მოდით ვნახოთ რატომ. პატრიოტიზმზე უკვე ვისაუბრე და ახლა მოდით ქართული დემოკრატიის ნეგატიურ მხარეებზე ვისაუბროთ. აქ საჭიროა ჩავატაროთ აქსიომატური ანალიზი. საწყის ფუნდამენტურ აქსიომად ავიღოთ ზემოთ აღნიშნული ფაქტი- ქართველი ხალხი უდავოდ გაუნათლებელია. მოდით გავყვეთ დედუქციურად მსჯელობას. თუ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, ხალხი(ქართველები) კი გაუნათლებელია გამოდის, რომ ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური, პოპულისტი ავანტიურისტები, რომლებიც არათუ განავითარებენ, არამედ საბოლოოდ მოახდენენ ქვეყნის დესტაბილიზაციას, დეგრადაციას და საბოლოოდ დესტრუქციას. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სახელმწიფო ეკონომიკური და მარკეტინგული მიმართულებით განვითარდეს ამისთვის საჭიროა სხვა მმართველობის ფორმა. მაგალითად გენიოკრატია ან დიქტატურა. ცხადია, აქ ლიბერალ-დემოკრატები ანტიპათიურად განეწყობიან და დაიწყებენ საუბარს დისკრიმინაციაზე, სტიგმატიზირებაზე, არაჰუმანურ მეთოდებსა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების დესკრიფციაზე. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ დემოკრატია სხვა ქვეყნებში მუშაობს იმიტომ, რომ ხალხი ძალიან განათლებულია. აქ კი დღესდღეობით სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ორი იმბეცილის აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ერთი ჭკვიანის, რადგან მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ასეთია. შესაბამისად უნდა ავირჩიოთ ან დიქტატურა-სადაც კომპეტენტურ, ერუდირებულ და რესპექტაბელურ ადამიანს მივცემთ მართვის სადავეებს, ან უნდა ავირჩიოთ გენიოკრატია, სადაც ქვეყნის მართვას ინტელექტუალები დაიწყებენ და ტრივიალურ ხალხს მათთან შედარებით არავითარი უფლება არ ექნებათ. ასეთია ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა განვითარდეს ბრენდინგი საქართველოში. ახლა კი მოდით ნაკლებად კონტროვერსიალურ სახითხზე გადავიდეთ და ვისაუბროთ საქართველოს წამყვან კომპანიებსა და ავთენტურ სფეროებზე.

 

მეღვინეობა საქართველოში

მეღვინეობა გახლავთ კვების მრეწველობის დარგი, რომელიც,როგორც იცით დაკავებულია ღვინის წარმოებით. საქართველოში ეს დარგი საკმაოდ განვითარებულია და დიდი ყურადღებაც ეთმობა მას. ათასწლეულების განმავლობაში, საქართველოში იხვეწებოდა ღვინის შექმნის ხელოვნება და დღეს ქართული მეღვინეობა მსოფლიოშია განთქმული.

როგორც Business.org.ge ამბობს, საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მეღვინეობის რეგიონებია: კახეთი, ქართლი, იმერეთი,აჭარა, გურია და მესხეთი.

კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) – კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი.

ქართლი (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი) – ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია საქართველოში, რომელიც ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი.

იმერეთი (ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი) – იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა.

რაჭა-ლეჩხუმი (რაჭა, ლეჩხუმი) – რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური.

შავი ზღვის სანაპირო ზონა (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი) – გურია-სამეგრელო გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა. აფხაზური ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ.

მესხეთი – მესხეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება.მესხეთი მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული მხარეა საქართველოში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა სწორედ მესხური წარმოშობის იყოს უძველესი ქართული ჯიშები საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ.

ჯიშებიდან გამოიყოფა წითელყურძნიანი და თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები. პირველ მათგანს მიეკუთვნება საფერავი, თავკვერი, საფერავი ბუდეშურისებური, ალექსანდროული, მუჯურეთული და სხვა. თეთრყურძნიანი ჯიშის კატეგორიაში კი ერთიანდება რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, ჩინური, გურული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა და კრახუნა. (business.org.ge, 2018)

მიუხედავად იმისა, რომ აპრიორია ის, რომ ქართული ღვინო ერთ-ერთი უნიკალური ღვინოა მსოფლიოში, უბრალო პატრიოტული, უტრირებული ნარატივი იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართული ღვინო 5 საუკეთესო ღვინის ქვეყნებში შედის. ვიცი, რომ თუ მკითხველში ვინმე ქართული ღვინის მოყვარულია(ასეთი რა თქმა უნდა იქნება) ჩემს ნათქვამს მათი მხრიდან დემარში მოჰყვება. საბედნიეროდ ჯერ არც ერთ კოლიზიაში არ დავმარცხებულვარ და არც აქ ვაპირებ. თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა, მაშინ ალბათ არაფერი გაგიგიათ Adrianna Vineyard-ის, Screaming Eagle-ის ან masseto-სა და სხვა მართლაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოების შესახებ მსოფლიოში. შესაბამისად ექსპრესიული აგრესია, რომელიც თქვენს გონებაში კითხვის დროს აღიძრა გამოწვეულია არა ობიექტური რეალობის პერცეფციით,გონებაში კოდირებითა და დეკოდირებით, არამედ ობსესიით, ობსესია კი ირაციონალური აღქმით იქმნება. თუ მსგავსი დედუქციას კუმულატიურ ეფექტით გავყვებით, გამოდის, რომ თქვენ ამ საკითხს ირაციონალურად აანალიზებთ, ირაციონალური ანალიზი კი უკვე ლაფსუსია.

ალბათ ის მაინც არ არის კონტროვერსიალური, რომ ქართული ღვინის მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობა ამ მდგომარეობას გამოასწორებდა. ხოლო იმისთვის, რომ მსოფლიომ ქართული ღვინო უკეთ გაიცნოს აუცილებელია, რომ ქვეყანაში განვავითაროთ ღვინის ბრენდინგი.

 

როგორ განვავითაროთ ღვინის ბრენდინგი?

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ როგორ უნდა განვავითაროთ ღვინის ბრენდინგი? ვინც ზემოთ ბრენდინგის შესახებ ყველაფერი საფუძვლიანად გაიაზრა ის ალბათ უკვე მიხვდებოდა ამ პრობლემის გამოსავალს, თუმცა ვინც ვერა, ამას მე აგიხსნით.

ღვინის ბრენდინგის განვითარებისთვის ყურადღება უნდა მიექცეს სამ ფუნდამენტურ დეტალს. ესენია: ბოთლის გარეგნობა, ონლაინ არხები და ექსპრესიული(თუნდაც უტოპიური) ისტორია ღვინის ვენახების შესახებ.

ბოთლის გარეგნობა:ღვინის მწარმოებლებმა უნდა იფიქრონ თავიანთი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე, როგორც მინი-ბილბორდზე, რომლის მიზანია მათი ღვინის გაყიდვა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოგო და აღწერა იმისა, თუ რა არის ბოთლის შიგნით. ეს არის პირველი, რასაც პოტენციური მსმელები შეამჩნევენ.

ონლაინ არხები:იქნება ეს თქვენი ვებსაიტი, სოციალური მედიის არხები ან პროფილი ვებსაიტზე, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენ გადმოსცემთ ეფექტიან გზავნილს და დიზაინს. ღვინო კომპლექსური ინდუსტრიაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ბრენდის იმიჯი, რომელსაც ხალხი პატივს სცემს და დაიმახსოვრებს. რათა ისტორიით მოიპოვოთ ნდობა, ანუ ის პერცეფცია, რომელიც თქვენს მიზანს წარმოადგენს.

ექსპრესიული ისტორია ღვინის ვენახების შესახებ: მიუხედავად იმისა, რომ ვარ პათოსის უკიდურესად მოწინააღმდეგე, ვფიქრობ, რომ ღვინის ინდუსტრიაში ისეთი ისტორია უნდა შეიქმნას თქვენი ღვინისა და ვენახების შესახებ, რომ მომხმარებელს ეს გონებაში გაუჯდეს.