ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – XI
ავტორი: სანდრო მაისურაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველოს წამყვანი ბრენდები
როდესაც მესმის სიტყვები „ქართული“ და „ბრენდი“ ერთად, ჩემთვის ცოტა არარელევანტურად ჟღერს, რადგან ქართველები ბრენდინგს ინდიფერენტულად უყურებენ. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბრენდინგი ჯერ კიდევ ვერ განვითარდა სათანადო დონეზე საქართველოში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს ბრენდები, რომლებმაც შეძლეს და საკუთარი სახელი ყველას გააგონეს.
ეს ბრენდებია: ნატახტარი, ბარამბო, ზედაზენი, ციქოლია,არქი ჯგუფი, აქსისი, europabet, crocobet, betlive, ბორჯომი, და სხვა…
ვერ გეტყვით, რომ ამ ბრენდებმა სახელი ხარისხით, გამორჩეული ბრენდინგით ან უნიკალური რეკლამებით გაითქვეს,თუ რელაციური კუთხით შევაფასებთ მათი მარკეტინგი ახლოსაც ვერ მივა უცხოური ქვეყნების მარკეტინგთან, თუმცა ის რაც მათ შექმნეს არის ისტორია და კონკურენტუნარიანობა. ხოლო ქართველი უტილისტი ხალხისთვის ეს ყოველივეც საკმარისია პროდუქტისა თუ მომსახურების შესაძენად, რადგან ქართველი ერი არ წარმოადგენს ეგზისტენციალურ სოცილოგიას(რა თქმა უნდა ყველაზე საუბარი არ მაქვს).
დასკვნა
ამ ინფორმაციის აკუმულირებით იმის ფიქსაცია მსურს, რომ საქართველოში ბრენდინგის კუთხით კოლოსარული პრობლემაა და განვითარებას საჭიროებს, თუმცა სანამ ბრენდინგს მივხედავთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე ჯერ ეკონომიკაა გასაძლიერებელი, ეკონომიკის გაძლიერებას კი დემოკრატიით ან პატრიოტიზმით საქართველოში ვერ შევძლებთ, რადგან ერთიც და მეორეც ისეთ ქვეყნებში მუშაობს, სადაც ხალხის დისკურსული ცნობიერება სათანადო ნიშნულზეა. ხოლო ვინაიდან და რადგანაც საქართველოში ასე არაა, საჭიროა ამის მაკიაველისტურად შექმნა. მაკიაველისტური და სხვა რესპექტაბელური დოქტრინების ეკლექტიკით შესაძლებელია ეს ქვეყანა არა ფიქციურად და დემაგოგიურად, არამედ რეალურად განვითარდეს. ეკონომიკური კონიუქტურის განვითარება კი პირდაპირპროპორციულად შეუწყობს ხელს ბრენდინგის განვითარებას. ხოლო მაშინ როდესაც ბრენდინგი განვითარდება, Georgia მსოფლიოსთვის არა მხოლოდ ამერიკის შტატის ასოციაციას გამოიწვევს, არამედ კაცობრიობას გაახსენებს საქართველოსაც, რომელიც კავკასიაში მდებარეობს და კი არ არსებობს, არამედ ფუნქციონირებს კიდეც და გეოპოლიტიკურ ასპარეზზეც მნიშვნელოვანი ადგილიც უჭირავს.
გამოყენებული წყაროები
business.org.ge. (2018 წლის 26 june). მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში. მოპოვებული business.org.ge: http://business.org.ge/meghvineoba-mevenakheobis-regionebi-da-ghvinis-jishebi-saqartveloshi/-დან
News, U. (2020). Best Countries for Education. მოპოვებული U.S news: https://www.usnews.com/news/best-countries/best-countries-for-education?slide=6-დან