ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – II
ავტორი: სანდრო მაისურაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი
ბრენდინგის ტიპები
სანამ უშუალოდ ბრენდინგის ტიპებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია,რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ბრენდინგი, ბრენდი და ბრენდის იდენტობა.დავიწყოთ ბრენდით. ბრენდი არის პიროვნულობა, რომელიც შექმნილია მიზნობრივ სეგმენტთან სპეციფიკური გზით დასაკავშირებლად. ხშირად ის გამოიყენება კერძო კომპანიების განსახილველად. ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს ბრენდი: სამთავრობო ორგანიზაციას,სკოლას, კლუბს, და ა.შ. ბრენდი არის კონკრეტული კომპანიის ღირებულებებისა და წარმოდგენების კრებული.
ახლა შევადაროთ ბრენდი ბრენდინგს. ბრენდისგან განსხვავებით, ბრენდინგი არის მიზანმიმართული არჩევანის სერია, რომელსაც თქვენ აკეთებთ თქვენი ბრენდის მსოფლიოსათვის გასაცნობად. თუ ბრენდი არის თქვენს მიმართ მიზნობრივი სეგმენტის პერცეფცია, ბრენდინგი არის ის, თუ როგორ წარმართავთ ამ პერცეფციას. რადგანაც ბრენდი და ბრენდინგი უკვე განვიხილეთ, მოდით გადავიდეთ ბრენდის იდენტურობაზე. ბრენდის იდენტურობა არის დიზაინის არჩევანის ერთობლიობა, რომელსაც კომპანია აკეთებს რაიმეს ბრენდინგისას.რა გაგახსენდათ პირველი სიტყვა დიზაინის წაკითხვისას? სავარაუდოდ ფერები. თუ თქვენი ბრენდინგი მოიცავს თბილ პასტელურ ფერებს, თქვენი ბრენდის იდენტურობა განმარტავს კონკრეტულ შეფერილობას ფერთა პალიტრაში, ასე რომ ყველა დიზაინერმა, რომელთანაც მუშაობთ, იცის რა ფერები უნდა დაიცვას თანმიმდევრული იერსახისთვის.თუმცა გარდა ფერებისა, ბრენდის იდენტურობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თქვენი შრიფტის არჩევანი, გრაფიკის ტიპები, რომელსაც იყენებთ, თქვენი ლოგო (და მისი ვარიაციები) და თქვენი copy voice(ანუ ის, თუ როგორ აჟღერებთ რეკლამას ბროშურას ან ვებგვერდს ნარატივის საშუალებით). თქვენი ბრენდის იდენტურობა წარმოადგენს კონფიგურაციასა და ჰაბიტუსს, რომელსაც თქვენ იყენებთ თქვენი ბრენდინგის სტრატეგიაში.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ბრენდინგის ტიპების შესწავლაზე. ბრენდინგის მსგავსი დიფერენციაცია დაგვეხმარება, რომ დავდოთ უფრო რელევანტური კონსექვენტი ამ კონცეფციის შესახებ. ბრენდინგის უამრავი ტიპი არსებობს და მათგან 8 ტიპს ყველაზე ხშირად იყენებენ, ესენია:
- პერსონალური ბრენდინგი
- პროდუქტის ბრენდინგი
- სერვისის ბრენდინგი
- საცალო ბრენდინგი
- კულტურული და გეოგრაფიული ბრენდინგი
- კორპორატიული ბრენდინგი
- ონლაინ ბრენდინგი
- ხაზგარეშე ბრენდინგი
რადგანაც მათი დისპოზიცია უკვე მოვახდინეთ, მოდით გადავიდეთ თითოეულის ცალ-ცალკე განხილვაზე.
პერსონალური ბრენდინგი
პერსონალური ბრენდინგი არის ბრენდინგი,რომელიც ქმნის საზოგადოებრივ პერსონას, რომელიც ზუსტად აცნობებს ყველაფერს თქვენს მიზნობრივ სეგმენტს თქვენი კომპანიის შესახებ. პერსონალური ბრენდინგი ხდება,როგორც სოციალურ მედიაში და ისე რეალურ სივრცეშიც, სადაც პერსონის მიერ მაპროვოცირებელმა საშუალებებმა შეიძლება მასიური გავლენა მოახდინოს მიზნობრივ სეგმენტის აღქმაზე კომპანიის შესახებ. პერსონალური ბრენდინგის საკმაოდ უპრიანი მაგალითია ეთოსის ტიპის რეკლამები.ვინც არ იცით ეთოსი ანუ ეთიკური რეკლამა მიზნად ისახავს მომხმარებლებში სანდოობის მოპოვებას, ამ დროს ბრენდი ძირითადად პოპულარული პიროვნების იმიჯს იყენებს, რათა მომხმარებლებში სანდოობა გაზარდოს, რადგან თუ თქვენთვის პატივსაცემი ადამიანი იტყვის, რომ პროდუქტი კარგია ეს თქვენშიც ბიჰევიორისტულ სტიმულს გამოიწვევს კლასიკური განპირობებიდან გამომდინარე და სანდოობის ალბათობაც გაიზრდება(ეთოსში შედის პოლიტიკური რეკლამებიც).
აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული კონტრაპოზიციებიც პერსონალურ ბრენდინგთან დაკავშირებით. გარკვეული ხალხი ფიქრობს, რომ ადამიანების ისე გამოყენება, როგორც „ბრენდი“ არ შეიძლება და ამას ხსნიან იმით, რომ ადამიანი ადამიანია და არა ბრენდი. მსგავსი კონტრაპოზიციები საბოლოოდ ქმნის ამ კონტროვერსიალური საკითხების კოლიზიას. ზემოთ ვახსენე, რომ ამ ნაშრომში შეხვდებოდით კრიტიკას და აი ისიც!!! მოდით დავამტკიცოთ, რომ ამ ადამიანების მოსაზრება ინდუქციური დისონანსია. დავიწყოთ იმით, რომ თეზისი იმ შემთხვევაში ითვლება დამტკიცებულად თუ თვითონ მსჯელობა არ შეიცავს ლოგიკის ფორმალურ ან არაფორმალურ შეცდომებს და თუ ის აგებულია აზროვნების კანონებთან კონვერგენციაში. ახლა კი დავაკვირდეთ ასეთი ადამიანების მოსაზრებას. დიახ, მათ აზროვნებაში ქაოტური დისონანსია. რატომ? ამას მე დაგიმტკიცებთ. მათ მსჯელობაში იკვეთება ლოგიკის არაფორმალური შეცდომა, კერძოდ მანკიერი წრის შეცდომა, რაც ითვალისწინებს იმას,რომ თეზისის დასაბუთების პროცესში თავად თეზისს იყენებენ წინამძღვრად(ადამიანი იმიტომ არ უნდა იყოს ბრენდი, რომ ის ადამიანია). გარდა ამ შეცდომისა, ასევე ექსპლიციტურად გამოიკვეთა ისიც, რომ მათი მსჯელობა არ არის კონვერგენციულ დამოკიდებულებაში აზროვნების საკმაო საფუძვლის კანონთანაც, რომლის თანახმად ბჭობის პროცესში ყოველი დასაბუთება უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის არგუმენტებს. მგონი უკვე დავამტკიცეთ, რომ ამ ადამიანების მსჯელობა იდიოტიზმის აპოგეაა, თუმცა მოდით ახლა მე ჩემი მსჯელობით დავამტკიცებ ჭეშმარიტებას. პერსონალური ბრენდინგი დეონტიკურად დაშვებული, ალეთიკურად შესაძლებელი და აუცილებელია, რადგან ზრდის მოგებას და როგორც ზემოთ ვახსენე ბიზნესის წარმმართველი ფილოსოფიაც გამოდის. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ ბიზნესი მეტი რენტაბელურობით აფუნქციონიროთ უბრალოდ არ მოუსმინოთ ასეთ დაუსაბუთებელ და არაფუნდამენტურ აზრებს, იყავით პრაგმატისტები და გახსოვდეთ, რომ მთავარი მოგებაა და თუ მოგება თქვენც გსურთ, მაშინ გამოიყენეთ პოპულარული ადამიანების იმიჯი თქვენი კომერციული მიზნებისთვის, რათა შექმნათ პერსონალური ბრენდინგი.
პროდუქტის ბრენდინგი
პროდუქტის ბრენდინგი არის კონკრეტული პროდუქტის ბრენდინგის მოქმედება. ისევე, როგორც პერსონალური ბრენდინგი გულისხმობს კომპანიისთვის საჯარო ლექსიკისა და ესთეტიკის დამკვიდრებას, პროდუქტის ბრენდინგიც აყალიბებს იმას, თუ როგორ აღიქვამს სამყარო თქვენს პროდუქტს. პროდუქტის ბრენდინგის მიზანია დაუკავშიროთ სწორი აუდიტორია თქვენს პროდუქტს.რას ნიშნავს სწორი აუდიტორია?