ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – III
ავტორი: სანდრო მაისურაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი
მომხმარებლის ავატარი
არსებობს კონკრეტული ტიპის მყიდველი – ასევე ცნობილი როგორც მომხმარებლის ავატარი – რომელიც პასუხისმგებელია თქვენი გაყიდვების უმეტესობაზე.მარკეტინგში, ჩვენ ვიყენებთ ავატარს, რათა ვიპოვოთ ჩვენი იდეალური მომხმარებლები ან კლიენტები. ეს არის მცდელობა,განვსაზღვროთ ბიზნესისთვის საუკეთესო, ყველაზე მომგებიანი პერსპექტივები. პროდუქტის გააზრებული და დეტერმინისტული ბრენდინგის საშუალებით შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, თუ ვინ შეესაბამება ამ მომხმარებლის ავატარს.
როგორ შევქმნათ პროდუქტის ბრენდინგი?
რადგანაც მომხმარებლის ავატარის რაობა უკვე გავიაზრეთ, მოდით გავაგრძელოთ უშუალოდ პროდუქტის ბრენდინგზე საუბარი. გარდა ზემოთ მოყვანილი დეფინიციისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროდუქტის ბრენდინგი გულისხმობს ბრენდინგის სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას, ლოგოებისა და დიზაინის არჩევიდან თქვენი ბრენდის სახელისა და copy voice-ის დადგენამდე. ბრენდის მოცემული ელემენტები საშუალებას გაძლევთ ხელი შეუწყოთ თქვენი პროდუქციის სუბსტანციურ იდეას და გაზარდოთ თქვენი ინდუსტრიის ავტორიტეტი.
როგორ შექმნათ პროდუქტის ბრენდინგი? მოდით მივყვეთ კონსისტენტურად. სანამ დაიწყებთ თქვენი პროდუქტის ბრენდის შექმნას, თქვენ უნდა გამოყოთ გარკვეული დრო თქვენი ბაზრების შესასწავლად და სეგმენტირების დასადგენად. ჯერ დაიწყეთ თქვენი კონკურენტების კვლევით. დააკვირდით მათ აუდიტორიას, მარკეტინგულ ტაქტიკას, რომელსაც ისინი იყენებენ და პროდუქტებს, რომლებსაც ისინი შეიმუშავებენ იმისათვის, რომ გაიგონ მეტი თქვენი ინდუსტრიის შესახებ. იმის ნაცვლად, რომ გადააკოპიროთ მათი ტაქტიკა, გამოავლინეთ ხარვეზები მათ ფუნქციონირებაში,მოახდინეთ მათი კორექტირება და გამოიყენეთ თქვენს მიერ განახლებული სტრატეგია და კონკურენტების შეცდომები, როგორც თქვენი მიზნის მისაღწევად, ისე კონკურენტების დესტრუქციისა და განადგურებისთვის. შემდეგ გამოიკვლიეთ თქვენი მიზნობრივი სეგმენტი. ჩაატარეთ მომხმარებელთა გამოკითხვა, გაესაუბრეთ მომხმარებლებს, დაურეკეთ მათ, შექმენით სოციალური მედიის გამოკითხვები და თვალყური ადევნეთ მათ კომენტარებსა და დისკუსიებს. ეს არის ის, თუ როგორ შეიტყობთ უფრო მეტს მათი საჭიროებების შესახებ და შექმნით საიმედო მყიდველ პერსონალს ე.წ მომხმარებელთა ავატარს, რომელიც დაგეხმარებათ. ბოლოს კი გამოიყენეთ ეს დასკვნები თქვენი პროდუქტის ბრენდინგის პროცესებზე.
როგორ შევურჩიოთ პროდუქტს სახელი
ამ დასკვნების გარდა კაუზალურად აუცილებელია პროდუქტისთვის სახელის რელევანტურად შერჩევა. მოდით გავიაროთ რას ითვალისწინებს სახელის შერჩევა.პროდუქტის სახელის არჩევა გადამწყვეტია თქვენი წარმატებისთვის. ამ პროცესისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს თქვენი სახელი. ამიტომ ის უნდა იყოს მარტივი, ძლიერი და დასამახსოვრებელი. დღესდღეობით ზოგიერთი ბიზნესი პროდუქტსა და ბრენდს ერთსა და იმავე სახელს არქმევს. ეს კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კარგად ჩამოყალიბებული ბრენდი ხართ და გსურთ გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი თქვენი პროდუქტის პოზიციონირების გასაძლიერებლად.მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ შექმნათ ახალი სახელი თქვენი პროდუქტისთვის, აქ არის რამოდენიმე გასათვალისწინებელი პრეფერენცია.ესენია: აღწერითი სახელები,პროდუქტის ასოციაციური სახელები, დევიანტური სახელები და ნეოლოგიკური სახელები.
აღწერითი პროდუქტის სახელები არის ის, რაც აღწერს თქვენი პროდუქტის მიზანს, როგორიცაა Cryptal(კრიპტოვალუტის ბირჟა საქართველოში).
პროდუქტის ასოციაციური სახელები, როგორც წესი, არარსებული სიტყვებია, რომლებიც აღწერს თქვენი პროდუქტის გამოყენებას. მაგალითისთვის – Facebook.
გადახრილი პროდუქტის სახელები არის სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც არ არის დაკავშირებული პროდუქტის დანიშნულებასთან. მაგალითად როგორც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბრენდი Apple-ი.
პროდუქტის ნეოლოგიკური სახელები, როგორც წესი, სიტყვებისგან არაა შექმნილი და არ აქვთ კავშირი პროდუქტთან, მაგალითად Kodak.
გაითვალისწინეთ, რომ სახელის დარქმევა უნდა მოხდეს იმის მიხედვით თუ რა სახის ბაზარზე ოპერირებს თქვენი ბიზნესი. ყველა ბაზრისთვის სხვადასხვა ტიპის სახელის შერჩევის მეთოდია მიღებული, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც მეცნიერულად აგიხსნით. თუ თქვენ არ იცით, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ტრიანგულაციური მეთოდების ნაერთით რეზონანსული სახელის შერჩევა, მე მაინც ასოციაციურ სახელებს გირჩევთ. რატომ? რა თქმა უნდა ამაზეც მაქვს პასუხი. ფსიქოლოგიაში, კერძოდ მეხსიერების ცნობიერების დოქტრინაში არსებობს უნებლიე მეხსიერების ერთ-ერთი ფორმა სახელად ასოციაციური მეხსიერება, ეს არის ორ მოვლენას შორის ისეთი კავშირი, როდესაც ერთის აღქმას ან წარმოდგენას უნებლიედ და დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე, მასთან დაკავშირებული წარმოდგენის ამოტივტივება. ასოციაციური სახელები პირდაპირ კავშირშია ასოციაციურ მეხსიერებასთან და თუ ასოციაციური მეხსიერება აღქმასა და წარმოდგენის ურთიერთკავშირზეა აგებული მაშინ ვფიქრობ, რომ თქვენი მომხმარებლის პერცეფციაზე ყველაზე უფრო დიდ გავლენას სწორედ ასოციაციური სახელები მოახდენენ.