ბრენდინგი და მისი განვითარება საქართველოში – VII
ავტორი:სანდრო მაისურაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ონლაინ ბრენდინგი
ონლაინ ბრენდინგი განისაზღვრება, როგორც ბრენდის მენეჯმენტის ტექნიკა, რომელიც იყენებს ონლაინ არხებს, როგორც მძლავრ მედიას ბრენდის სამიზნე ბაზარზე პოზიციონირებისთვის. მას სხვანაირად ინტერნეტ ბრენდინგს ან ონლაინ მარკეტინგსაც უწოდებენ.
ონლაინ ბრენდინგი ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც ციფრულ-ცენტრული მეთოდი ბრენდის არსებობისა და კონვერტაციის განვითარებისთვის. ონლაინ პლატფორმის წინსვლასთან ერთად, ინტერნეტ მარკეტინგის არხები გახდა ონლაინ იდენტობის გაფართოების შესაძლებლობა. ის იყენებს საძიებო ან სოციალურ პლატფორმებს ბიზნესის გასაზრდელად. როგორ? ამას მე აგიხსნით.
როგორ იყენებენ კომპანიები საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას?(SEO)
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ იყენებენ საძიებო ან სოციალურ პლატფორმებს ბიზნესები საკუთარი ბრენდინგის პროგრესირებისთვის, აუცილებელია, რომ შევეხოთ ისეთ თანამედროვე და უკვე ფუნდამენტურად დამკვიდრებულ მარკეტინგის კონცეფციას, რომელსაც ციფრული მარკეტინგი ეწოდება.ციფრული მარკეტინგი, რომელსაც ონლაინ მარკეტინგსაც უწოდებენ, არის ბრენდების პოპულარიზაცია პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ინტერნეტისა და ციფრული კომუნიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით. ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი კომპონენტი SEO,ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გახლავთ. რას წარმოადგენს საძიებო სისტემა? საძიებო სისტემა ანუ როგორც მას უწოდებენ Search engine გახლავთ სპეციალიზებული პროგრამული სისტემა. ამ სისტემას გააჩნია ინტერნეტში მაძიებელი Spider-ები და Robot-ები. ამ Spider-ებისა და Robot-ების წყალობით ახორციელებს ინტერნეტში ვებ-გვერდის ძებნას და ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შენახვას საძიებო სისტემა. ამ პროცესს კი ინდექსირება ეწოდება.მოდით უფრო სკრუპულოზურად ჩავწვდეთ SEO-ს სუბსტანციას.როდესაც მომხმარებელი ცდილობს კომპანიის ვებ-გვერდზე გადასვლას, ის ძირითად შემთხვევაში რომელიმე საძიებო სისტემას იყენებს(Google-ს, Yandex-ს ან სხვას), შესაბამისად რაც უფრო ოპტიმალურ ადგილასაა ვებ-გვერდი საძიებო სისტემაში, მით უფრო მეტი მომხმარებელი ესტუმრება მას. სწორედ ამაზეა აგებული საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. სამყაროში მილიარდობით ადამიანია და შესაბამისად საძიებო სისტემასაც ყოველდღიურად უამრავი შეკითხვის გადამუშავება უწევს. ამისთვის საძიებო სისტემა ახდენს ინდექსირებას და შემდეგ მომხმარებელს სავარაუდო ვებ-გვერდების სიას უჩვენებს. ბიზნესმენები ცდილობენ, რომ მათი კომპანიის ვებ-გვერდი საძიებო სისტემაში რაც შეიძლება ადვილად მოსაძებნი იყოს მომხმარებლებისთვის და ამისთვის დიდი შრომაც უწევთ. როგორია SEO სტრატეგია? მოდით განვიხილოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბიზნესმენებს უწევთ ფიქრი, თუ როგორ დაიკავოს მათი კომპანიების ვებ-გვერდებმა Yahoo-ს,Bing-ის, Google-ის და სხვა საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიცია. თუმცა საქმე არც თუ ისე მარტივადაა. შეგახსენებთ, რომ ასეთ საძიებო სისტემებს გააჩნიათ გარკვეული კრიტერიუმები და შეფასების ალგორითმის მკაცრი სისტემები. თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის პოზიცია დამოკიდებულია პირველ რიგში Keyword-ებზე. Keyword არის რომელიმე კონკრეტული კომპანიის საძიებო სიტყვა. შესაბამისად იმისთვის, რომ ვებ-გვერდმა უკეთესი პოზიცია საძიებო სისტემაში, აუცილებელია იცნობდეთ თქვენი პოტენციური მომხმარებლების სეგმენტს ძალიან კარგად, რათა იცოდეთ რა Keyword-ით მოძებნის ის თქვენი კომპანიის ვებ-გვერდს. შეიძლება პოპულალური Keyword-ი შეარჩიოთ იმ მიზეზით, რომ პოპულარულ Keyword-ს მეტი ადამიანი იყენებს და შესაბამისად თქვენც გეგონოთ,რომ მეტი მომხმარებელი გეყოლებათ, თუმცა ეს ასე არაა, პოპულარულ Keyword-ს ნამდვილად ბევრი ადამიანი მოძებნის საძიებო სისტემაში, თუმცა კონკურენციაც იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გააბათილებს თქვენს მოლოდინებს. ასე, რომ პირადად მე კრეატიულ, თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ Keyword-ს გირჩევთ. გარდა Keyword-ებისა ვებ-გვერდის პოზიცია დაკავშირებულია თვითონ საიტის ფორმატიულობასთან(რამდენად პასუხობს თქვენი საიტი მომხმარებელთა მოთხოვნას საძიებო სისტემაში) და ასევე იმასთან თუ რამდენად განახლებადია კონტენტი, რომელსაც კომპანია ქმნის.
ფოტო 12 SEO
ონლაინ ბრენდინგის ძირითადი მიზნები
არ აქვს მნიშვნელობა რა არის ბიზნესის სპეციალიზაცია, ინტერნეტი შეიძლება იყოს მომგებიანი ყველა ნიშისთვის. კომპანიების უმეტესობამ აირჩია საკუთარი ბრენდების გაფართოება ონლაინ იდენტიფიკაციის გზით. ინტერნეტ ბრენდინგის კამპანიის შექმნის ძირითადი მიზნებია:
- ბრენდის ისტორიის შექმნა და გაზიარება
- სამიზნე მომხმარებელთა ბაზის იდენტიფიცირება
- ბრენდის ცნობადობის ოპტიმიზაცია
- დიალოგის აგება სამიზნე აუდიტორიასთან
- ბრენდის ღირებულების წინადადების შექმნა და გაზიარება
- წვდომის გაფართოება, წამყვანი თაობების გაძლიერება და გაყიდვების გაზრდა
ონლაინ ბრენდინგის ძირითადი ფაქტორები
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ბრენდინგი უკვე ფუნდამენტურად განვიხილეთ, ცნობილი ფაქტია, რომ ონლაინ ბრენდინგის მიმართულებით ბრენდებს ძალიან უჭირთ ადაპტირება, რადგან თვითონ ციფრული მარკეტინგის მიმართულებაა ახალი. ამიტომ გადავწყვიტე ონლაინ ბრენდინგი კიდევ უფრო დეტალიზებულად განვიხილო.
მოდით ჩამოვთვალოთ და შემდგომ განვსაზღვროთ ონლაინ ბრენდინგის ძირითადი ფაქტორები. ესენია:მომხმარებლები, ბრენდის იდენტურობა, კონკურენტები, ონლაინ შეტყობინებები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა,რელევანტური HR მენეჯმენტი და პროდუქტ/სერვისი.
მომხმარებლები – ინტერნეტში ბრენდინგი იწყება მომხმარებლით და მომხმარებლებითვე მთავრდება. მომხმარებლების განსაზღვრა ანუ სეგმენტირება ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ ბრენდინგისთვის, რათა შეიქმნას ამ მომხმარებლებისთვის რელევანტური მარკეტინგული სტრატეგია ეფექტიანობის გასაზრდელად. მე გირჩევთ, რომ მოახდინეთ მრავალმხრივი, დიფერენცირებული, მულტიფუნქციური სეგმენტირება. მსგავსი სეგმენტირება უფრო ეფექტიანია, რადგან თქვენ იღებთ მეტ ინფორმაციას თქვენი პოტენციური მომხმარებლების შესახებ. მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია კი ჩათვალეთ, რომ თქვენი აქტივია.
ბრენდის იდენტურობა – ბრენდინგი, როგორც ზემოთ ვახსენე ასოცირდება ბრენდის იდენტობასთან. შესაბამისად, ბრენდინგის სხვადასხვა ვიზუალური ელემენტები, როგორიცაა ლოგო, თეგლაინები და ა.შ. გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბრენდის რეზონანსის შექმნაში სამიზნე აუდიტორიასთან.
კონკურენტები – კონკურენტების ანალიზი აუცილებელია არა მხოლოდ ინტერნეტში არამედ ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებისთვის. მათი შეცდომებით, რომლებიც ონლაინ სივრცეში დაუშვეს, შეგიძლიათ ისარგებლოთ და ზუსტად იმ წერტილში დაარტყათ, სადაც ყველაზე მეტი ლაფსუსი აქვთ. ამ დისბალანსით შემდგომ შეგიძლიათ მოახდინოთ მათი პოპულარიზაციის შემცირება(თუნდაც აგრესიული მარკეტინგით), დეგრადირება, დესტრუქცია და საბოლოოდ მათი ელიმინაცია ბაზრიდან. ხოლო როგორც მოგეხსენებათ ნაკლები კონკურენტი და შესაბამისად მომხმარებლებისთვის ნაკლები ალტერნატივა თქვენი პროდუქციისა თუ მომსახურების მაღალი ფასის ეკვივალენტურია. მაღალი ფასი კი მოთხოვნა მიწოდების მრუდის გათვალისწინებით მეტი მოგების წინაპირობაა. დაიმახსოვრეთ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის შემთხვევაშიც მიზანი ამართლებს საშუალებას!!! ეს მიზანი კი ბაზარზე პირველობაა.
ონლაინ შეტყობინებები – როგორ უზიარებს ბრენდი თავის შეტყობინებებს თავის მომხმარებლებს ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ ბრენდინგის კამპანიებში. მესიჯმა მხარი უნდა დაუჭიროს ბრენდის ხედვას, პროდუქტს, მომსახურებას და მომხმარებლის ღირებულებას.ბრენდინგში ონლაინ შეტყობინებების ერთ-ერთი მაგალითია ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულება, E-mail მარკეტინგი. E-mail მარკეტინგი გახლავთ ციფრული მარკეტინგის კომპონენტთაგან უძველესი. პირველ რიგში მინდა ჩვეულებრივი E-mail მარკეტინგი და არასასურველი E-mail მარკეტინგი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ამ ორი მარკეტინგის ერთმანეთისგან დივერგენცია უნდა შეგვეძლოს, რადგან ისინი ერთი შეხედვით მსგავსი, მაგრამ შედეგიანობის თვალსაზრისით ერთმანეთის უკუპროპორციული მარკეტინგებია, ამას მოგვიანებით აგიხსნით,მანამდე კი უშუალოდ ჩვეულებრივ E-mail მარკეტინგზე ვისაუბრებთ. ელექტრონული ფოსტა ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, მისი წყალობით შესაძლებელია უშუალოდ თქვენს კომპანიაზე მორგებული, პოტენციური მომხმარებლების სეგმენტისა და პარტნიორების მოძებნა, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა თქვენ ელექტრონული ფოსტა უამრავ სხვა შესაძლებლობასაც გიხსნით, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ რამდენი გაგზავნილი წერილი იქნა წაკითხული(რასაც კონვერტაციას ვეძახით ელექტრონულ კომერციაში), მიღებული და ასევე რა რეაქცია მოჰყვა თქვენს გზავნილს პოტენციური მომხმარებლის სეგმენტსა თუ პარტნიორებთან.
მდებარეობა – ეს არის გადაწყვეტილების მიღება, თუ სად უნდა დაფუძნდეს თქვენი ბიზნესი, გააანალიზოთ სად ცხოვრობს აუდიტორია, რა ენაზე საუბრობენ და ა.შ. მდებარეობის სპეციფიკური დეტალები არის ბრენდინგის კამპანიების გადამწყვეტი ფაქტორი, ის აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს გეოგრაფიული სეგმენტირებიდან.
რელევანტური HR მენეჯმენტი– ამ ფაქტორში იგულისხმება ის, რომ სწორად უნდა იქნას შერჩეული ბიზნესის მმართველობის სისტემა, რათა დამსაქმებლის მიერ ოპტიმალურად იქნას მართული დასაქმებულების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. დაიმახსოვრეთ, ნებისმიერ ავთენტურ მაგრამ გაუთვალისწინებლად გავრცელებულ ნარატივს(იქნება ეს დეფამაციური თუ კომპრომეტიული ხასიათის) შეუძლია, რომ მომხმარებელთა პერცეფცია შეცვალოს.ხოლო ასეთი ინფორმაცია შეიძლება თავად დასაქმებულმაც გაგივრცელოთ. ამიტომ მენეჯმენტის მართვის სკოლებიდან მე პირადად მეცნიერული მართვის სკოლისა და ადმინისტრაციული(კლასიკური) სკოლის კომბინირებულ მოდელს გირჩევთ, რომელიც მოიცავს მართვის შემდეგ პრინციპებს: ავტორიტარული ერთმმართველობა, წესრიგი, იერარქია, დისციპლინა,ბიუროკრატია. მსგავს მართვის სტილში იშვიათია იდეათა დისონანსი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე გადაწყვეტილებებს ერთი პირი იღებს.ასევე ეს მმართველობა შიშზეა აგებული, ხოლო შიში კი, როგორც რობერტ პლუჩიკის ემოციათა იერარქიის თეორიიდან ვიცით, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა.შიშზე აგებული სტრუქტურა კი მათ მართვას აადვილებს.
ადამიანების პარადიგმებიდან გამომდინარე ოპტიმალურად გამომდის ბიჰევიორისტული ანალიზი და დარწმუნებული ვარ ლიბერალები, რომლებსაც გონებაში მხოლოდ ადამიანის უფლებები უტრიალებთ აქ შემომედავებიან და დაიწყებენ ეჯაილსა და დემოკრატიაზე საუბარს.მოდით მე გავცემ მათ ვალიდურ პასუხს. რატომ ავტორიტარული მმართველობა, მეცნიერული მართვის და ადმინისტრაციული სკოლები და არა ეჯაილი ან ადამიანური ურთიერთობების სკოლა? ეჯაილი გულისხმობს ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების აღიარებას და თანამშრომლების მიმართ თანასწორობას სამართლიანობას და ნაკლებ იერარქიულობას და ბიუროკრატიას. მოდით დავფიქრდეთ, ერთი შეხედვით ნამდვილად საჭიროა თანამშრომლებზე ინფორმაციის ცოდნა, მაგრამ უღირს კი კომპანიის მმართველს ამდენი დათმობის შედეგად მიაღწიოს კომპანიაში თანასწორობას და ეფექტიანობას, რა თქმა უნდა არა თუ ის ჭეშმარიტი მატერიალისტივით ან ჰედონისტივით მსჯელობს, რადგან ეჯაილი პირდაპირ გულისხმობს კომპანიის მმართველის დამატებითი უზურპაციული პრივილეგიების შემცირებას. სურს კი მმართველს პრივილეგიების შემცირება თავის მიერ დაარსებულ კომპანიაში მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებთან მეტი კომუნიკაცია დაამყაროს და ამ ყველაფრის შედეგად ეფექტიანობას მიაღწიოს? რა თქმა უნდა პრივილეგიების შემცირება,რისკების გამო, არც ერთ მმართველს არ აწყობს. შესაბამისად არაა საჭირო ეჯაილი, როდესაც შეიძლება, რომ კომპანიაში მოვახდინოთ თანამშრომლების ქცევაზე დაკვირვება პერსპექტიული კვლევით და ქცევის მიხედვით ჩატარებული დაკვირვების შემდეგ მოვახდინოთ დაკვირვების ანალიზი. მოვახდინოთ კონფოუნდინგის არსებობის მაქსიმალური გამორიცხვა დამატებითი ინფორმაციის აკუმულირებით,რათა მაქსიმალურად ვალიდური აღმოჩნდეს ჩვენი დასკვნა. შემდეგ შეგვიძლია ქცევის ანალიზის სფეროში ჩატარებული კვლევები კუმულატიურ ეფექტს დავამყაროთ,რადგან ამ ეფექტის თანახმად ყოველი მომდევნო კვლევა გამომდინარეობს წინა კვლევის შედეგებიდან. ამგვარი ანალიზით შეგვიძლია გამოვააშკარავოთ მმართველის მიმართ მეტად ერთგული თანამშრომლები, შემდეგ გავფილტროთ ისინი მათივე ატრიბუციებით და კოვარიაციის პრინციპით,ხოლო საბოლოოდ გამოვავლინოთ ყველაზე ერთგული თანამშრომელი. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია მოვახდინოთ ამ თანამშრომლის მოტივაცია ან მუქარა სამსახურიდან დათხოვნაზე და შედეგად მაინც ყველაფერი გავიგოთ თანამშრომლებზე მისგან ყველანაირი პრივილეგიების შემცირების გარეშე. ალბათ მკითხავთ კანონის დაცვაო? ამაზე მარტივი პასუხი არსებობს. კანონი მხოლოდ სასამართლოზეა აქსიომა, თქვენც ნუ მიიყვანთ საქმეს სასამართლომდე. იმოქმედეთ ეფემერულად და ლატენტურად, ამავდროულად ყველა რისკის განსაზღვრით და დაიცავით თქვენი ბრენდის სახელი და თქვენი პრივილეგიები ერთდროულად.რისკებისგან თავის ასარიდებლად გირჩევთ სამსახურში აიყვანოთ მატერიალისტები და გადაუხადოთ მათ საშუალოზე მაღალი ხელფასი. ასეთი ადამიანები უფრო მეტად მატერიალურ რესურსზე, ფულზე იქნებიან ორიენტირებულნი და ყველა თქვენს ბრძანებასა თუ მოთხოვნას კონფორმისტულად შეხედავენ.
ალბათ გაიფიქრებთ, რომ დღესდღეობით შეუძლებელია მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება ორგანიზაციაში, რადგან დემოკრატიაა გამეფებული. ამაზე ორგვარად გიპასუხებთ. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის(საქართველოს) ეკონომიკურად დაბალი ზრდის ტემპი, მშპ-ს სიმცირე ერთ სულ მოსახლეზე, ინფლაცია, ციკლური და სტრუქტურული უმუშევრობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ასე შემდეგ ხელს უწყობს ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რადგან მასლოუს იერარქიული პირამიდის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია ხალხის დიდი ნაწილი კი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებსაც კი ვერ იკმაყოფილებს,შესაბამისად საშუალო ხელფასი საქართველოში ძალიან დაბალია,რაც ხელს არ შეგვიშლის შედარებით მაღალი ხელფასის გადახდაში. ხოლო პატივისცემის მოთხოვნილება მეორე ადგილას დგას, შესაბამისად თავმოყვარეობა აქ ცოტა დივერგენციულ დამოკიდებულებაშია და ხალხი მაინც დასაქმდება ასეთი მმართველობის კომპანიაში შედარებით მაღალი ანაზღაურების ხარჯზეც. დიახ ეჯაილი დემოკრატიას ერგება, მაგრამ როგორც უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის უძლიერესი ფიურერი და პიროვნება, რომელმაც დედამიწა ააზანზარა და მისი დაჩოქება სცადა, ანუ როგორც ჩვენთვის კარგად ცნობილი ადოლფ ჰიტლერი იტყოდა-„დემოკრატია სისტემაა, სადაც ორი სულელის აზრი ერთი ჭკვიანის აზრზე უფრო მნიშვნელოვანია. ინდივიდთა ავტორიტეტის უარყოფით და მასზე მასის გაბატონებით პარლამენტური სისტემა ძირს უთხრის ბუნებაში არსებულ, არისტოკრატიზმის პრინციპს!!!“
მეტიც შემიძლია ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ნაშრომი ეთმობა ბრენდინგს და არა მენეჯმენტს.
*პროდუქტი ან სერვისი – აქ იგულისხმება, ცხადია, პროდუქტისა და სერვისის ხარისხი, რომელიც გაყიდვების სპონტანურ პრომოციას გამოიწვევდა ინტერნეტში.