ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა – ბაო 2022

მარკეტინგის სახლი აცხადებს ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას (ბაო – 2022) სტუდენტებს შორის

ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. გამოავლინოს მათი ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდის აუდიტის პროცესებს. სტუდენტებს, რომლებმაც შეისწავლეს ბრენდის მართვის მეტად რთული კურსი, ბ ა ო-2022 დავალებას აძლევს გაანალიზონ ბრენდები და ამავე დროს განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

  1. ბრენდის ელემენტები, ფასი , ფასწარმოქმნის სტრატეგია
  2. ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია
  3. ბრენდის რეზონანსის სტრატეგია
  4. ფასეულობით დაცვით მიწოდების ჯაჭვის განხორციელება
  5. სეგმენტირება, თარგეთინგი , პოზიციონირება და დიფერენცირება
  6. ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია , ბაზ მარკეტინგი, და სხვა
  7. ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა
  8. ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა
  9. ქვეყნის როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი
  10. ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება
  11. რა ღირს თქვენი ბრენდი ის რომ გაჰყიდოთ იგი ვთქვათ ქარხნისაგან, მაღაზიისაგან, ფაბრიკისაგან, სასტუმროსაგან განცალკევებით
  12. კვლევები ბრენდინგის განსახორციელებლად
  13. ბრენდის მიმართ მომხმარებლების ცნობიერება , ცოდნა , მგრძნობელობა და ქმედებები
  14. თქვენი მიგნებები
  15. რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს ბრენდმა თქვენს მიერ არჩეულმა 2022 წელს და მომავალ წლებში

ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ ბრენდის აუდიტის ესე რომელიც უნდა იყოს word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით.

ესე უნდა ეხებოდეს საქართველოში მომქმედ საერთაშორისო ან ქართულ ბრენდს, უმჯობესია განხილული იყოს სრულიად ქართული ბრენდები!!!

 

ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის ჟიურის წევრები იქნებიან:

კახაბერ ჯაყელი – IBSU, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

ნინო ჯინჯოლავა – IBSU, მარკეტოლოგი, მოწვეული ლექტორი ბრენდინგის მიმართულებით

ბრენდის აუდიტის შესახებ ოლიმპიადა გამარჯვებულებს გამოავლენს 2022 წლის 22 იანვრიდან, ნაშრომები იქნება წარმოდგენილი 12 იანვრამდე სტუდენტების მიერ.

გთხოვთ ნაშრომები დროულად გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრო ფოსტაზე:

kdjakeli@ibsu.edu.ge

 

მარკეტინგის სახლი და ბ ა ო-2022 გისურვებთ წარმატებულ მარკეტინგულ-ანალიტიკურ საქმიანობას ძვირფასო მონაწილენო.