ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის (ბაო – 2022)
ანგარიში
ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა სტუდენტებს აძლევს მოტივაციას გამოავლინონ მათი ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნან საქართველოში ბრენდის აუდიტის პროცესებს.
ბაო-2022 ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ დავალება შეექმნათ და გადმოეგზავნათ ესე ბრენდების შესახებ, სადაც ეს ბრენდები იქნებოდნენ გაანალიზებული წინასწარ განსაზღვრული პრინციპების დაცვით. განსაკუთრებით წახალისებული იყო სრულიად ქართული ბრენდების შესახებ შექმნილი ესეები.
ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა გამოუგზავნეს ბაო-ს რედკოლეგიას ბრენდის აუდიტის ესეები, რომლებიც შესწავლილი და გაანალიზებული იქნენ ბაო-2022-ის ჟიურის წევრების მიერ.
ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის ჟიურის წევრები არიან:
- კახაბერ ჯაყელი
- ნინო ჯინჯოლავა
ბრენდის აუდიტის შესახებ ოლიმპიადამ გამარჯვებულები გამოავლენინა 2022 წლის 30 იანვარს.
ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის პირველი ადგილი მიენიჭა ორ მონაწილეს, რადგანაც მათ მიერ შექმნილი ნაშრომები იყო თანაბარი სიძ₾იერის. შესაბისად ჟიურიმ გადაწვიტა ორივე მონაწილესათვის მიენიჭებინა ბაო-2022-ის ჩემპიონის დამსახურებული წოდება.
ბაო 2022 -ის გამარჯვებულად და პირველი ადგილის მფლობელად დასახლედნენ :
- სანდრო მაისურაძე (IBSU) ესესათვის : “წისქვილი ჯგუფი – ბრენდის აუდიტი“ – 100 ქულა
- მარიამ თვარაძე (IBSU) ესესათვის : „სუხიშვილები – ბრენდის აუდიტი“ – 100 ქულა
ბაო 2022 -ის მეორე ადგილის მფლობელები არიან:
- ალინა აკობაშვილი და მარიამ თოფურია (ორივე IBSU), ესესათვის : „გორგია – ბრენდის აუდიტი“ .
ბაო 2022 -ის მესამე ადგილი მოიპოვეს
- ლიზი ბუაჩიძემ და ანი ზოზირაშვილმა (ორივე IBSU), ესესათვის : „მეამა – ბრენდის აუდიტი“ .
ბაო -2022 გამარჯვებულებს და მონაწილეებს გაეცემათ შესაბამისი რანგის სერთიფიკატები. მარკეტინგის სახლი დიდ მადლობას უხდის ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო ბაო-2022 -ში.
მარკეტინგის სახლი და ბ ა ო-2022 გისურვებთ წარმატებულ მარკეტინგულ-ანალიტიკურ საქმიანობას ძვირფასო მონაწილენო.
მარკეტინგის სახლის რედკოლეგია
30.01.2022