ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა – ბაო 2023
2022 წლის 1 ნოემბერს მარკეტინგის სახლი იწყებს ბრენდის აუდიტის ოლიმპიადას (ბაო–2023) სტუდენტებს შორის, რომელიც დამთავრდება ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენით 2023 წლის 15 იანვარს.
ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. ბაო-2023 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდინგის შესწავლას. სტუდენტებს, რომლებმაც შეისწავლეს ბრენდის დაგეგმვის, ბაზარზე იმპლემენტირების და მართვის მეტად რთული კურსი, ბაო-2023 დავალებას აძლევს გაანალიზონ ბრენდები და ამავე დროს განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
- ბრენდის მთავარი ფასეულობების სელექცია სტრატეგიულ ბრენდინგის საწყის ეტაპზე;
- ბრენდის ელემენტების მოძიების სტრატეგია
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია;
- ბრენდის რეზონანსის სტრატეგია;
- ფასეულობით დაცვით ბრენდის მიწოდების ჯაჭვის განხორციელება;
- ბრენდის სახელის შერჩევა, გმირები, აზრი, მორფემები და სხვა;
- სეგმენტირება, თარგეთინგი, პოზიციონირება და დიფერენცირება;
- ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი, პირდაპირი მარკეტინგი, პრომოცია, ბაზ-მარკეტინგი, და სხვა;
- ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა;
- ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა;
- ქვეყნის, როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი;
- ბრენდის კაპიტალის მენეჯმენტისა და მისი გაზომვის სისტემების გამოყენება;
- კვლევები ბრენდინგის განსახორციელებლად;
- ბრენდის მიმართ მომხმარებლების ცნობიერება, ცოდნა , მგრძნობელობა და ქმედებები;
- რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს ბრენდმა 2023 წელს და მომავალ წლებში.
2022 წლის 31 დეკემბრის, 12 საათამდე, ამ საკითხების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ ბრენდის აუდიტის ესე, რომელიც შექმნილი უნდა იყოს: word document, 12 შრიფტით, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სტილის (APA style) დაცვით. უნდა იქნეს მითითებული ნაშრომის წყაროები და ბიბლიოგრაფია.