ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა ბაო-2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
უკვე მესამე წელია, რაც საერთაშორისო პლატფორმა მარკეტინგის სახლი (https://www.marketinghouse.ge ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის https://gemamarketing.com/ მხარდაჭერით ახორციელებს მარკეტინგულ ოლიმპიადებს. ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. ბაო-2023 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა მოწინავე ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდინგის შესწავლას.
შესაბამისად ჯილდო, რომელიც გამარჯვებულს უნდა გადაეცეს სახელდებულია როგორც:
I ადგილი – ჩემპიონის სტატუსი და ბრენდინგის ოქროს სერთიფიკატი;
II ადგილი – ბრენდინგის ვერცხლის სერთიფიკატი;
III ადგილი – ბრენდინგის ბრინჯაოს სერთიფიკატი.
ბაო-2023 დაიწყო 2022 წლის 1 ნოემბერს. განისაზღვრა ოლიმპიადის კრიტერიუმები და პრინციპები. 2022 წლის 31 დეკემბრის 12 საათამდე დამთავრებული ფინალური ნაშრომები იქნა მიღებული ბაო-2023-ის საორგანიზაციო საბჭოში.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი: ბაო-2023 ჩემპიონის წოდება და ბრენდინგის ოქროს სერთიფიკატი გაიყვეს ორმა გუნდმა, რომლებშიც არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები:
- სანდრო მაისურაძე და ლევან ფარცვანია, ნაშრომისათვის – “Warner Bros. Pictures – DARKER BUT REALISTIC“ ,
- ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე, “Askaneli Brothers 1880 – ავთენტურობა ომიდან მოდის”. ორივე ნაშრომი უნიკალური და ბრენდინგის შესახებ თანამედროვე ცოდნის გამამდიდრებელია. ავტორები ფლობენ ანალიტიკური კვლევის მეთოდებს. ისინი ბრენდის ამბასადორებიც არიან. მოქმედებდე პრინციპით „გიყვარდეს შენი ბრენდი რათა შეაყვარო მსმენელს“, სწორედ ამ ავტორებზე არის ნათქვამი. ამიტომაც აღტაცებით ვულოცავთ მათ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალი გამარჯვების მოპოვებას მომავალში!
II ადგილი: ბრენდინგის ვერცხლის სერთიფიკატი გაიყვეს ორმა გუნდმა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს:
- იაკობ ჯანგავაძე, ლანა ჯალაღონია, ნაშრომისათვის – TOYOTA,
- ლევან ხარაიძე, ნათია მირველაშვილი, ნაშრომისათვის – FRIXX.
III ადგილი: ბრენდინგის ბრინჯაოს სერთიფიკატი განაწილდა შემდეგ გუნდებს შორის:
- ანა დოთიაშვილი, ნაშრომისათვის Giovanni Morra,
- ჩეკურიშვილი მერი და დამენია მარიამი, ნაშრომისათვის „იგრძენი მომავალი-საქართველოს ბანკი“.
გისურვებთ დიდი წარმატებას და ბედნიერ არდადაგებს!!!
მარკეტინგის სახლის რედკოლეგია
ქართულ – ევროპული მარკეტინგული ასოციაცია
2023 წელი, 15 იანვარი