ბრენდის აუდიტის ოლიმპიადა ბაო-2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო პლატფორმა მარკეტინგის სახლი (https://www.marketinghouse.ge ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის https://gemamarketing.com/ მხარდაჭერით ახორციელებს მარკეტინგულ ოლიმპიადებს. ბრენდის აუდიტის ოლიმპიადის მისიაა, ქართველ სტუდენტებს მოტივაცია მისცეს მომავალი განვითარებისათვის. ბაო-2024 -ის მიზანია გამოავლინოს სტუდენტთა მოწინავე ცოდნა ბრენდის მართვის კანონების მიმართ და ასევე გზა გაუხსნას საქართველოში ბრენდინგის შესწავლას.
შესაბამისად ჯილდო, რომელიც გამარჯვებულს უნდა გადაეცეს სახელდებულია როგორც:
I ადგილი – ჩემპიონის სტატუსი და ბრენდინგის ოქროს სერთიფიკატი;
II ადგილი – ბრენდინგის ვერცხლის სერთიფიკატი;
III ადგილი – ბრენდინგის ბრინჯაოს სერთიფიკატი.
ბაო-2024 დაიწყო 2023 წლის 1 ნოემბერს. განისაზღვრა ოლიმპიადის კრიტერიუმები და პრინციპები. 2024 წლის 8 იანვრის 12 საათამდე დამთავრებული ფინალური ნაშრომები იქნა მიღებული ბაო-2024-ის საორგანიზაციო საბჭოში.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი: ბაო-2023 ჩემპიონის წოდება და ბრენდინგის ოქროს სერთიფიკატი გაიყვეს ორმა გუნდმა, რომლებშიც არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები:
მარიამ ჯიქიძე და ანა კიკნაძე, ნაშრომისათვის: სიდიადისაკენ გადადგმული დიდებული ნაბიჯი: Adidas-ის ბრენდის ყოვლისმომცველი აუდიტი!
ლიზა არქანია, იოსებ ნებიერიძე, ნაშრომისათვის: კომპანია ,,VERSACE”
II ადგილი: ბრენდინგის ვერცხლის სერთიფიკატი გაიყვეს ოთხმა გუნდმა, რომლებიც ასევე წარმოადგენენ შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს:
ირინა მედულაშვილი & მარიამ გნოლიძე, ნაშრომისათვის: ბრენდი „მეამა“
მალხაზ აფციაური, ნაშრომისათვის: „მილდიანი“
საბა მოსიაშვილი და ნუგზარ ლობჟანიძე ნაშრომისათვის, Google-ის ბრენდი
სოფიკო სუხაშვილი და მარიამ მჭედლური ნაშრომისათვის, „ ეფლი, ტექნიკური გიგანტი“
III ადგილი: ბრენდინგის ბრინჯაოს სერთიფიკატი განაწილდა შემდეგ სტუდენტებს შორის:
მარიამ ურჩუხიშვილი;
ქრისტინა ჭითანავა & თეა კალანდარიშვილი
სალომე გრიგოლია.
გისურვებთ დიდი წარმატებას და ბედნიერ არდადაგებს!!!
პროფესორი კახაბერ ჯაყელი და მარკეტინგის სახლის რედკოლეგია
ქართულ – ევროპული მარკეტინგული ასოციაცია
2024 წელი, 20 იანვარი