ბრენდის პიროვნული მახასიათებლებიდან მოხმარებლის გემოვნებამდე
თუკი ვკითხავთ ნებისმიერ ადამიანს რას ანიჭებენ კონკრეტული ბრენდის შერჩვისას უპირატესობას, უამრავ განსხვავებულ პასუხს მოისმენთ. გასაკვირი არც არის, რომ ადამიანები განვითარებასთან ერთად ახალ უნარ-ჩვევებს იძენენ და განსხავებული თვალით აფასებენ სამყაროს. ეცვლებათ გემოვნება, ხასიათი და ყოველივე ეს კი გვიბიძგებს ბაზარზე არსებული პროდუქციის მრავალფეროვნებისაკენ.
საინტერესოა, რა ახდენს მოხმარებლის გემოვნებაზე, მათ ქცევაზე ზეგავლენას? რა განაპირობებს ბრენდის მახასიათებლებს? როგორ შევარჩიოთ თითოეული მათგანის პიროვნული თვისებები? დიახ, სწორედ მოგესმათ ბრენდსაც გააჩნია პიროვნული მახასიათებები.
ჩნდება კითხვა, როგორ განსვასხვაოთ მათი პიროვნული მახასიათებლები? ეს ერთი შეხედვით საკმაოდ რთული კითხვაა და ბევრ მსჯელობას მოითხოვს, თუმცა მიზანი ერთია, სწორად ჩავატაროთ თვისობრივი მარკეტინგული კვლევა, რაც გულისხმობს მომხმარებელთა ინტერესების, მათი ქცევის, ფასეულობათა სისტემის შესწავალას.
დღეს, 21-ე, საუკუნეში ქართულ ბაზარზე ბრენდების მრავალფეროვან ასორტიმენტს ვხვედებით, როგორ დავყოთ ისინი სხვადასხა კატეგორიებად, კერძოდ რა პრინციპით გამოვარჩიოთ მასში შემდეგი თვისებები:
- გულწრფელობა
- აღელვებულობა
- კომპეტენტურობა
- დახვეწილობა
- სიმკაცრე
ეს თვისებები განვიხილოთ შემდეგი ქართული პროდუქციის მაგალითზე: ზარაფხანა, ნიკორა, მანნა, გურიელი, ორი ნაბიჯი, სპარი, კარფური, გუდვილი, მადა, ტკბილი ქვეყანა, ფაბრიკა, ზანდუკელი და დეგუსტო.
საჭიროა ჩავატაროთ აღწერითი მარკეტინგიული კვლევა და შევსწავლოთ თითოეული მომხმარებლის ქცევა აღნიშნული პროდუქციის ყიდვისას, ვინაიდან მომხმარებელი ბაზრის მთავარი სამიზნეა.
ჩვენ ჩავატარეთ თვისობრივი მარკეტინგული კვლევა, გამოვკითხეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ერთგული და გულწრფელი მომხმარებლები არიან ზემოთ აღნიშნული ბრენდების. მათ მოგვახსენეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფაქტორების შესახებ, რას ფიქრობენ და როგორ ურთიერთთანამშრომლობენ ისინი. ამ ყველაფრის მარტივად აღსაქმელად მოდი გავაანალიზოთ თითეული მყიდველის მოსაზრება:
რომელ მაღაზიათა ქსელს მიიჩნევთ ყველაზე გულწრფელ და კომპეტენტურს?
გარკვეული თვალსაზრისით, შედეგს არც გავუკვირვებივართ, ვინაიდან, ჩვენ, როგორც მომხმარებლები გულწრფელობისა და კომპეტენტურობის თვალსაზრისით უპირატესობას ვანიჭებთ ნიკორას, ორი ნაბიჯის, სპარის, გუდვილისა და კარფურის პროდუქციას.
ბაზრის გვიჩვენა, რომ თითოეულ მაღაზიათა ქსელს ჰყავს ერთგული მომხმარებელი, კერძოდ, გამოკითხულთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს კარფურის მაღაზითა ქსელს.
,,კარფური“, როგორც ბრენდი, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით. მართლაც შთამბეჭდავია, რომ კარფურის ქსელში მომხმარებელს 40 000-მდე სახეობის პროდუქტის შეძენის საშუალება ეძლევა. აღსანიშნავია, რომ კარფურის პროდუქცია განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა.
- პროდუქციის ძირითადი ინგრედიენტების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
- უშუალოდ პროდუქტის ხარისხი: იქნება ეს გემო, წარმოება, ხელოვნური დანამატების არარსებობა, კვებითი ღირებულების ყურადღებით განხილვა და ა.შ.
- პროდუქტის უსაფრთხოება, რადგან „კარფურის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი შემოწმებულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქციისათვის ინგრედიენტები მთელი მსოფლიოდან შემოდის, ძირითადად ევროპიდან, წყაროების და ხარისხის მკაცრად მითითებებით.
Carrefour Bio ასორტიმენტი, გთავაზობთ ორგანულ პროდუქტებს, რომლის წარმოებაც ბრენდმა 1997 წელს დაიწყო, დამატებითი მავნე ქიმიკატების გამოყენების გარეშე.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ქონაა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც კარფურია, იგი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ის ზრუნავს გარემოზე, ასევე გვთავაზობს EcoPlanet-ის ასორტიმენტს.
ვინაიდან ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მომხმარებლის გემოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა, კარფური ასევე ზრუნავს მათზე, ვისაც დიაბეტი, გლუტენის ან ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს და სთავაზობს მათ პროდუქტებს შაქრის გარეშე, ან შაქრის მცირე შემცველობით და სხვა ჯანსაღ ალტერნატივებს.
ხოლო „კარფურის“ მიზანი უცვლელი რჩება. მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე. სწორედ ამიტომ იგი გვთავაზობს უამრავ ფასდაკლებებსა და აქციებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარფურის მაღაზიათა ქსელს არაფრით ჩამოუვარდება ,,გუდვილი”, რომელიც პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით.,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. თუმცა კარფურის მაღაზიათა ქსელი უფრო დიდი რაოდენობის მომხმარებელი ყავს და უფრო მასიურია, ამიტომ მეორე ადგილს გუდვილის სუპერმარკეტი იკავებს.
რესპოდენთა უმრავლესობამ ასევე ისაუბრა აღნიშნული სუპერმარკეტების უარყოფით მახასიათებლებზე, კერძოდ, კარფური და გუდვილი ერთ-ერთი დაბალფასიანი და მრავალფეროვანია მაღაზიათა ქსელია, თუმცა მის უარყოფით ფაქტორად მიაჩნიათ საკმაოდ გრძელი რიგები სალაროსთან, რაც ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელია.
მესამე ადგილზე ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელი იკავებს.
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
“2 ნაბიჯი” ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 2 000-მდე თანამშრომელს ითვლის.
ერთ-ერთი რესპოდენტის აზრით, ორი ნაბიჯის დადებით მხარედ გვევლინება ყველაზე დაბალი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.
” პირადად ჩემთვის სასიამოვნოა ორ ნაბიჯში პროდუქტის შეძენა, ვინაიდან მხვდება ძალიან კარგი, სასიამოვნო და ყირადღებიანი გარემო. ასევევ მსურს აღვნიშნო, ხელმისაწვდომი ფასებიც ისეთ პროდუქციაზე, როგირცაა ყოველდღიური მოხმარების პრიდუქტები. რა თქმა უნდა,მაღაზიას აქვს როგორც 2 დღიანი, ასევე 1 კვირიანი აქციები, რაც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზებას ითვალისწინებს.”
აღსანიშნავია, რომ მყიდველები ორი ნაბიჯის დადებით მხარედ ასახელებენ ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას. ” სუპერმარკეტი ყველაზე ახლოს მდებარე უბნის მაღაზიაა, რაც ჩევნი ტრანსპორტირების ხარჯებისა და დროის დანაზოგს ნიშნავ
ხოლო უარყოფითი მხარე რის გამოც ის მესამე ადგილზეა გახლავთ შემდეგი:
რასაც მომხმარებელი აღნიშნავს ერთ-ერთ ფილიალში: ” დამლაგებელ რატომ არ გყავთ, მოლარე ალაგებს, პრდუქტს გაწვდის, იატაკს წმენდს და ელოდები სალაროსთან როდის მორჩება ამა ყველაფერს.“, მომხმარებელი ამით კომპეტენტურობას კარგავს.
მეოთხე ადგილს კი ნიკორა იკავებს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნული მაღაზიათა ქსელებს, ვინაიდან “ნიკორა სუპერმარკეტი” ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მაშტაბით. „ნიკორა სუპერმარკეტის“ მთავარი მიზანია -განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება, ასევე აღსანიშნავია, რომ მას აქვს დასაქმებულთა მაღალი კოეფიციენტი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 5000-ს გადააჭარბა.
უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები -“ნიკორა სუპერმარკეტის” მთავარი უპირატესობაა, თუმცა ერთ-ერთი უარყოფითი რის გამოც მომხმარებელი მას მეოთხე ადგილზე აყენებს გახლავთ შედარებით მაღალი ფასები, პროდუქციაზე, თუმცა უდავოა, რომ მას უამრავი აქცია აქვს და ამით მომსმარებლის სანდოობას განაპირობებს.
რაც შეეხება მეხუთე ადგილს, მას სპარის მაღაზიათა ქსელი იკავებს სპარი, მომხმარეელზე მორგებული მაღაზიათა ქსელია. მისი უმთავრესი ფილოსოფია მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მოლოდინის გამართლებაა.
კომპანიის მისიაა: უზრუნველყოფს მრავალფეროვან არჩევანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სასურველ დროს და ადგილას.
კომპანიის ხედვა: იყოს ყველაზე საიმედო კომპანია თანამშრომლებისათვის, სანდო მომხმარებლებისათვის, ანგარიშგასაწევი კონკურენტებისათვის.
თუმცა ერთ-ერთი უარყოფითი თვისება, რაც მომხმარებელმა აღნიშნა იყო ის, რომ მათ ხშირად გაუცრუვდათ იმედი პროდუქციის გულწრფელობის მახასიათებლის მხრივ, ვინაიდან, რესპოდენტები ადასტურებენ, რომ მათ რამდენჯერმე აღმოაჩინეს მათ პროდუქციაში ვადაგასული ასორტიმენტი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ფაქტს კატეგოერიულად არ ეთანხმება და თვლის, რომ სპარი საკმაოდ ხელმისაწვდომი სუპერმარკეტია ფასების და აქციების მხრივ. ასევე, ერთ-ერთ უარყოფით თვისებად მათ მაიჩნიათ მომსახურე პერსონალი, რომელიც განაპირობებს მომხმარებლის უკმაყოფილებას.
მომხმარებლებში აღელვებულობა გამოიწვია ჩაი ,,მანნამ“ და,,გურიელმა“.
ჩაი „მანნა“ საქართველოში, საგურამოში არსებული საწარმო და კომპანიაა, რომელიც ბაზარს ქართული ნატურალური ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. წარმოებაში ხორციელდება ბიო ჩაისა და ბიო მცენარეებისგან სხვადასხვა ჩაისა და ბუკეტების შექმნა და დაფასოება, სანელებლებისა და ჩირის წარმოება.
ჩაი,,გურიელი“ 2010 წარსდგა ქართულ ბაზარზე. ეს კომპანია აწარმოებს უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე, უმაღლესი ხარისხის ჩაის. ყველა მის პროდუქტს აქვს გამორჩეული გემო და არომატი, აგრეთვე ექსკლუზიური დიზაინი და შეფუთვა.
მომხმარბელმა ამ ორ ჩაის შორის არჩევანი გააკეთა მანნაზე და მას მომხმარებლის სიმპათია დაიმსახურა. მაგალითად მანნამ იცის რა მნიშვნელობა აქვს ქართველ მომწოდებლეთან ახლო და მჭიდრო კავშირის დამყარებას. ის აწარმოებს ნატურალური პროდუქციისგან დამზადებულ ხილის ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რაც მომხმარებლებში აღელვებასა და სიამოვნებას განაპირობებს.
ჩვენს რესპოდენტებს დავუსვით ასეთი კითხვა, რას გრძნობთ მანნას ჩაის დალევისას?
პასუხები იყო მრავალფეროვანი:
ერთ-ერთი რესპოტენტისგან, რომელიც ჩაის მოყვარულია და მრავალი სახის ჩაი აქვს გასინჯული, მანნას ჩაის ასეთი შეფასება მივიღეთ:
,,მანნას ჩაის უნიკალური თვისებების შესახებ, ხშირად მსმენია, თუმცა მისი გასინჯვა ერთი სიამოვნებაა, მასში შერწყმულია არომატთა მრავალფეროვნება და გემოვნური თვისებებით აღსავსეა“, ბევრი ჩაი გამისინჯავს, მათ შორის გურიელიც, თუმცა მანნა ერთ-ერთი ლიდერია ჩემთვის. გურიელის ჩაიში, ვერ ვნახე ის თვისებები, რამაც შეიძლება მოხიბლოს ადამიანი, იგი ჩვეულებრივი ჩაია და არაფერ განსაკუთრებულს არ გვპირდება, მანნა კი სულ სხვაა… მართლაც ქართულია…“
აქედან გამომდინარე, კვლევამ დაგვანახა, რომ პირველ ადგილს უდავოდ მანნა იკავებს.
,,ტკბილი ქვეყნის“ და,,მარდატის“ პროდუქცია ასოცირდება გულწრფელობასთან და კომპეტენტურობასთან.
მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი კარგად იცნობს ტკბილი ქვეყნის პროდუქციას, რომელსაც დიდი ადგილი უკავია ქართულ ბაზარზე.
ის, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. “ტკბილი ქვეყანა”-მ დიდიხანია მომხმარებლისგან დამსახურებულად მოიპოვა სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის სახელი.
მას ხმათა უმარვლესობით არ ჩამოუვარდება საკონდიტრო მადარტი ლიდერი საკონდიტროა რეგიონში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ქმნის, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ ქართულ საკონდიტრო ნაწარმს: ტორტი, ნამცხვარი, ხაჭაპური. ეს პროდუქცია მომხმარებელში იწვევს აღელვებიულობას, სანდოობას და კომპეტენტურობას. მისი პროდუქცია ნამდვილად უდავო ლიდერია ბაზარზე.
ბრენდი, რომელიც ასოცირდება დახვეწილობასთან გახლავთ,,ზარაფხანა“.
,,ზარაფხანა“ ათლწეულების მანძილზე ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო კულტურას, სწორედ ამის გამო დღეს მისი სახელი დახვეწილ სტილთან, სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება. ერთი სიტყვით, აქ ნებისმიერ საიუვლირო მომსახურების გაწევაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე,,,ზარაფხანა“ გახლავთ ის ბრენდი რომელიც მომხმარებელში არა მარტო სანდოობას და კომპეტენტურობას იწვევს არამედ დახვეწილობას.
,,ლიმონათი ზანდუკელი“ გახლავთ ის პროდუქცია, რომელიც მომხმარებელში სანდოობას და კომპეტენტუროაბს განაპირობებს, ვინაიდან ის მომხმარებლისთვის საყვარელი სასმელია, ყველა სუფრის მასპინძელი არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც _ ინტერესი ამ ბრენდის მიმართ საკმაოდ მაღალია და მნიშვნელოვანი.
ფაბრიკა – გასართობი მულტიფუნქციური სივრცე ადგილობრივებისა თუ მოგზაურებისთვის, თბილისის ცენტრალურ უბანში. ადგილი სადაც ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია-სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება-ეს ფაქტები კი მოწმობს იმას, რომ ეს სივრცე განაპირობებს მომხმარებლის სანდოობას და კომპეტენტურობას, ვინაიდან, მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია მისი მომსახურებით. ასევე ის შეილება მომხმარებელში, რომელიც გარე გართობის მოყვარულია,შეიძლება იწვევდეს სიმკაცრესაც.
დეგუსტო-სწრაფი კვების ტიპის ობიექტი, რომელიც ორიენტირებულია ჯანსაღი საკვების წარმოებაზე, რაც შეიძლება დაბალ ფასად. ამჟამად დეგუსტოს აქვს 12 მოქმედი ფილიალი.დეგუსტოს მთავარი მიზანია რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის.
გამოკითხულმა მომხმარებელმა დეგუსტო შეაფასა, როგორც ბრენდი, რომლის პიროვნული მახასიათებელია სიმკაცრე. ჩვენი რესპოდენტები ამის მიზეზად შემდეგ ფაქტორს ასახელებენ: როდესაც უნდათ სწრაფი კვების ობიექტს ესტუმრონ ისინი უპირატესობას ანიჭებენ არა დეგუსტოს, არამედ მის კონკურენტებს მაკდონალდს, ვენდისს, რომელიც უფრო ორიენტირებულია მომხმარებელზე. ასევე მათ უკმაყოფილებას იწვევს დაბალი ხელფასი, რაც მის უარყოფით მხარეს და სიმკაცრესთან ასოცირდება მომხმარებლისთვის.
ამგვარად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა აღწერითმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მოხმარების პირველ, რიგში აუცილებელია მომხმარებლის საჭიროების გაცნობიერება, რადგან თუ გინდა კომპანია იყოს წარმატებული და ორიენტირებული ხარისხიან პროდუქტზე ის პირველ რიგში მომხმარებელს უნდა მოაწონო, რადგან ის არის ინდივიდი, რომელიც კონკრეტულ ბრენდს,,აკრავს იარლიყს“ პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. იყავი გულწრფელი, კომპეტენტური, დახვეწილი, გამოიწვიე მომხმარებელში დახვეწილობა და არა სიმკაცრე და შენი პროდუქტი ყოველთვის მოახერხებს მწვერვალების დაპყრობას… სანდოობა და კომპეტენტურობა ხომ ნებისმიერი სახის მოტივაციას აღვიძებს ადამიანში…