ბრენდი შავდია
ავტორი: მარიამ ხადური
სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი, დამეთანხმებით ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის დაბადებიდან-სიცოცხლის ბოლო წუთამდე და ერთ-ერთი აუცილებელი ხაზია ჩვენს ცხოვრებაში.
უხსოვარი დროიდან, ადამიანები ყოველთვის რაღაცით იმოსებოდნენ, მაგალითად პირველყოფილი ადამიანები ტანს ფოთლებითა და ბუნებაში მოპოვებული მასალით იფარავდნენ, ანუ პირველყოფილი ადამიანებიც კი მიხვდნენ, რომ ტანის შემოსვა აუცილებელი იყო, მაგრამ ცივილიზაცია განვითარდა და დაიხვეწა, გაჩნდა ტანსაცმლის,აქსესუარებისა და ფეხსაცმლის მრავალფეროვნება, დღესდღეობით კი არჩევანი უსაზღვროა.
სამოსი-არის სხეულის ხელოვნური საფარველი,რომელიც შუა საუკუნეებში ადამიანთა სოციალურ მდგომარეობას, რასას, წარმომავლობასა და კლასს, წარმოაჩენდა. ყველა ერს თავის კულტურასთან დაკავშირებული სამოსი ეცვა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, იქმნება სხვადასხვა ბრენდი, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა ზომის, ფერისა თუ სტილის სამოსს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დიზაინერები ჰქვიათ და ისინი ზრუნავენ სამოსის მრავალფეროვნებასა და კრეატიულობაზე. მათი შექმნილი პროდუქტი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვრცელდება და ყველა ადამიანი იცვამს. დიზაინერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად დააკმაყოფილონ უამრავი ადამიანის გემოვნება. დღეს ჩვენს საუკუნეში თითქმის აღარ წარმოადგენს სამოსი ადამიანის კულტურულ თავისებურებას, მაგრამ რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს უძველესი ქვეყნები სადაც ისევ შემორჩა კულტურული სამოსი, მაგალითად ჩვენი შეუადერებელი, განსაკუთრებული ქვეყანა საქართველო, სადაც მე დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ ამ პატარა ქვეყანას თავისი ტრადიციული საკუთარი სამოსი გააჩნია და საუკუნეებია ერთ-ერთ ულამეზს სამოსად ითვლება. ჩვენი ტრადიციული სამოსი დღესაც გამოიყენება ქართულ ხელოვნებაში. ალბათ უმეტესი თქვენგანი დამეთანხმება რა საოცარი სანახავია ქართულ-ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ან თუნდაც ჯვრისწერის დროს ნეფე-დედოფალი. მოდი სხვა ქვეყანაზეც ვისაუბროთ მაგ: ინდოეთი, სადაც უმეტესად ქვეყნის მოქალაქეებს დღესაც აცვიათ კულტური სამოსი „სარი“ , იაპონია სადაც ჯერ კიდევ იმოსებიან მაცხოვრებლები “კიმანოთი“.
არ დაგიმალავთ და პირადად ჩემთვის, ჩემს ცხოვრებაში სამოსს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რადგან ძალიან მიყვარს გაპრანჭვა და ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი, განსაკუთრებული და ორიგინალური რამ მოვირგო.
სიტყვა ორიგინალურისა და განსაკუთრებულის გაგონებისას თავში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამოსისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი/კომპანია „შავდია“ მახსენდება. პირველ რიგში ჩემთვის იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ქართულია, ხოლო მეორე რიგში იმიტომ რომ საკმაოდ კრეატულია.
მგონი თითოეული თქვენგანი დაინტერესდება რატომ არის „შავდია“ კრეატიული?
ალბათ ყველას გსმენიათ ქართველ,შეუდარებელ და განსაკუთრებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანზე,მის არაჩვეულებრივ და დასაფიქრებელ ნამუშევრებზე,რომლებიც ‘შავდიას“ დამფუძვნებელმა, თავის ბრენდში გააერთიანა. „შავდიას“ დამმარსებელი სულაც არ არის პროფესიით დიზაინერი, იგი იურისტია, მაგრამ, როგორც ცნობილია მას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია.
„შავდიას“ სახელი დამფუძნებლის გვარიდან მომდინარეობს – ელენე შავდია. „შავდიას“ ისტორია ძალიან სპონტანურად დაიწყო ერთ-ერთი ინტერვიუში ელენე ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდიდან დაიწყო მან საკუთარი ბრენდის შექმნა იგი პასუხობს: „რეალურად „შავდია“ თავისით შეიქმნა,უფრო სწორად, ხალხმა შექმნა, მე კი კარგად დავამუშავე და როგორც ბრენდი ისე წარმოვადგინე. 4 წლის წინ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ისე, რომ არავითარი თანხა არ ჩამიდევს ამ საქმეში, მხოლოდ ერთი საკერავი მანქანა მქონდა განვადებით გამოტანილი და დღეს უკვე რამდენიმე მაღაზია მაქვს, „გალერია თბილისსა“ და ბათუმი მოლში -„ქართველი დიზაინერების კუთხეში“. (Admin, 2018)
„შავდიას“ ისტორია 2018 წლიდან იწყება, თადაპირველად დამფუძვნებელმა მარტომ დაიწყო ყველაფრის კეთება, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ყველაფერი 0-დან დაიწყო, ელენე იყო დიზაიერიც, მკერავიც, მომმარაგებელიც და ყველაფერს მარტო თავისი ძალებით უმკლავდებოდა . პირველი კოლექცია კაბები იყო, რომელზეც თავისივე ხელით დააქარგა მარგალიტები, დროთა განმავლობაში „შავდია“ იზრდებოდა და ვითარდებოდა ხოლო დღეს 2021 წელს შავდიას აქვს მამაკაცისა და ქალთა ხაზი.
„შავდიას“ შექმნის მთავარი მიზანი ქართული კულტურის დეტალების გამოკვეთა იყო აქსესუარსა თუ სამოსზე,ისინი თითქოს და გაცოცხლებულნი არიან სამოსელზე,წარწერები მხედართმთავრულად,ნუსხურად და ასომთავრულად, ფიროსმანის არაჩვეულერივი შედევრები.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქართველი, პატრიოტი ადამიანი დამეთანხმება, რომ ქართული ენისა და კულტურის ასე წარმოჩენა შეუდარებელი იდეაა, სწორედაც რომ ეს იდეა დღეს ნელ-ნელა ვითარდება და ცნობადი ხდება, არამარტო საქართველოში არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
„შავდიამ“ მოღვაწეობის თავდაპირველი წლებიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც აღვნიშნე პირველი პროდუქტი კაბა იყო, ხოლო შემდეგ უფრო გაიზარდა მათი ხაზი და დღეს საკმაოდ მრავალფეროვანია.
ჩანთები,მოსაცმელები,მანტოები,პალტოები,პერანგები,ფეხსაცმელი მზადდება ნატურალური მასალებისგან, რომლებზეც დატანილია ქართულთან დამაკავშირებელი სხვადასხვა პრინტი ეს იქნება ნახატები თუ ანბანური წარწერები.
„შავდიას“ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძირითადად ყველაფერს თვითონ ამზადებენ თავიანთ ატელიეში, ქსოვლიებსაც და პროდუქტსაც ანუ ყველაფერი იწარმოება საქართველოში, ხოლო ფეხსაცმელისა და აქსესუარების შესაქმნელად მასალის რაღაც ნაწილს ყიდულობენ იტალიაში,ჩინეთში და ა.შ.
რაც შეეხება ფასს, „შავდიას“ პროდუქციის ფასი ზომიერია, მათი მინიმალური ფასი-17 ლარია ხოლო მაქსიმალური ათასამდეც კი აღწევს განსაკუთრებული შეკვეთების შემთხვევაში.
„შავდიას“ ბრენდი ძალიან მოთხოვნადია, დღესდღეობით იგი საქართველოს საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს,რამდენიმე ქვეყანაში დღეს უკვე იყიდება „შავდიას“ პროდუქცია, რომლებიცაა: ამერიკა,რუსეთი, ყაზახეთი და სასომხეთი, მათი განცვიფრება და დაინტერესება სწორედ ქართულმა დეტალებმა გამოიწვია.. (უცნობია, 2020)
რაც შეეხება თავად დამმარსებლის აზრს ბრენდის შესახებ, იგი ფიქრობს,რომ ბრენდზე მოთხოვნის მთავარი ატრიბუტი იმაში მდგომარეობს,რომ „შავდია“ „Made in საქართველოა“ ხოლო ალბათ ყველა ადამიანისთვის სასიამოვნოა,როცა გაცვია ისეთი რამ რითიც საკუთარ კულტურას,ისტორიას უკავშირდები. ალბათ კარგია,როცა შენი საკუთარი პატარა ულამაზესი საქართველო ახლოს გეყოლება.
რაღა დაგიმალოთ და „შავდიას“ სლოგანიც მშობლიურ ქვეყანასთან ახლოს ყოფნასთანაა კავშირში „ატარე შენი წილი საქართველო“
ყველა ბრენდსა თუ კომპანიას ყავს თავისი მომხმარებელი,ამიტომ ჩემთვის საინტერესო იყო თუ რას ფიქრობდნენ შავდიას მომხმარებლები მათზე. ამიტომ ჩავატარე მარკეტინგული თვისობრივი კვლევა, რომლის შედეგებიც მინდა, რომ გაგაცნოთ.
როგორც მოველოდი „შავდიას“ შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის,რაც სამწუხაროა, ამიტომ კვლევაში ვეცადე, რომ მოკლე წარმოდგენა შემექმნა ამ შეუდარებელ ბრენდზე თითეული რესპოდენტისთვის, ხოლო მოკლე მიმოხილვის შემდეგ მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა მაგ: ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „აღფრთოვანებული ვარ იმ ინფორმაციით რაც გავიგე “შავდიას” შესახებ, და მის მიერ წარმოებული პროდუქტის შესახებ, ყველაზე მეტად გამაოცა იმან რომ მან ეს ყველაფერი ქართული ტრადიციებითა და ორნამენტებით შექმნა. მადლობა მას ამისთვის.“
რაც არ უნდა გასაკვირი იყო ყველა რესპოდენტმა 5 ბალიანი სისტემით შეფასებისას უმაღლესი ქულით შეაფასა „შავდია“, რაც ძალიან სასიამოვნოა. ყველა მათგანი შავდიას პატრიოტიზმთან აკავშირების და საბოლოოდ ბრენდის არაცნობადობის მიუხედავად ჩემი მოკლე ინფორმაციით შევძელი მათი ინტერესის გამოწვევა, გამოკითხულთა უმრავლესობა თანახმაა სიამოვნებით ატაროს „შავდია“.
ბოლოს რაც შეეხება მათ სამომავლო გეგმებს, მათი უახლესი მიზანია „ატელიეს გაფართოება,რომელიც განთავსდება პენტჰაუზის ტიპის ვიტრაჟულ შენობაში, შენობის ბოლო სართულზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება ჩვენს დედაქალაქზე. საწარმოში გაერთიანებული იქნება ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ჩანთების წარმოება და არა მარტო მათი. მოეწყობა სრულფასოვანი დიდი შოურუმი ფოტოსტუდიასთან ერთად. ვაპირებთ და დაწყებული გვაქვს ახალი საწარმოო დანადგარების შეძენა, რაც ასორტიმენტის გაზრდისა და ასევე სხვადასხვა სახეობის ბიზნესში ჩართვის საშუალებას მოგვცემს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ.“ (ჭიპაშვილი, 2021)
ჩემი აზრით, იმისდამიუხედავად, რომ „შავდია“ პატარა კომპანიაა, ის მაინც ახერხებს ჩვენს გულებთან ახლოს ყოფნას, რადგან ,როცა რაღაც ქართულს იცვამ და თანაც ჩვენს კულტურასთან და ისტორიასთან დაკავიშირებულს, ზუსტად მაშინ გრძნობ, რომ საქართველოს შვილი ხარ. „შავდია“ სავსეა დიდძალი პატრიოტიზმითა და ქართულის სიყვარულით. პირადად ჩემთვის ყველაფერს რასაც საქართველოსთან კავშირი აქვს დიდ სიყვარულს მანიჭებს, ხოლო „შავდიაც“ ხომ სწორედ ასეთი კომპანიაა? ასე რომ ვფიქრობ, ამ ბრენდს დიდი მომავალი აქვს წინ,უამრავი წარმატებით!
რა სასიამოვნოა, როცა ბაზარზე გხვდება რაღაც განსხვავებული და ისიც ქართული. (შავდია, n.d.)
გამოყენებული წყაროები:
Admin. (2018, 03 18). “შავდია”-ბრენდი და ფიროსმანი. Retrieved from qronikaplus.ge: http://qronikaplus.ge/?p=15173&fbclid=IwAR14FH5qcup2G3GYJnUedrZGAxg0Jfr09fHCz98G6R0COlzf4Ur26sWxCBc
უცნობია. (2020, 03 06). #მხოლოდქართული-“შავდია”-ქართული ბრენდი და ფიროსმანი. Retrieved from bm.ge: https://bm.ge/ka/video/mxolodqartuli–quotshavdiaquot—qartuli-brendi-da-firosmani/17239
შავდია. (n.d.). შავდია. Retrieved from Facebook.com: https://www.facebook.com/Georgiandesingers/photos/?ref=page_internal
ჭიპაშვილი, ს. (2021, 01 15). Made in საქართველო. Retrieved from Forbes.ge: https://forbes.ge/made-in-saqarthvelo/