ბრენდული პიროვნული მახასიათებლები

ბრენდის პიროვნება არის ის ფაქტორი, რომელიც ეხმარება კომპანიას ან ორგანიზაციას ჩამოაყალიბოს ხალხის დამოკიდებულება მისი პროდუქტის, მომსახურების ან მისიის მიმართ. კომპანიის ბრენდის პიროვნული მახასიათებლები იწვევს ემოციურ რეაგირებას კონკრეტულ სამომხმარებლო სეგმენტში, რასაც ფირმისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს.

მომხმარებელი უფრო ხშირად ყიდულობს ბრენდს, რომელიც ახლოს არის მის პიროვნებასთან. არსებობს ბრენდის პიროვნების ხუთი ძირითადი ტიპი, საერთო მახასიათებლებით:

მღელვარება: უდარდელი და ახალგაზრდული.

გულწრფელობა: სიკეთე, გააზრება და ოჯახის ღირებულებებზე ორიენტირება.

უხეშობა: უხეში, მკაცრი და სპორტული.

კომპეტენცია: წარმატებული და გავლენიანი, რასაც ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს.

დახვეწილობა: ელეგანტური, პრესტიჟული და ზოგჯერ პრეტენზიულიც კი.

ძვირადღირებული ბრენდები, როგორიცაა Michael Kors და Chanel, დახვეწილობისკენ ისწრაფვიან. მათი ბრენდის პიროვნება ყურადღებას ამახვილებს მაღალი კლასის, გლამურულ და ტრენდულ ცხოვრების წესზე, რომელიც იზიდავს მომხმარებელთა მაღალ კლასს. გარეუბნებში, ზოგიერთ კომპანიას, აქვს მკაცრი ბრენდის პიროვნება, ისინი ყურადღებას ამახვილებენ თავიანთი აუდიტორიის – ჩვეულებრივ გარეუბანში მყოფი, ავანტიურისტი ადამიანების – შთაგონებაზე, რომ იყვნენ ძლიერი და გამძლეები.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროს მისი ბრენდის პიროვნულობა. ბრენდის პიროვნულობა იწვევს ბრენდის კაპიტალის გაზრდას და განსაზღვრავს ბრენდის მდგომარეობას ბაზარზე. ეს არის  ნებისმიერი წარმატებული მარკეტინგული კამპანიის ძირითადი ფაქტორი. ბრენდის პიროვნების ასარჩევად, კომპანიები განიხილავენ ხუთ პიროვნულ ტიპს და ირჩევენ იმას, რომლის გადმოცემაც კომპანიას სურს.

თუ, მაგალითად, ახალ კომპანიას სურს მომხმარებლებში მათ გამოჩენას რეზონანსი მოჰყვეს, ბუნებრივი მიდრეკილებაა ბრენდის პიროვნების შექმნა, რომელიც მკაცრია.

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოშიც გვხვდება მსგავსი ტიპის ბრენდები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პიროვნული მახასიათებლები.

მაგალითად:

 „გურიელი“ ჩაი უმეტეს შემთხვევაში ოჯახურ იდილიასთან და სითბოსთან ასოცირდება, შესაბამისად „გურიელს“ პიროვნულ მახასიათებლებს შორის უჭირავს გულწრფელობის ადგილი. ეს ბრენდი, მუდმივად ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებმა მათი პროდუქციის დაგემოვნებისას გაიხსენოს მყუდრო, ოჯახური გარემო.

„მანნა“ –ს პიროვნული მახასიათებელი შეიძლება ჩაითვალოს დახვეწილად, ვინაიდან  კომპანია  100%ით ქართული ნედლეულით აწარმოებს დაახლოებით 12 სახეობის ჩაის, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზრებზე იყიდება. ეს ბრენდი დაარსების დღიდან, მუდმივად ცდილობს შეიქმნას პრესტიჟული იმიჯი.

 „ნიკორა“ –ს მთავარი პიროვნული მახასიათებელი მუდმივად დარჩება კომპეტენცია, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ბრენდს იყოს წარმატებული და გავლენიანი ბაზარზე, რისი ძირითადი გამოხატულებაა, მათი გაყიდვადობის მუდმივ რეჟიმში ზრდა და ფართო აუდიტორიის მოზიდვა.

„დეგუსტო“ – არის სწრაფი კვების ობიექტი, შესაბამისად რა თქმა უნდა წარმოადგენს „მღელვარებას“ პიროვნული მახასიათებლის ტიპებს შორის, რადგან უმეტესად იქ შედიან ახალგაზარდა მომხმარებლები, თინეიჯერები, რომელთათვისაც ეს პიროვნული მახასიათებელია მნიშვნელოვანი.

 „მადა“ – იმის გათვალისწინებით, რომ არის საკონდიტრო მაღაზია, ის წარმოადგენს პიროვნულ მახასიათებლებს შორის „გულწრფელობას“, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს შეუქმნან საოჯახო განწყობა.

„ტკბილი ქვეყანა“ – წარმოადგენს ბრენდს, რომელიც არის ერთ-ერთი გავლენიანი ამ სფეროში, აქედან გამომდინარე მათი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი, სხვა მსგავსი ტიპის ბრენდებისგან არის პრესტიჟულობა, რაც გვაფიქრებინებს რომ მისი პიროვნული მახასიათებელია „დახვეწილობა“.

„ნატახტარი“ -ს პიროვნულ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს „უხეშობა“, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, რადგან ის არის ლიდერი ბაზარზე და არც მალავს მის ლიდერობას, ხშირად უსვამს ხოლმე ხაზს, რაც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არის ერთ-ერთი (თუ არა, ერთადერთი) კარგი ლუდი.

ქართული ონლაინ შოფები – ძირითად შემთხვევაში, შინაარსიობრივად და ქმედებებით ძალიან გვანან ერთმანეთს, შესაბამისად მარტივია მათზე კრებით კონტექსტში საუბარი. ქართული ონლაინ შოფების პიროვნული მახასიათებელი, ხშირ შემთხვევაში არის „მღელვარება“, რადგან მათი ბაზარი უმეტესად ორიენტირებულია ახალგაზრდებზე.

ავტორი: იაკობ ჯანგავაძე