გვჭირდება თუ არა დემარკეტინგი გარემოს გადასარჩენად?

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მომხდარმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამ უკანასკნელმა უბიძგა თანამედროვე მარკეტინგის ჩამოყალიბებასაც. მარკეტოლოგთა მიზანია, შექმნან უმაღლესი ფასეულობების მქონე პროდუქტები და ეფექტურად განახორციელონ საფასო, განაწილებისა და სტიმულირების პოლიტიკა. მარკეტინგის მიზანია  ისეთი სტრატეგიების შექმნა, რომელიც მიზნობრივ მომხმარებელთნ მომგებიან ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი კომპანია საქონელზე მოთხოვნის შესამცირებლადაც იღებს მიზანმიმართულ ზომებს, რასაც დემარკეტინგი ეწოდება. მისი რამდენიმე სახე არსებობს. (ზოგადი, შერჩევითი, სავარაუდო, ფასთა განმასხვავებელი, სატყუარა.) მიზეზებიც განსხვავებულია. მაგალითად, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა მეტია ვიდრე მიწოდება, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტების შემცირების ინიციატივა.

დემარკეტინგის მაგალითებს საქართველოშიც უხვად ვხვდებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. თამბაქოსა და პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები აქტიურად ცდილობენ პროდუქტზე ფასის ზრდითა და მოსახლეობისთვის პროდუქტის მავნებლობაზე ინფორმაციის მიწოდებით სტატისტიკის შემცირებას. ასევე ხშირია ცხოველთა უფლებების დამცველთა ინიციატივით შექმნილი კამპანიები, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიური მოხმარებიდან და გარდერობებიდან ცხოველთა ნატურალური ბეწვის ამოღებას და მისი ხელოვნური ნაწარმით ჩანაცვლებას მოითხოვენ, რისი საშუალებითაც უამრავი ცხოველი აღარ დაიღუპება.

ასევე ყურადსაღებია, ქაღალდის გადამუშავებისა და მისი გამოყენების მაჩვენებელი ყოველწლიური ზრდა, რაც კარგი დემარკეტინგული სტრატეგიების დამსახურებაა. ინდივიდებმა თუ კომპანიებმა გაიაზრეს, რომ გადამუშავებული ქაღალდი 70% ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ხისგან ახალი ქაღალდის წარმოება.ის ამცირებს დაბინძურების მაჩვენებელს, არის ეკონომიური და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დადებითათ ისახება ნისლის შემცირებაზეც.

მოქმედი და ეფექტური დემარკეტინგის მაგალითების განხილვის შემდეგ, ყველა ჩვენგანს უჩნდება კითხვა? არის თუ არა მსოფლიოსა და საქართველოში სხვა დემარკეტინგული პროექტებისა ან/და კამპანიების არსებობა აუცილებელი რა შედეგამდე მიგვიყვაანს მისი ეფექტურობა?!

მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩვენი კვლევები ადასტურებს – საქართველოს ერთ-ერთ მოუგვარებელი და ახლო მომავალში კიდევ უფრო გამწვავებადი პრობლემა ტრანსპორტის სიჭარბეა. მისი შემცირება ნაკლები საცობის, კვამლის, ქალაქის მომწამვლელი აირით დაზიანების და რაც ყველაზე მთავარია ნაკლები საწვავის გამოყენების გარანტი იქნება. ამიტომაც ვთვი რომ საწვავზე მომუშავე მანქანების წინააღმდეგ მიმართული  დ ე მ ა რ კ ე ტ ი ნ გ ი ს კამპანია შედეგიანი აღმოჩნდება. აღსაღნიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დემარკეტინგულმა კამპანიამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ელეტქრო ავტომობილების გავრცელებაზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ელექტრომობილები უკეთესია პლანეტის ეკოსისტემისთვის, ამავდროულად არის ეკონომიური და ბიუჯეტური და გაზზსა და საწვავზე მომუშავე მანქანებისგან განსხვავებით, ამოუწურავ პროდუქტს მოიხმარს. დღესდღეობით, სულ უფრო და უფრო იმატებს მზის ბატარეაზე მომუშავე მანქანების რაოდენობა.

 

ქეთი თოფურია, IBSU, მარკეტინგის პროგრამა