გლოვო – მარკეტინგული სიბეცე თუ სწრაფი ზრდა და თავის დაკარგვა
მარიამ აბულაშვილი, IBSU, მარკეტინგი
უპირველეს ყოვლისა რა არის მარკეტინგი? ეს გახლავთ სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანების საჭიროებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. რაც შეეხება მარკეტინგულ სიბეცეს, ეს არის მეტი ყურადღების დათმობა კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის სრულყოფაზე, ვიდრე იმ სარგებელსა და შთაბეჭდილებაზე, რასაც მყიდველი ამ პროდუქტების გამოყენებით მიიღებს.
Glovo ყველასათვის ნაცნობი მიტანის სერვისის ქართული კომპანიაა, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას იძლევა.,,ეს აპლიკაცია ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით, შეუკვეთონ, მიიღონ და გააგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეგორიის ნივთის შეძენაც. გარდა ამისა, კურიერის მომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს’’.
ჩვენი კვლევით გლოვო გარკვეულ წილად უკვე მარკეტინგულ სიბეცეში აღმოჩნდა. იგი თავის მომსახურეობაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მომხმარებელზე.
გამოკიტხვამ ამგვარი სურათი გვაჩვენა – „ზემოთ აღნიშნული კომპანიის მენეჯერის ადგილას, მისი მარკეტინგული სიბეციდან გამოსაყვანად მოვიქცეოდით შემდეგნაირად: აუცილებლად ვიზრუნებდი პირველ რიგში თანამშრომლების კეთილდღეობაზე და რაღაც,,გროშებზე’’ არ ვამუშავებდი კურიერებს, მითუმეტეს მათ უწევთ გარეთ გასვლა და შეკვეთის ადრესატთან ჩაბარება ცუდი ამინდისმიუხედავად. იმისათვის რომ ბიზნესი იყოს წარმატებული აუცილებელია: იყოს პროდუქტი ხარისხიანი, თანამშრომელი და მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად კი საჭიროა შევთავაზოთ მათ ისეთი პროდუქტი, რომელიც უფრო მისაღებია“ (რესპოდენტი ნომერი 1, ვიცავთ რესპონდენტის ანონიმიურობას).
“Glovo”-ს შემთხვევაში აუცილებელია მიიტანოს ერთი შეკვეთა ერთმა კურიერმა თუ ეს შეკვეთა არის საკვების რადგან, როდესაც რამდენიმე ერთად მიაქვს იმ დროის მონაკვეთში არ ბარდება ადრესატს რაც მითითებულია საიტზე და შემდგომ მიდის გაყინული პროდუქტი, რაც იწვევს მომხმარებლების უკურეაქციას და გაღიზიანებას“(რესპოდენტი ნომერი 2).
რას ურჩევდით მარკეტერებო გლოვოს?
ტვინის შტურმის მეთოდით ვიაზროვნეთ და პასუხების კორიანტელი ამგვარად დაჯგუფდა:
პროდუქტი (Product)
პირველ რიგში ვისაუბროთ მის პროდუქტზე, იმისათვის რომ მომხმარებელი მივიზიდოთ და დავაინტერესოთ ჩვენი მომსახურებით აუცილებელია დავმატოთ კიდევ ბევრი კვების ობიექტი რაც ამ შემთხვევაში გლოვოს არ აქვს, მაგალითად არის ისეთი მდებარეობები სადაც კონკრეტული რესტორნიდან ან რაიმე სხვა ობიექტიდან არ აქვთ მომსახურება, ბიზნესს როცა ეხება საქმე სიტყვა “არ აქვს”, “არ შეუძლია” და ა.შ. ზედმეტია, რადგან მომგებიანი და ხარისხიანი ბიზნესისთვის აუცილებელია მომხმარებელს ვასიამოვნოთ, შევთავაზოთ მათთვის სასურველი პროდუქცია და ვიზრუნოთ ამ შემთხვევაში მის დროზე ჩაბარებაზე.
ფასი (Price)
ფასი არის თანხა, რასაც მომხმარებელი იხდის პროდუქტში. იგი ასევე შეიძლება გულისხმობდეს იმ ღირებულებას, რომელსაც პროდუქტის მოსაპოვებლად თმობს მყიდველი (დრო, ენერგია). როგორც უკვე აღვნიშნე გლოვოს აქვს დაბალი ტარიფები და რა თქმა უნდა ეს იზიდავს მომხმარებელს, მაგრამ ჩვენ თუ გავზრდით პროდუქტის ხარისხს და დროის ფაქტორსაც მოვაგვარებთ, მაშინ შესაძლებელია რომ გავზარდოთ მომსახურების თანხა, რადგან ხარისხიან პროდუქტს მეტი ხარჯები აქვს და ამისთვის დასჭირდება მეტი თანხის გაღება ჩვენს კომპანიას.
პრომოცია (Promotion)
იმისათვის რომ ჩვენი პროდუქტი უფრო საინტერესო იყოს და მივიტანოთ მომხმარებლების გულამდე, აუცილებელია მისი სწორი პრომოცია. ალბათ გვაინტერესებს თუ რა არის პრომოცია? ეს გახლავთ ბრენდის რეკლამირება, რაც უფრო კარგადაა რეკლამირებული რაიმე კონკრეტული პროდუქტი მით მეტია გაყიდვების რაოდენობა და წარმატებულია ბიზნესი.
სტრატეგია
სტრატეგიაში ბევრი რამ მოიაზრება, პირველ რიგში ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია ეს არის ხედვა თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ხალხი ისე რომ ბიზნესმა მიიღოს დაგეგმილი შედეგები, აუცილებელია გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, რომელმაც უნდა გაზარდოს ბიზნესის შედგები, ყოველი ახალი გადაწყვეტილება იმოქმედებს კომპანიაზე და ყველაფერი დეტალურად უნდა იქნეს გათვლილი.