ემოციური მარკეტინგი VS რაციონალური მარკეტინგი

ავტორი: სანდრო მაისურაძე, IBSU
ხელმძღვანელი: პროფესორი, კახაბერ ჯაყელი

 

შესავალი

ემოციებზე დაყრდნობილი და რაციონალური აზროვნება ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებათა ერთობლიობებია. ადამიანები ერთმანეთისგან გასხვავდებიან, გააჩნიათ განსხვავებული სუბიექტური შეხედულებები და მიზნები. ამის ერთ-ერთი დეტერმინანტი სწორედ ემოციური და რაციონალური აზროვნებების თანაარსებობა გახლავთ ადამიანებში.სანამ უშუალოდ ემოციებზე დაყრდნობილ და რაციონალურობაზე დაყრდნობილ მარკეტინგზე ვისაუბრებ ,მოდით ჯერ ზოგადად მიმოვიხილოთ ეს ორი მიმდინარეობა. რაციონალიზმი არის ფილოსოფიური დოქტრინა, რომლის თანახმად სინამდვილის შეცნობა უნდა მოხდეს განსჯითა და ფაქტების ანალიზით, ყველანაირი რწმენის, რელიგიური სწავლების, შინაგანი გრძნობების და სხვა ალოგიკური დოქტრინების  გარეშე. რაციონალიზმისგან განსხვავებით ემოციური აზროვნება დამყარებულია შინაგან გრძნობებზე, ინტუიციაზე და სხვა ალოგიკურობებზე. ჩემს მიერ მოცემული დეფინიციებიდანაც ალბათ მიხვდით, რომ ნაშრომი პირდაპირ დაგანახებთ ემოციური აზროვნების დისონანსს და რაციონალიზმის უპრიანობას.  საწყის ეტაპზე დავიწყოთ იმით თუ როგორ ყალიბდება ადამიანში მოცემული აზროვნებები, რა ბიძგები აყალიბებს ადამიანს ემპათიურად ან აპათიურად და როგორ მიდის ადამიანის აზროვნება საბოლოო შედეგამდე.

ფოტო 1. emotion vs logic

აზროვნების პირველი დეტერმინანტი, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის შინაგანი ბუნების საწყისი ფუნდამენტი, ანუ ინდივიდუალურუბაა.ფსიქოლოგები მას მოიხსენიებენ, როგორც კოლექტიური არაცნობიერი. არ აქვს მნიშვნელობა კონცეპტუალურ განსხვავებებს პიროვნების ფსიქოდინამიკურ თეორიებს შორის, მათთვის საერთოა დაშვება, რომ პიროვნებას ძლიერი შინაგანი ძალები აყალიბებენ და ქცევას ამოტივირებენ. რამდენიც არ უნდა ვიდავოთ, ფაქტია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ინდივიდუალური პიროვნება, რომელიც გარკვეულ ბიძგს აძლევს მისი აზროვნების განვითარებას. არ ვამბობ, რომ ადამიანის აზროვნების განვითარება სრულად მის ინდივიდუალურ პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა საწყის როლს სწორედ ეს ასრულებს.

აზროვნების მეორე და ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო მნიშვნელოვანი დეტერმინანტი გახლავთ გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორები ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან, ემპირიულ ცოდნას ანიჭებს, რომელიც შემდგომში ხდება ადამიანის აზროვნების განვითარების გზამკვლევი. სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა გარემო ფაქტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ტავტოლოგიური შეცდომა კი არა რეალობაა. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ სამეგობრო, ოჯახის წევრები და სხვა ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები. არსებობენ პიროვნებები, რომლებზეც დიდ ზეგავლენას ახდენს ის თუ როგორ საზოგადოებაში ტრიალებენ ისინი, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზროვნებაზეც ეს ძალიან მცირედ აისახება.ფსიქოლოგიურ ენაზე ადამიანებს ამ შემთხვევაში დამოკიდებული ცვლადები შეიძლება ვუწოდოთ. გარემო ფაქტორებიდან უნდა გამოვკვეთოთ აღზრდის სტილი. თითოეული ინტერაქცია მშობლის მხრიდან ბავშვის მომავლის ცვლის წინაპირობაა. უკვე ცნობილი ფაქტია, რომ პრაქტიკაში არსებობს 4 სტილის აღზრდა. ესენია: ავტორიტარული, ლიბერალური, ინდიფერენტული და ავტორიტეტული. თითოეული მათგანი პიროვნების მენტალურ განვითარებაზე სხვადასხვანაირად აისახება და ინდივიდი ემოციურ ან რაციონალურ აზროვნებამდე მიჰყავს. ავტორიტარული სტილი ყველაზე მკაცრი ფორმაა, როცა მშობელი ბავშვის ქცევის კონტროლის მექანიზმად მძიმე სადამსჯელო ოპერაციებს მიმართავს. აღზრდის ლიბერალური სტილი ბავშვს აძლევს თითქმის ყველაფრის უფლებას და უწესებს ძალიან დაბალ მოთხოვნებს. ინდიფერენტული აღზრდის სტილი ხასიათდება დაბალი მოთხოვნებით და დაბალი მიმღებლობით. ასეთ დროს მშობელი თითქმის არც კი ერევა შვილის ცხოვრებაში. ხოლო ავტორიტეტული აღზრდის სტილის მატარებელი მშობლები ბავშვებს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ და ამავე დროს გამოირჩევიან მის მიმართ ემოციური სიახლოვით. როგორც ზემოთ აღვნიშნე ადამიანის აზროვნების განვითარების მიმართულებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს თუ რა სტილით აღიზარდა ის. ავტორიტარული და ინდიფერენტული სტილით აღზრდილ ადამიანებში მეტწილად აღინიშნება რაციონალური აზროვნება, ხოლო ლიბერალური და ავტორიტეტული სტილით აღზრდილებში ემოციური აზროვნება. ამას განსაზღვრავს ის, რომ ავტორიტარული სტილის დროს ხშირია დადებითი დასჯა, ანუ ავერსიული სტიმული, რომელიც, თავის მხრივ, ამცირებს არასასურველი სამიზნე ქცევის გამოვლენის ალბათობას. შედეგად ავტორიტარულ აღზრდაში ემოციების ადგილი არ არის, ის დაფუძნებულია წესებსა და მკაცრ იმპერატიულობაზე, რაც გვაძლევს იმ შედეგს, რომ ამ სტილით აღზრდილებს აქვს დაბალი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი, ანუ ემოციურობის დონე. ინდიფერენტული აღზრდის დროს ადამიანი ხდება მეტად დამოუკიდებელი და უწევს ადეკვატური გადაწვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რაც მასში ზრდის ლოგიკაზე დაფუძნებულ აზროვნებას. ხოლო ლიბერალური და ავტორიტეტული აღზრდის დროს, პიროვნება ისედაც ემპათიურ გარემოში იზრდება, რაც მეტწილად მის ემოციურ აზროვნებას განაპირობებს.

შემდეგი და ბოლო დეტერმინანტი და ამასთან ერთად დისპოზიციური ცვლადი ადამიანის აზროვნების განვითარებაში გახლავთ ინტელექტის დონე(IQ) და მისი დეტერმინისტული, ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადამიანის აზროვნებასთან. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები მეტწილად არიან თელიკურ კონტრასტულ მდგომარეობაში, არიან აუტურები, რაც ითვალისწინებს მათ ეგოცენტრულობას, მათ დღის გეგმა ყოველთვის შედგენილი აქვთ და მათი ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია რაციონალიზმსა და ეფექტიანობაზე. მათი ყოველი ქმედება კაუზალურია და კუმულატიურ ეფექტს ეფუძვნება, რაც მათი დისკურსული ცნობიერებიდან გამომდინარეობს(მეც ამ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები). ისინი მეტწილად კარიერისტები არიან და უმეტეს დროს არა ძვირფას ადამიანებთან ემოციურ კავშირს, არამედ კარიერის შენებას უთმობენ. თითქმის ყველა ასეთი ადამიანი დიდ წარმატებას აღწევს და სწორედ მსგავსი ეგზისტენციალური სოციოლოგია ავითარებს დედამიწას. ასეთი ტიპის ადამიანებს გააჩნიათ რაციონალური აზროვნება, რადგან მათ გათვიცნობიერებული აქვთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ემოციურ, ინტუიციურ გადაწყვეტილებებს.აღსანიშნავი ფაქტია, რომ ასეთ ადამიანებს EQ ანუ ემოციურობის დონე, ან როგორც სხვაგვარად უწოდებენ,ემოციური ინტელექტი დაბალი აქვთ.შესაბამისად დაბალი აქვთ ემპათიის დონე, ანუ არიან აპათიურები და მეტწილად პრაგმატისტები.

საშუალო და შედარებით დაბალი ინტელექტუალური კოეფიციენტის(IQ) მატარებელ ადამიანებს გააჩნიათ ემოციური და არა რაციონალური აზროვნება. ამას განაპირობებს ის, რომ ასეთი ადამიანები არ არიან მაქსიმალისტები და ენდობიან თავიანთ ინტუიციურ გადაწყვეტილებებს, ასევე რადგანაც ისინი პარათელიკურ კონტრასტულ მდგომარეობაში იმყოფებიან მათ არ შეუძლიათ განახორციელონ პერფექციონისტული დაგეგმვა, რადგან არიან არა მიზნებზე, არამედ უფრო მეტად აქტივობებზე ორიენტირებულნი. მსგავსი ადამიანები არიან არა პრაგმატისტები არამედ ალტრუისტები, აქვთ მაღალი ემპათიის დონე, არიან ჰუმანურები, მორალისტები და ახასიათებთ რეციპროკულობა და კონფორმული ქცევებიც.

რადგანაც დეტალურად განვიხილეთ რაციონალური და ემოციური აზროვნება, ასევე განვსაზღვრეთ დეტერმინანტები, რომლებიც ადამიანის ცნობიერებას ან რაციონალური და ან ემოციური აზროვნების მიმართულებით წარმართავენ, მოდით შევადაროთ ერთმანეთს რაციონალური და ემოციური მარკეტინგი და დავდოთ საბოლოო დასკვნა.

 

ემოციური და რაციონალური მარკეტინგი

ზოგადად, მარკეტინგული კომუნიკაცია ორი სტრატეგიის სპექტრს წარმოადგენს: ემოციური მიმართვა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლის გულის მოგებას (რას ვგრძნობთ პროდუქტის მიმართ) და რაციონალური მიმართვა, რომელიც მეტწილად ლოგიკასა და მსჯელობაზეა დამოკიდებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს განსხვავება პროდუქტის გაყიდვასა და ემოციურ კავშირს შორის. ანუ, როგორც უკვე მიხვდით, რაციონალური მარკეტინგი ხაზს უსვამს თქვენი პროდუქტის ფაქტობრივ სარგებელს, ხოლო ემოციური მარკეტინგი ეშვება მომხმარებელთა აბსტრაქციულ გულზე, ანუ გრძნობებზე. ადამიანების ბიჰევიორისტული ანალიზი შესანიშნავად გამომდის და უკვე ვიცი რას ფიქრობს ემოციური აზროვნების მქონე ადამიანი, რომელიც ამ სტატიას კითხულობს. ის ალბათ ამბობს:“ემოცია ძლიერია, ემოცია ყიდის“. ან ფიქრობს, რომ საჭიროა ემოციური და რაციონალური მარკეტინგის კომბინირებული მოდელი. მოდით ვნახოთ მართლა ასე არის თუ არა და დავუმტკიცოთ მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს რაციონალური აზროვნების ჭეშმარიტება და ასევე ის თუ რატომ არ უნდა იყოს მარკეტინგული მიმართულება რაციონალურსა და ემოციურს შორის კვანტურ სუპერპოზიციაში!!! თუ არ იცით გეტყვით, რომ ვარ ამერიკული კაპიტალიზმის მომხრე, ამერიკაში კი, როგორც TranslateMedia ამტკიცებს, მეტწილად მიმართავენ რაციონალურ მარკეტინგს(გამონაკლისი კომპანიების გარდა) (Antonio, 2015).რატომ? პირადად მე ამ საკითხს საწყის ეტაპზე ფსიქოლოგიური განხრით მივუდგები და გამოვიყენებ ჯეიმს და ელეანორ გიბსონების ეკოლოგიური ოპტიკის თეორიას, უფრო მარტივად, რომ ვთქვა საწყის ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებ არა ემოციურ ან რაციონალურ მარკეტინგზე, არამედ იმ გარემოზე, სადაც გამოიყენება ისინი. ზოგადად რეკლამა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეფექტის კანონს ეფუძვნება, რადგან მას ვიყენებთ იმისთვის, რომ მომხმარებელში გავზარდოთ სამიზნე ქცევის რეაქციის ალბათობა(ანუ პროდუქტის ან მომსახურების შეძენის ალბათობა). ვუბრუნდებით ლოკაციას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამერიკაში მეტწილად რაციონალურ მარკეტინგს იყენებენ. მოდით აქსიომატური ანალიზით მივიდეთ დასკვნამდე თუ რატომ ხდება ასე. მიზეზის გასაგებად მოდით დედუქციაში შემოვიტანოთ ახალი ჰიპოთეზა – ამერიკაში განათლება მაღალ დონეზეა ასული. რას გვაძლევს ეს ჰიპოთეზა? ეს ჰიპოთეზა გვაძლევს ახალ ჰიპოთეზას, რომელსაც დამტკიცებაც არ სჭირდება- ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებული ხალხი ცხოვრობს.ახლა უკვე გადავდივართ დასაბუთების ნაწილზე. განათლებული ხალხი მაღალი ინტელექტის სოციოლოგიის პირდაპირი წინაპირობაა. ინტელექტი კი,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის დისპოზიციური ცვლადი და ერთ-ერთი დეტერმინანტი ადამიანის აზროვნების განვითარებაში, კონკრეტულად მაღალი ინტელექტი კი რაციონალური აზროვნებისკენ იხრება. შედეგად დავდეთ დასკვნა თუ რატომ მოიკიდა ფეხი ამერიკაში უფრო მეტად რაციონალურმა მარკეტინგმა. ეს გარკვეულწილად საწყის შეხედულებებს გვიქმნის რაციონალურ მარკეტინგზე, მაგრამ მოდით ახლა ემოციურ მარკეტინგს ჩავუღრმავდეთ. ემოციური მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულება ემოციური რეკლამაა,რომელიც დამყარებულია ემოციაზე, ემოცია კი გახლავთ რთული პატერნი, რომელიც ფიზიოლოგიური აგზნების, გრძნობების და ქცევის გარდა მოიცავს კოგნიტურ პროცესებს. კოგნიტური პროცესები კი უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებს წარმოადგენს, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ობიექტური სინამდვილის ფსიქიკაში ასახვა, მაგალითად ინფორმაციის მიღება, მისი გადამუშავება, ცოდნად გარდაქმნა და შემდეგ გამოყენება. ხოლო ვინაიდან დავამტკიცეთ, რომ ემოციურ მარკეტინგს კოგნიტური პროცესები აფუნქციონირებს, შეგვიძლია შევადგინოთ ემოციური მარკეტინგის ინფორმაციის გადამუშავებისა და გააზრების ალბათობის მოდელი. ინფორმაციის გადამუშავებისა და გააზრების ალბათობის მოდელი არის ფსიქოლოგიური დარწმუნების თეორია, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორია ალბათობა იმისა, რომ ადამიანები კოგნიტურ პროცესებს მიმართავენ მიწოდებული ინფორმაციისა და შეტყობინების დეტალურ გადამუშავებაზე, ანუ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, რამდენად იაზრებენ მომხმარებლები რეკლამიდან გადმოტანილ ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ ეს მოდელი განასხვავებს ცენტრალურ და პერიფერიულ პროცესებს. ცენტრალურია პროცესია, როდესაც ადამიანი(და ჩვენს შემთხვევაში მომხმარებელი) გულდასმით გაიაზრებს ინფორმაციას, ხოლო პერიფერიულია პროცესი, როცა ადამიანები(მომხმარებლები) სერიოზულად არ ეკიდებიან შეტყობინებას და რეაგირებენ სიტუაციის ზედაპირულ მანიშნებლებზე(მაგალითად ინფორმაციის წყაროს ფიზიკურ მომხიბვლელობაზე). დამტკიცებაც არ სჭირდება იმას, რომ ემოციური რეკლამა პერიფერიული პროცესი გახლავთ, რადგან ყურადღება არა ინფორმაციაზე არამედ მისი გადმოცემის ფიზიკურ ფორმაზეა გამახვილებული. რადგანაც უკვე დავამტკიცეთ, თუ რა განაპირობებს ემოციური რეკლემების პოპულარობას, მოდით ახლა მე დავსვამ რიტორიკულ კითხვას? რომელი უფრო ეფექტიანია? როდესაც რეკლამა მომხმარებლებს პროდუქტის შესახებ რელევანტური ინფორმაციით ავსებს და პროდუქტის გაყიდვების სტიმულირებას ამით ახდენს(ანუ რაციონალური) თუ რეკლამა რომელშიც მომხმარებელი არა პროდუქტით არამედ თვითონ რეკლამით იხიბლება(ემოციური)? რა თქმა უნდა პირველი მათგანი, რადგან რეკლამის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგის ნაწილის პირველი და უმთავრესი დანიშნულებაა გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელში პროდუქტის ფაქტობრივი სარგებლის დანახვა. მოკლედ, რომ ვთქვა მომხმარებელს თქვენი პროდუქტი უნდა მოეწონოს და არა რეკლამა. ამის საშუალებას კი, არა ემოციური,არამედ რაციონალური მარკეტინგი იძლევა, რადგან კენონ-ბარდის ემოციის თეორიის თანახმად ემოციური სტიმული მხოლოდ 2 ერთდროულ რეაქციას იწვევს,აგზნებისა და ემოციის განცდებს ხოლო იმისთვის, რომ მომხმარებელმა თქვენი პროდუქტის ფაქტობრივი სარგებელი შეიცნოს, გაიაზროს და ამით პროდუქტმა მასში სიმპათია აღძრას აზროვნებისა და მეხსიერების კოგნიტური პროცესებია საჭირო და არა აგზნება და ემოციური განცდა.

ფოტო 2. rationality wins against emotionality

 

რაოდენობრივი კვლევა რეკლამების შესახებ

ჩვენ ზემოთ უკვე დავამტკიცეთ, რომ რაციონალური მარკეტინგი უფრო ეფექტიანია ვიდრე ემოციური, თუმცა ვფიქრობ ამის პრაქტიკული მაგალითიც საჭიროა. ზემოთ ისიც ვახსენეთ, რომ ამერიკაში რაციონალურ მარკეტინგს ანიჭებენ უპირატესობას, მოდით ვნახოთ მისგან განსხვავებით რა ხდება და რატომ ხდება საქართველოში. ქართველების ფსიქოლოგიური მეტაანალიზისთვის ალბათ დამეთანხმებით, რომ მონაცემები გვჭირდება. ამის გამო მე ჩავატარე კვლევა იმის შესახებ თუ რომელი ტიპის რეკლამები მოსწონთ საქართველოში, რათა გამეგო რომელი ტიპის მარკეტინგი იზიდავდათ ქართველ ხალხს. შეგახსენებთ, რომ არსებობს რეკლამების სხვადსხვა ტიპები: ეთოსი, ლოგოსი და პათოსი. ეთოსი ანუ ეთიკური რეკლამა მიზნად ისახავს განმთავსებლის სანდოობის მოპოვებას ამ დროს ბრენდი ძირითადად მის უმაღლეს პერსონაჟს იყენებს, რათა მომხმარებლებში სანდოობა გაზარდოს, რადგან თქვენთვის პატივსაცემი ადამიანი იტყვის, რომ პროდუქტი კარგია ეს თქვენშიც ემოციურ სტიმულს გამოიწვევს და სანდოობის ალბათობაც გაიზრდება(ეთოსში შედის პოლიტიკური რეკლამებიც). პათოსი არის ემოციური რეკლამა, ანუ რეკლამის ის კატეგორია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს და ზემოთ ძალიან დავაკნინეთ. ხოლო მესამე და ჩვენი ზემოთხსენებული მსჯელობითა და მტკიცებით ყველაზე ეფექტიანი რეკლამა არის ლოგოსი, ანუ ლოგიკური რეკლამა, რომელიც მომხმარებელს ლოგიკისა და ფუნდამენტური მიზეზების გამოყენებით არწმუნებს.

ფოტო 3. types of advertisements

რადგანაც უკვე განვიხილეთ რეკლამები, მოდით ახლა წარმოგიდგენთ ჩემს რაოდენობრივ კვლევას. თბილისის ქუჩებში გამოვკითხე 30 ადამიანი და ყველა მათგანს დავუსვი ერთნაირი შეკითხვა, რომელი ტიპის რეკლამები მოგწონთ ყველაზე მეტად. აღსანიშნავია, რომ კითხვა დახურული იყო და 3-დან ერთი რეკლამის ტიპი უნდა აერჩიათ. ახლა კი შედეგების სანახავად და გასაანალიზებლად წარმოგიდგენთ უკვე კვანტიფიცირებულ მონაცემებს წრიული დიაგრამის სახით.

ფიგურა 1. წრიული დიაგრამა

ვინაიდან უკვე სახეზე გვაქვს მონაცემები, უკვე შეგვიძლია დედუქციურად გავაანილოზით ისინი. როგორც ზემოთ ნახეთ მე გავამართლე ლოგოსი, რაციონალური მარკეტინგი და ეს კაუზალურადაც ავხსენი, თუმცა კვლევაში ცოტა განსხვავებული შედეგები მივიღეთ, რადგან გამოკითხვაში ცოტა მეტმა ადამიანმა აირჩია ემოციური რეკლამა. კოვარიაციის პრინციპის მიხედვით თუ არსებობს მიზეზი იარსებებს ქცევა და თუ არ არსებობს მიზეზი არც ქცევა იარსებებს, ხოდა მოდით მივაკვლიოთ მიზეზს თუ რატომ არის ამერიკისგან განსხვავებით საქართველოში ემოციური რეკლამები უფრო სასურველი. აღსანიშნავია, რომ საქმე ამ შემთხვევაში პირობით განმტკიცებასთან გვაქვს, რადგან მყარი კავშირი არსებობს გამოკითხულთა რეაქციასა და იმ გარემოს შორის, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. იმისთვის, რომ მოვახდინო ოპტიმალური ექსპოზიცია აქაც გამოვიყენებ კორელაციურ მეთოდებს და ორ ცვლადს, დისპოზიციურ ცვლადს და განათლების დონეს. შეგახსენებთ, რომ განათლების დონით საქართველო ტოპ 65 ქვეყანაშიც არ შედის (Review, Education Rankings By Country 2021, 2021),რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია, შესაბამისად დაბალია ქართველების საშუალო ინტელექტუალური კოეფიციენტიც. რას ნიშნავს ეს? ქართველების დიდ ნაწილს უჭირს ლოგიკაზე დაფუძნებული ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და ურჩევნიათ უყურონ უბრალოდ სასიამოვნო რეკლამას და მოიხიბლონ უშუალოდ რეკლამით. სწორედ ეს განაპირობებს ქართველებში იმას, რომ ემოციური რეკლამაა მოსაწონი, თუმცა საბედნიეროდ მას დიდი ანგარიშით არც ლოგოსი ჩამორჩება.

 

დასკვნა

ასეთი იყო ჩემი პირადი მოსაზრება რაციონალურ და ემოციურ მარკეტინგთან დაკავშირებით, რომლის ექსპოზიცია ფსიქოლოგიური ასპექტების წყალობით მოვახერხე. რისი თქმა შეიძლება საბოლოოდ ამ საკითხთან დაკავშირებით? რადგანაც ზემოთ ყველაფერი ისედაც დეტალურად აგიხსენით გამეორებას აღარ დავიწყებ და უბრალოდ დასკვნის სახით ჩამოვაყალიბებ, რომ გრძნობები და ემოციები ვერასდროს დაამარცხებს ლოგიკასა და ფაქტების ანალიზს!

 

გამოყენებული წყაროები

Antonio. (2015 წლის 27 January).Rational vs. Emotive Marketing – Which Is Best for Global Audiences?
Review, W. P. (2021). Education Rankings By Country 2021
Review, W. P. (2021). Education Rankings By Country 2021