ზოგჯერ „საბრალო“ – მისი აღმატებულება მომხმარებელი
მარიამ ბაღათურია , IBSU, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა
თითოეული ბრენდის უპირველესი მიზანია შექმნას ხარისხიანი პროფუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს და მოიზიდავს მომხარებელს. თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურია და გააჩნია სხვადასხვა ინტერესი. კომპანიები ირჩევენ კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფს და მასზე მორგებულ პროდუქტს ქმნიან.მომხარებელი დიდ ინტერესს იჩენს ბრენდის მიმართ, რომელიც მას ჰგავს. აქ დიდ როლს ასრულებენ კარლ გუსტავ იუნგის არქეტიპები.
შეძენის დროს მომხარებელი, ზეშეცნეულად დიდ ყურადღებას ანიჭენბს ფასს, ხარისხს, მომსახურებას, ქვეშეცნეულად კი არქეტიპს. შესაძლებელია რამდენიმე ბრენდმა აწარმოოს ერთნაირი პროფუქტი, მაგრამ მომხარებლის დამოკიდებულება მათ მიმართ იყოს სხვადახვაგვარი. ბრენდსთვის გარდა პროდუქტის შექმნისა და მომხარებლის მოზიდვისა, აუცილებელია მომხარებლის შენარჩუნება.
სხვადასხვა მარკეტინგული ლიტერატურის მიხედვით არსებობს მომხარებლის ოთხი ტიპი:
- პეპელა – რომელიც დღეს აქაა და ხვალ იქ, ანუ დაფარფატებს.
- ფანი – რომელიც ემოციურად ახლოა პროდუქტთან
- ერთგული – რომელიც მართლა თავდადებულია.
- შემთხვევითი – რომელიც გზაზე მიდიოდა და უეცრად შეჩერდა, შემდეგ დაამთქნარა და გზა განაგრძო, შემდეგ ისევ შეჩერდა და შემხვედრი პროდუქტი, ვთქვათ ორცხობილა იყიდა.
ერთგული მომხარებელი- არის მომხარებელი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბრენდის პროდუქტს ყიდულობს.
ფანი – არის მომხარებელი, რომელსაც მოსწონს პროდუქტი, მაგრამ არ აქვს შეძენის შესაძლებლოვა
პეპელა – არის მომხარებელი- რომელსაც არ აქვს კონკრეტული დამოკიდებულება ბრენდის მიმართ ჩამოყალიბებული და კომპანიის ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში წავა კონკურენტთან.
შემთხვევითი- არის მომხარებელი რომელიც არ უყურებს ბრენდს და ყიდულობს იმას რაც შეხვდება.
ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული მათგანი ქართული ბრენდებისა და მისი კონკურენტების მაგალითზე. დღესდღეობოთ საქართველოში უამრავი მცირე ბიზნესი აწარმოებს პროდუქტს ერთნაირი მიმართულებით, მაგალითად;ტანისამოსს. ასეთი ბრენდებია: „მერაკი“ და „პარაისო” , რომლებიც ერთმანეთის პორდაპირი კონკურენტები არიან. მათ აქვთ განსახვავებული ხარისხი და ფასი.მომხარებელიც დიდ ყურადღებს აქცევს მათ მაცადიათებკს და იმის მიხედით წყვეტს რომელი ტიპის მომხარებელი იყოს. პირადი გამოცდილებიდან არცერთი მოცემული ბრენდის ერთგული ან ფანი არვარ. ვარ პეპელა „ მერაკი“-ს , რადგან შედარებით მისაღებია მისი ფასი და ხარისხი და შემთხვევითი მომხარებელი „პაიროსი“ იქიდან გამოდმინარე, რომ შეიძლება კონკრეტულ მომენტში ქონდეს კონკრეტული ნივთი, რომელიც მომეწონება .ტანისამოსის მწარმოებელი ბრენდებიდან ერთგული მომხარებელი ვარ „stradivarius“-ის რომელიც ზუსტად ერგება ჩემს გემოვნებას. აქვს მისაღები ფასები და ხარისხი.რომელიც თავისფულად ერგება თინეიჯერებს და აყოლილია თანამედროვე მოდას. ვფიქრობ მომხარებლის დამოკიდებულება თითოეული ბრენდის მიმართ განპირობებულია მისი გემოვნებით. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ სურსათის მაღაზიებიც. „ორი ნაბიჯი“ „ლიბრე“ „ ნიკორა“. ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ფასებითა და განსახვავებული პროდუქტებით, მათი ხარისხით. პირადი გამოცდილებიდან არცერთი მათგანის ერთგული მომხარებელი არ ვარ. პეპელა ვარ „ ორი ნაბიჯის“ , რადგან არის სახლთან ახლოა და კომოფრტულია, ასევე მისი ფასებიც შედარებით მისაღებია. ხოლო შემთხვევითი ვარ ნებისმიერი სურსათის მაღაზიის, კონკრეტული. საჭიროების და ადგილის მიხედვით.
მომავლის დიდი მარკეტერი
მარიამ ბაღათურია