თვისებრივი კვლევა – ქართული ბრენდების პიროვნული თვისებები
თაირა მაღლაკელიძე და ლანა ჯალაღონია,
IBSU მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა
ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი
თითოეულ ბრენდს გააჩნია პიროვნული მახასიათებლები, ისევე როგორც ადამიანებს. ეს კონცეფცია კევინ კელერმა განავითარა 1991 წელს. ბრენდების „ადამიანური თვისებები“ მეტად საინტერესო ფსიქოლოგიური დეტერმინანტია თავად ადამიანის შესაცნობად. დიდმა კელერმა 5 ბრენდული მახასიათებელი აღმოაჩინა რომელიც პიროვნულობას უსვამდა ხაზს. ეს მახასიათებლებია:
- გულწრფელობა;
- აღელვებულობა;
- კომპეტენტურობა;
- დახვეწილობა;
- სიმკაცრე.
ქართულ ბაზარზე ბრენდების სიუხვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ჩამონათვალის მიხედვით ჩავატაროთ საინტერესო კვლევა. მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელ ბატონ კახაბერ ჯაყელის დავალებით ჩვენ გამოვიკვლიეთ მიზნობრივი მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა , რომლებმაც ქართული ბრენდები შეუსაბამეს თითოეულ მახასიათებელს. ჩვენი კვლევის შედეგი კი ასეთია.