თვისებრივი მარკეტინგული კვლევა საქართველოს ჩაის ბაზარზე
ლიზა ოდიშელიძე
მარკეტინგი, კ.ჯაყელის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა 2021 წელი, IBSU
რა ქმნის საქართველოს ეკონომიკას? ისმის კითხვა და თავისთავად ეკონომიკის მთავარი არსი გვახსენდება, საოჯახო მეურნეობის მართვა. უფრო კონკრეტულად კი,ორი ან მეტ სუბიექტს შორის საქმიან ურთიერთობა, გაცვლა, სპეციალიზაცია და სხვა აქტივობები.რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე,რაშიც ქართული ჩაის ბრენდებიც დიდ როლს თამაშობენ.
უდაოა,რომ საქართველოს დაბრუნება ჩაის მწარმოებელი ქვეყნების რიგში შესაძლებელია,მაგრამ ეს მხოლოდ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი ნედლეულის დამზადადებითა და თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზე მოწყობილი ჩაის ფაბრიკებით მიიღწევა. ჩემს მიერ ჩატარებული თვისებრივი მარკეტინგული კვლევის მიზანია გავიგოთ ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება ჩაის ბრენდებისადმი და თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობაში საქართველოს ჩაის ბაზრის პრობლემებსა თუ მიღწევებზე.უნდა აღვნიშნო ის ფაქიტი,რომ გამოკითხვა განვახორციელე წინასწარ შედგენილი კითხვარის საფუძველზე, რომელიც დატვირული იყო აქტუალური კითხვებით,რათა ამომწურავი პასუხი მიმეღო ჩაის პროდუქციის ბაზრის და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის,მოკლედ მოგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის გაშენების ისტორია XIX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. XX საუკუნის დასაწყისში კი დასავლეთ საქართველოს რეგიონების განვითარება, ძირითადად, მეჩაიეობის დარგთან იყო დაკავშირებული. ხშირად გაიგონებდით,საქართველო ჩაის ქვეყანააო. 90-იან წლებში საქართველოში ჩაის მოყვანა და წარმოება კატასტროფულად შემცირდა, ჩაის არსებული ფაბრიკების უმრავლესობა დაიხურა, პლანტაციები გაჩანაგდა, გაჩნდა უმუშევრობა. ქართულმა ჩაიმ დათმო ბაზარი. საქართველოშიც კი, ქართული ჩაის მოყვარულებს სხვა არაფერი დარჩენოდათ და იმპორტირებული ჩაით სავსე ფინჯანს ქართული ჩაის ნოსტალგიით მიირთმევდნენ.
დღევანდელ რეალობაში კი, შეიძლება ითქვას, რომ სუფთად ქართული წარმოების ჩაი თითქმის არ არსებობს და მაქსიმუმ 7%-8%-ით არის წარმოდგენილი. არსებობს ქართული ბრენდები, რომლებიც წარმოებაში ძირითადად უცხოეთიდან შემოსულ ჩაის იყენებენ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმი მხოლოდ 20%-25%-ია. საქართველო ჩაის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა და რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ჩაის წარმოებაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
ახლა კი შევეცდები ნათლად წარმოგიდგინოთ თვისებრივი კვლევის შედეგები. გამოკითხული 30 რესპონდენტისგან, 66.7% (20) სტუდენტია, 8 დასაქმებული პირი, 2 კი მეწარმე.ანკეტის პირველ ბლოკის მიზანი იყო გამოკითხულთა სამომხმარებლო ქცევის დიაპაზონის დადგენა. პირველი კითხვა რომლზეც რესპონდენტებმა უპასუხეს, ეხებოდა ჩაის მოხმარების სიხშირეს. კითხვაზე პასუხების მიხედვით მათ შორის გამოიყო ორი გამოკვეთილი ჯგუფი: პირველი, გამოკითხულთა 67% (20ადამიანი) ყოველდღე სვამენ ჩაის, გამოკითხულთა დანარჩენი 33% კი მხოლოდ თვეში 2-3 ჯერ თუ მიირთმევენ ჩაის. იხ.ფოტო 1.
რესპონდენტთა მოხმარების ჩვევების დასადგენათ, მათ დაესვა შეკითხვა ადგილზე, სადაც ისინი ყველაზე ხშირად ყიდულობდნენ ჩაის. რესპონდენტთა უმრავლესობამ 82%-მა უპასუხა საცალოდ მოვაჭრე მაღაზიები. რაც შეეხება დანარჩენ 18%-ს ისინი ჩაის სპეციალიზირებულ მაღაზიებში ყიდულობენ.ეს გვიჩვენებს, რომ საშუალო მომხმარებელი კვლავ ეძებს ნამდვილ პროდუქტს, და ცდილობს პროდუქტი შეიძინოს პროფესიონალების კონსულტაციის დახმარებით.ეს დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან ის ასახავს მომხმარებელთა უპირატესობას მიწოდების მოკლე ჯაჭვის მიმართ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს თავი აარიდონ შუამავლების დანახარჯებს. იხ.ფოტო 2.
ჩაის მოხმარების ყველაზე პოპულარული ადგილი გამოკითხვის მხიედვით საცხოვრებელი სახლია,შემდგომ კი ჩაის სახლი/რესტორანი. იხ.ფოტო3.
რაც შეეხება მომხმარებელთა არჩევანს ჩაისს ბრენდებისადმი, ჩამოთვლილი 11 ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი ჩაიდან პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
ჩემ მიერ ჩატარებული თვისებრივი და მარკეტინგული კვლევიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნები და რეკომენდაციები: მომხმარებელი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა ჩაის ხარისხის და ფასის მიმართ, თუმცა ამ ორი ფაქტორის შედარებისას ერთმნიშვნელოვნად გამოვლინდა ხარისხის უპირატესობა. ხარისხის გაუარესებაა ის უპირობო ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული მომხმარებლები აღარ შეიძენენ მათთვის საყვარელ ბრენდს. ჩაის თვისებების მხრივ, მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს მის გემოს და არომატს. ჩაის მოხმარების უმთავრესი მიზეზია მისი გემოვნური თვისებები, მათ მოსწონთ ჩაის გემო,თუმა ის რომ განტვირთვაში გვეხმარება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა შავი ჩაი, შემდგომ ხილის, მწვანე ჩაი და რაც შეეხება სამკურნალო ჩაის, როგორც ჩანს არც ისე მოთხოვნადია. უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ ქართული ჩაი ბევრად მოთხოვნადია, ვიდრე უცხოური, ვინაიდან ქართველ მომხმარებელს უფრო მეტი ნდობა აქვთ ადგილობრივი წარმოებისადმი.
ეს ხელჩასაჭიდი ფაქტორებია იმისთვის რომ საქართველოს ჩაის ბაზრის წარმატება ვივარაუდოთ. კარგი იქნება თუ,სახელმწიფო ჩაერთვება მეჩაიობის დარგის განვითარებაში, მოხდება ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერების სწავლება-გადამზადება. დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩაის ბაზარზე კვლავ დაიბრუნებს ლიდერობას, ამაში კი ჩვენ, მოქალაქეებს უდიდესი როლი გვაკისრია.