ინტერაქცია ბრენდის ძალაა
ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ასკანელი – მომხმარებლის გულისა და გონების ბინადარი
კარგი ღვინო – უპირატესობაა ცხოვრების წინაშე. ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ცხოვრებას ყველაზე მეტად ნამდვილი მეგობრები, ბედნიერი მოგონებები და კარგად დაძველებული ქართული ღვინო გვილამაზებს. ასკანელი ძმები – ბოთლში მოთავსებული მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციაა. ღვინის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ნამდვილ ღვინოს არა მხოლოდ მისი ასაკი, არამედ ბუნება და ისტორია განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, როდესაც ნამდვილ ბრენდზე ვსაუბრობთ მე მას ხელოვნების ნიმუშს შევადარებდი, რომელიც მდუმარედ გვიყვება საკუთარ ისტორიას და მუდამ მზადაა ჩვენს მოსასმენად. ასკანელიც თავის ძირძველ ისტორიის და წარსულის შესახებ ერთ დიდ და საინტერსო ამბავს გვიყვება.
ასკანელი მიზნობრივ სეგმენტთან მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებს, ინტერაქტიული მარკტინგული კომუნიკაციებით მათი სულისა და გულის გამოხატულების შეცნობას, გათვითცნობიერებას და გასიგრძეგანებას მუდმივად ცდილობს.
მოგეხსენებათ, მარკეტინგული კომუნიკაციები ბრენდის ხმას წარმოადგენს. ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ბრენდი მომხმარებელთან დიალოგს მართავს და ურთიერთობას ამყარებს.
საინტერესოა, რა განსხვავებაა მარკეტინგის ორ უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო საშუალებას პრომოციასა და რეკლამას შორის. ერთი შეხედვით თითქოს მას ერთმანეთთან ვაიგივბთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. ამაში ახლავე დაგარწმუნებთ.
პრომოცია VS რეკლამა
სამომხმარებლო ბაზრისათვის მარკეტინგული კომუნიკაციების საერთო ვარიანტები შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს, რომელიც ქვმოთაა ჩამოთვლი. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია ბრენდის იმიჯის შესაქმნელად. მთავარი ის კი არაა, ბრენდმა საკუთარი იმჯით პრომოცია უზრუნველყოს, რომელსაც საბოლოოდ გაყიდვებამდე მივყავართ, არამედ ბრენდს ჰქონდეს ფასეული რეკლამა (იქნება ეს ეთოსი, პათოსი თუ ლოგოსი ან სამივე ერთად), რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქტის, სერვისის ცნობადობის ჩამოყალიბებას და აზრის სწორად ჩასახვას მომხმარებლის გონებაში და ყველაზე მთავარი მის სულსა და გულში. მარტივად რომ ვთქვათ, პრომოცია გულისხმობს ინფორმაციის გავრცელებას პროდუქტის, პროდუქციის ხაზის, ბრენდის ან კომპანიის შესახებ, ხოლო რეკლამა არის ცალმხრივი კომუნიკაცია, რომლის მიზანია პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, თუ როგორ მიიღონ ისინი.
განვიხილოთ, როგორ ახდენს ასკანელის ბრენდი თითოეული რეკლამის კატეგორიაში პოზიციონირებას.
მედია რეკლამა
(მოიცავს: TV, რადიო, გაზეთები, ჟურნალები)
ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ ტელევიზია ძლიერი სარეკლამო
საშუალებაა, ვინაიდან, მომხმარებლების ფართო სპექტრს აღწევს, იძლევა ყურების, მოსმენის და ჟესტიკულაციის საშუალებას.
ასკანელის რეკლამებიც თითქოს ბრენდის სულიერების ერთგვარი გამოძახილია. ნამდვილი ისტორიის შემქმნელი ბრენდი, ძლიერი ხასიათით – ასე პოზიციონირებს იგი თითოეულ სარეკლამო რგოლში. აღსანიშნავია ისიც, რომ ასკანელის რეკლამები ორიენტირებულია, როგორც ლოგოსზე, ისე პათოსსა და ეთოსზე, რაც მომხმარებელზე გრძელვადიან დასამახსოვრებელ ეფექტს ახდენს.
რაც შეეხება რადიოს, გაზეთებს, ჟურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეშიც ადევნებენ თვალს, მაინც უნდა აღინიშნოს რომ საზოგადოება ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს და დღეს, ინტერნეტ სამყაროში, რადიო, ჟურნალები, გაზეთები, აღარაა წინა პლანზე წამოწეული. აქედან გამომდინარე, ასკანელის რეკლამებსაც ამ მედია საშუალებებში იშვიათად შეხვდებით, ვინაიან, ამ ბრენდის მთავარი საკომუნიკაცი წყარო ინტერნეტია.
პირდაპირი მოქმედების რეკლამა
(მოიცავს: ფოსტა, ტელეფონი, რეკლამა რადიოსა და ტელევიზიაში, ბეჭდური მედია, კომპიუტერთან დაკავშირებული, მედიასთან დაკავშირებული).
ასკანელი ამ კატეგორიებიდან ყველაზე უფრო მასშტაბურად კომპიუტერთან, ინტერნეტთან დაკავშირებულ მედია პლატფორმებზე მოღვაწეობს, ძლიერ კონტენტს ქმნის და საზოგადოებას ამ ბრენდის მიმართ ლოიალურობის და მიმზიდველობის განცდას უჩენს.
საკომუნიკაციოდ ასევე იყენებს ფოსტას, ტელეფონს, თუმცა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ისევ და ისევ სოციალურ მედია პლატფორმები იკავებს პირველ ადგილს.
რეკლამის განთავსება
(მოიცავს: ბილბორდები და პლაკატები, კინოთეატრები, ავიაკომპანიები, პროდუქციაზე განთავსება, შეძენის ადგილი)
აქვს თუ არა ასკანელს გარე რეკლამები? – არა, რადგან მუდმივად ორიენტირებულია შიდა რეკლამების გაძლირებაზე და ყოველთვის ცდილობს მოხმარებელს შიდა კონტენტის რეკლამებით მისწვდეს და ბილბორდებზე, პლაკატებზე დახარჯული ძალისხმევა შიდა რეკლამებს მოახმაროს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომავალში, ამ სტრატეგიით, ბრენდი შეიძლება უფრო ცნობადი და წარმატებული გახდეს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
რეკლამა გაყიდვის ადგილებში
(მოიცავს: თაროებზე განლაგება, მარკერები, შეფუთვა, მაღაზიის რადიო ან TV)
როდესაც პირველად ამ ბრენდის შესახებ გავიგე, მისი ძებნა დავიწყე სხვადასხვა ქსელური სუპერმარკეტის დახლებზე და მინდა გითხრათ, რომ პირველივე დანახვისას მიმიზიდა მისმა ესთეტიურმა და დახვეწილმა დიზაინმა. სხვადასხვა ღვინის ბრენდებს შორის იყო განლაგებულო, მაგრამ დამერწმუნეთ, მას ყველასგან გამოარჩევდით. მისი რეკლამა გაყიდვის ადგილებში ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ბრენდის დიფერენცირებისა და იდენტიფიკაციის სტრატეგიებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ,,ასკანელი ძმებისთვის“.
რაც შეეხბა მის მარკირებას, დიზაინს და შეფუთვას, რომელიც ქართულ-ევროპული შტრიხების ნაზავია ამ ბრენდს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
სარეკლამო აქციები
(მოიცავს: სავაჭრო გარიგებები და ფასდაკლებები, გაყიდვების ადგილებზე ფასდაკლებების ჩვენება, ბონუსები, დილერებისათვის წამახალისებელი კონკურსები, სასწავლო პროგრამები, სავაჭრო გამოფენები, ერთობლივი სავაჭრო-სამრეწველო რეკლამა).
როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელის ბრენდებს, ასკანელსაც აქვს შთამბეჭდავი ფასდაკლებები, ძირითადად დღესასწაულებზე, რათა გაგვილამაზოს ეს დღეები და კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს სადღესასწაულო განწყობა.
ასკანელი – ეს არის ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად უხდება დღესასწაულს. გემოთა და არომატთა მრავალფეროვნებით ქმნის ნამდვილ ემოციას და ჰარმონიას. რაც შეეხება სავაჭრო გამოფენებს, მას არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც შევხვდებით, ვინაიდან ასკანელი დღესასწაულების აქტიური სულისჩამდგმელია.
ამ ღონისძიებებიდან უნდა აღინიშნოს სულ ახლახანს მოწყობილი გამოფენები (2022 წელი) სადაც:
- International Wine Competition – ზე ასკანელის ცქრიალა ღვინო ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
- მანჩესტერში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია გახლდათ.
- ფორბს ჯორჯიამ ასკანელი გამორჩეულ ქართულ ბრენდებს შორის დაასახელა.
- ასკანელი ProWein-ის მსოფლიო გამოფენაზე, დიუსელდორფში გაემგზავრა.
- ასკანელის ბრენდის კიდევ ერთი დიდი წარმატება Gilbert & Gaillard International Challenge 2022-ზე. ბრენდი XO ცნობილი საერთაშორისო კონკურსიდან ოქროს ჯილდოთი დაბრუნდა.
- მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო კონკურსზე – GIlbert & Gaillard International Challenge 2022, ასკანელის პროდუქტებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
- ქართული ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მონტე-კარლოში საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარსდგა.
ეს და სხვა მრავალი წარმატება ასკანლს ეკუთვნის, ბრენდს, რომელიც მუდმივად წიინ მიიწევს და არ ნებდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უცხოურ ბაზარზე წარმატების მიღწევასთან ერთად, ასკანელისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს თავისი ქართული ხასიათი და უნიკალური გემო.
მომხმარებლის წახალისება
მოიცავს: სინჯები, კუპონები, პრემიები, ანაზღაურება და ფასდაკლებები, კონკურსები და გათამაშებები ბონუსური შეფუთვა, Price-offs)
მომხმარებელთა წახალისების კუთხით, ყველაზე ხშირად ასკანელი სხვადასხვა ფასდაკლებებით და აქციებით გამოირჩევა, რითაც საკუთარი პროდუქციის პრომოციას ახდენს, რაც თითოეული ბრენდის მამოძრავებელი ძალაა. ეს ყოველივე კი იწვევს მომხმარებლის ლოიალურობას ამ ბრენდის მიმართ.
მოვლენის მარკეტინგი და სპონსორობა
(მოიცავს: სპორტის სახეობები, გასართობი ბაზრობები და ფესტივალები, ქველმოქმედება).
როდესაც ასკანელის ბრენდზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ასკანელის სპონსორობა სხვადასხვა კომპანიებთან, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ამ ბრენდს. მაგალითად, ასკანელი ერთ-ერთი სპონსორი და პარტნიორი გახდა სულ ახლახანს, აგვისტოში, Taste and Play – გოლფის სამოყვარულო და კორპორატიული ტურნირი.
ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეული სერია, Golf For Business, სასწავლო ტურნირსა და პარტნიორების შეხვედრას აერთიანებს და გულისხმობს პარტნიორი კომპანიების პროდუქტებისა თუ მომსახურების წარდგენას Golf & Networking ფორმატში.
რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებებს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანა“-ს საქველმოქმედო კონცერტის გენერალური სპონსორი კომპანია „ასკანელი ძმები“ იყო.
ასევე აღსანიშნავია, რიგის კონფერენცია, სადაც ერთ-ერთი სპონსორი გახლდათ კომპანია „ასკანელი ძმები“, რომლის ღვინოები და ბრენდი ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადილებზე და მიღებებზე. ამან ხელი შეუწყო ბრენდის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო მასშტაბით.
ასკანელის ბრენდის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და კომპანიის “Liber Pater” დაფუძნებელი ლუა პასკე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ღვინის მწარმოებელია, პარტნიორები გახდნენ და ისინი საქართველოში ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.
ამას ემატება კიდევ სხვა მრავალი ღონისძიება, რაც მოწმობს იმაზე, რომ ბრენდი მოვლენის მარკეტინგის და სპონსორობის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე.
მობილური
(SMS & MMS მესიჯები, რეკლამები, გეოლოკაციურობის სერვისი).
ასკანელი რეკლამების მხრივ ლიდერია, თუმცა ის აქტიური არაა SMS & MMS მესიჯების მხრივ, რადგან მიაჩნია, რომ ბრენდმა სხვა კონტენტი უნდა შექმნას და ინფორაციის SMS & MMS-ით მიწოდება არც ისე წარმატებულია დღევანდელ რეალობაში.
ალბათ ეს ასეცაა, ვინაიდან საზოგადოება ნაკლებად კითხულობს კომპანიებისგან მიღებულ შეტყობინებებს, შესაბამისად ეს სტრატეგია მათი დარწმუნების სუსტი წყაროა, ამიტომაც ასკანელი ყოველთვის უწყობს ფეხს თანამედროვეობას.
რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა
ამ მხრივ ასკანელი საკმაოდ აქტიურია, რადგან მისი მთავარი დევიზი საზოგადოებასთან მჭიდრო, აქტიური და გამჭვირვალე ურთიერთობებია.
ბრენდი მაშინაა ძლიერი თუ თავისი რეკლამით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობს და წარმოდგენას უყალიბებს მის შესახებ საზოგადოების ფართო წრეს. მიზნობრივ სეგმენტთან ურთიერთობისთვის კი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებს აქტიურად იყენებს.
თემაზე, რომელზეც ახლა უფრო სიღრმისეულად ვისაბურებთ, ინტერაქტიული მარკეტინგული კომუნიკაციები გახლავთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი მარკეტინგული სტრატეგია.
ინტერაქტიული მარკეტინგული კომუნიკაციები
პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს ინტერაქტიული მარკეტინგული კომუნიკაციები. რაში იყნებენ ბრენდები მას? და რა წარმატება შეიძლება მოუტანოს ერთი შეხედვით ამ ჯადოსნურმა სამმა სიტყვამ კომპანიას?
ინტერაქტიული მარკეტინგული კომუნიკაციები – მარკეტინგის სახეა, რომელსაც ატარებენ სერვისული ორგანიზაციები, რომლებიც მისული არიან იმ დასკვნამდე, რომ შეთავაზებული მომსახურების ხარისხი უმეტესწილად დამოკიდებულია მომსახურების, გამყიდველსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ხარისხზე.
მარტივად რომ ვთქვათ ინტერაქტიული მარკეტინგული კომუნიკაციები მოიცავს:
ინტერაქტიულ ვებ გვერდებს, ელ. ფოსტას, საბანერო რეკლამებს, მულტიმედიურ რეკლამას, ვიდეოებს, სხვადასხვა შეტყობინებების დაფებს, ფორუმებს, ჩატებს, ბლოგებს, Facebook, Instagram, Twitter, YouTube. ერთი სიტყვით ყველაფერ იმას, რასაც დღევანდელ რეალობაში წარმატებამდე მივყავართ.
ვნახოთ როგორ იყენებს ასკანელის ბრენდი ამ მნიშვნელოვან იარაღს.
თუკი ერთხელ მაინც გაგიჩნდებათ ინტერესი ამ ბრენდის მიმართ და მის ვებ გვერდს ესტუმრებით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ გვერდზე შესვლისას ბრენდის ისტორიის თანამოზიარენი გახდებით, ვინაიდან, ვებ გვერდი ბრენდის წარსულს აცოცხლებს. მისი დახვეწილი და შთამბეჭდავი კონტენტი მნახველს განსაკუთრებულ ემოციებს აღუძრავს. ვებ გვერდი საკმაოდ ინფორმატიულია, ამის ნათელი დასტურია ის, რომ გვერდი, არა მარტო ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ბრენდის შესახებ, არამედ მოიცავს სიღრმისეულ ინფორმაციას, რასაც საბოლოოდ ბრენდის ცნობადობამდე მივყავართ.
ასკანელის რეკლამებიც თითქოს ბრენდის ისტორიის ერთგვარი გამოძახილია, სადაც ღვინო არის გადმოცემული არა როგორც ალგოჰოლური სასმელი, არამედ როგორც, დროის გატარების საუკეთესო საშუალება, დროის, რომელიც ზღვა ემოციებთან და სიხარულთანაა დაკავშირებული. ბრენდი აქტიურად იყენებს სოციალურ პლატფორმებს Facebook, Instagram, რომელზეც მუდმივად აქტუალურ და ხარისხიან კონტენტს გვიზიარებს. ცდილობს იყოს გამორჩეული, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და არასდროს დაივიწყოს წარსული – როგორც საკუთარი გამოცდილების მთავარი იარაღი. სოციალურ ქსელებში შევხვდებით ძველ-ქართულ მოტივებს: ძველ-ქართულ კინოფილმებს, ქართულ-ხლხურ ცეკვას, სიმღერას (მის რეკლამებში აქტიურად შევხვდებით ,,მრავალჟამიერის“ საოცარ ჰანგებს), ქართულ სამოსს, რომელიც ერთგვარ პათოსს იწვევს მოხმარებელში ეს კი ზრდის მათ ინტერესს და ერთგულებას „ასკანელი ძმების“ მიმართ.
ამგვარად, ინტერაქტიული მარკეტინგულ კომუნკაციებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უკავია მარკეტინგში. ეს კომუნიკაციები ერთიანი ძალაა, რომელიც საზოგადოების სიღრმისეული ინფორმირების საშუალებას იძლევა. ასკანელმა ეს ზუსტად გააცნობიერა და შექმნა ძლიერი კონტენტი სოციალურ მედია პლატფორმებზე, რომელსაც დღეს, ჩვენ, ასე აქტიურად ვიყენებთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასკანელმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისთვის სწორი სტრატეგია აირჩია, რომელის შედეგსაც დღითიდღე იმკის.
ასკანელი – ბრენდი, რომელიც ყოველ განსაკუთრებულ შემთხვევას ახალ ისტორიად აქცევს!
ასკანელი – ღვინო, რომელიც საკუთარ სათქმელს ყოველთვის ამბობს, ვინაიდან, მომხმარებლის გულისა და გონების ბინადარია!
#ასკანელი
#ისტორიაგრძელდება