კახაბერ ჯაყელის ლექცია დუკესნის უნივერსიტეტში

ჯანდაცვის მარკეტოლოგმა, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებების სკოლის პროფესორმა, ფულბრაიტელმა მეცნიერმა კახაბერ ჯაყელმა, პროფესორ ჟანეტ ჰაინესის მოწვევით, 26 ივლისს წაიკითხა ლექცია დუკესნის უნივერსიტეტში (აშშ). ლექცია განხორციელდა ონლაინის მეშვეობით.

ლექციის მთავარი თემა იყო რეკლამა ჯანდაცვის სფეროში. პროფესორ ჯაყელის მიერ გამოითქვა მოსაზრებები ჯანდაცვის რეკლამის 4 სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მისი კვლევით იქნა შესწავლილი.

წარსულში კახაბერ ჯაყელი მუშაობდა, საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის კონცებციაზე 2007-2008 წლებში, იგი იყო ფულბრაიტელი მკვლევარი იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში, 2000-2024 წლების ჩათვლით თანამშრომლობდა ჯანდაცვის ეკონომიკის ჩრდილოეთ გერმანიის ცენტრთან, ქალაქ ჰანოვერში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს უნივერსიტეტებში და იყო რამოდენიმე სამაგისტრო, სადოქტორო, საბაკალავრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი. 2017-2018 წლებში კახაბერ ჯაყელი მუშაობდა ატლანტაში, სადაც კითხულობდა ლექციებს კოლის ბიზნეს სკოლაში.

2024 წელს კახაბერ ჯაყელმა ამერიკული სამეცნიერო გამომცემლობის IGI GLOBAL-ის შემოთავაზებით გამოსცა წიგნი Modern Healthcare Marketing in the Digital Era, რომელიც წარმატებით სარგებლობს, AMAZON-ზე და სხვა პლატფორმებზე.

https://www.amazon.com/Modern-Healthcare-Marketing-Digital-Era/dp/B0CFF5K9ZY

კახაბერ ჯაყელის ლექცია დუკესნის უნივერსიტეტში შეგიძლიათ იხილოთ ამ ამერიკული უნივერსიტეტის შემდეგ ბმულზე:

https://duq.zoom.us/rec/play/TpkppxjwD1PBxFHp-InNDvP8Xc7u1DdYc7wTHzSkuo_Ew2jph0cr2JwgGBemiJ4xXWIY7qSES7X_amLk.JJan7Cuceet8BWCr?canPlayFromShare=true&from=share_recording_detail&continueMode=true&componentName=rec-play&originRequestUrl=https%3A%2F%2Fduq.zoom.us%2Frec%2Fshare%2FQXiDOsUL8sv-elzs-ohTq6NjeYZsOcDfwK8A_cVSyl7noGq7U62z-OvymblzbMsl.4frK_6_TGZpVWFsG

 

მარკეტინგის სახლის რედკოლეგია
აგვისტო, 2024