კვლევა – როგორ იძენს მომხმარებელი პურს?
ნათია მირველაშვილი, IBSU, მარკეტინგი
როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, ადამიანის გონება აისბერგივითაა, რომლის ზედა ნაწილი ცნობიერია , ხოლო ის, რაც წყლის ქვემოთაა, ეს უკვე ქვეცნობიერია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომხმარებელზე ქვეცნობიერად.
არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ქცევასა და ფსიქოლოგიაზე, როგორც ცნობიერად, ასევე ქვეცნობიერად. მაგალითად, რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ერთ ადგილას, მით უფრო იზრდება იმის შანსი რომ მეტი პროდუქტი შეიძინოს. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი, რომელიც 40 წუთს ატარებს მაღაზიაში, 2–ჯერ მეტ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ 10 წუთი ჩერდება იმავე მაღაზიაში. ამიტომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში აქვს, რაც შეიძლება სასიამოვნო გარემო შევუქმნათ მომხმარებელს.
რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში ცდილობენ სწრაფი ტემპის მუსიკა იყოს ჩართული. ეს ქვეცნობიერად განაპირობებს მომხმარებლის სისწრაფეს და შესაბამისად მაგიდებიც უფრო სწრაფად თავისუფლდება, რაც მათთვის დატვირთულ პერიოდში საკმაოდ მომგებიანია. არსებობენ იმპულსური, რაციონალური და ტრადიციული მყიდველები. იმპულსური მყიდველი არის ინდივიდი, რომელიც დაუგეგმავად, იმპულსურად და იმ მომენტში არსებულ ემოციებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.
რაციონალური მყიდველი უფრო მეტად ეძიება პროდუქტს. მისთვის მთავარია დარწმუნდეს, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ამისთვის შეუძლია ერთი და იმავე მაღაზიაში რამდენჯერმე მივიდეს.
თემა კი, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო ალბათ უფრო მეორე კატეგორიას განეკუთვნება, სადაც მომხმარებლები რაციონალურად აზროვნებენ და ასე თუ ისე გარკვეულ დროს ხარჯავენ პურის შერჩევაზე.
გადავიდეთ უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე, რომელიც გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგების ანალიზს მოიცავს. მომხმარებლების უმეტესობა, რომელიც გამოვკითხე დადასტურებით ამბობს, რომ უკვე აქვს ფავორითი პური/ბრენდი, რომელსაც იგი სისტემატურად ყიდულობს. აქედან გამომდინარე, დრო, რომელსაც ისინი პურის შერჩევაზე ხარჯავენ არ აღემატება 2-3 წუთს. გამოკითხვის იმ პუნქტს, რომელიც მოიცავდა მომხმარებლების გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პურს ანიჭებენ უპირატესობას, გამოკითხულებმა შემდეგნაირად გასცეს პასუხი: ლიდერობს „იფქლის“ პური, შემდეგ მოდი საცხობის შოთის პური და ასევე დაფიქსიდა პური „ლიტვური“. მიზეზი კი, რატომ „იფქლი“ მარტიივია. მომხმარებლები მას მაღალი ხარისხით გამოარჩევენ და ამბობენ , რომ ფასიც ხარისხის ადეკვატურია. საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პური, იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეიძინოს. ეს არის ხარისხი უპირველესყოვლისა, საფუარისა და მარილის ნორმა, ფასი, ვადა, ბრენდის სახელი. მაშასადამე, გამოიკვეთა ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ.
რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე, რომ თუ ბრენდი ხარისხს დაწევს, მომხმარებელი არჩევანს სხვა ბრენდზე შეაჩერებს, იქიდან გამომდინარე რომ მას დიდი ალტერნატივა აქვს.