კოკა-კოლა & მისი სტრატეგიები
სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა 1886 წელს და დღემდე ბევრისთვის საყვარელ სასმელად რჩება. ალბათ ყველას გასჩენია კითხვა თუ როგორ ინარჩუნებს ეს კომპანია პირველობას ბაზარზე. ეს ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა რომ არა მომხმარებლის ცნობიერებისკენ მიმართული სწორი მარკეტინგული სტრატეგიები და კამპანიები.
კომპანია აქტიურად იყენებს ემოციებს მარკეტინგულ სტრატეგიებში, რათა დაუკავშირდეს თავის აუდიტორიას უფრო ღრმა დონეზე, რადგან, როგორც ვიცით, მომხმარებლების ლოიალურობის შენარჩუნება უფრო რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. კოკა-კოლას შემთხვევაში კი გემოსთან ერთად გადამწყვეტი აღმოჩნდა კრეატიული, პათოსის ტიპის რეკლამები, რომლებიც სითბოს, ოჯახსა და მეგობრობასთან ასოცირდება, ასე რომ მომხმარებელი მისი შეძენისას სასმლის გარდა იძენს ემოციებსაც.
ემოციური ელემენტების დამატებამ ბრენდს დიდი წარმატება მოუტანა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც მკვლევარებმა მონაწილეებს პეპსი და კოკა-კოლა ეტიკეტირებულ ჭურჭელში გადასცეს და აზრი ჰკითხეს. ბევრმა ადამიანმა აჩვენა აშკარა უპირატესობა პეპსის მიმართ, მაგრამ როდესაც მკვლევარმა გამოაქვეყნა ეტიკეტები, ბევრმა შეიცვალა აზრი.
ბაზრის სეგმენტაცია
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ბაზრის სეგმენტაცია, რომელიც ბრენდის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს.
Coca-Cola-ს რეკლამების უმეტესობა, როგორც წესი, ტრიალებს Z თაობის გარშემო, თუმცა, ზოგიერთ რეკლამაში ასევე იხილავთ ოჯახურ სადილებსა და ღონისძიებებს. კომპანიის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ დიდია, რადგან ის მომხმარებელს მრავალი ტიპის პროდუქციას სთავაზობს, მაგ: დიეტური კოლა, რომლის მოხმარება შეუძლია ყველას, რადგან შეიცავს დაბალ კალორიებს და შაქრის რაოდენობას.
ბრენდის იდენტობა
ხალხი, როგორც წესი, ცნობს ბრენდებს მათი ბრენდის ელემენტების მიხედვით. ეს გმირები ქმნიან უნიკალური ბრენდის იდენტურობას, რომელიც განასხვავებს ერთ კომპანიას მეორისგან.
Coca-Cola-ს ჰქონდა თავისი მუდმივი ბოთლის ფორმა, სკრიპტის ლოგო და წითელი ფერი წლების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც Coca-Cola-მ მოიპოვა გლობალური გულშემატკივართა ბაზა.
კონკურენტული ფასები
Coca-Cola-ს კონკურენტული ფასების სტრატეგია დაეხმარა ბრენდს დაიპყრო დიდი აუდიტორია.
ფასიც კომპანიის ღირებულებას შეადგენს. ძალიან დაბალი ფასები მომხმარებლის გონებაში ქმნის დაბალი ხარისხის ასოციაციას, ძალიან მაღალი ფასები კი სეგმენტის შემცირებას იწვევს. ამიტომ ფასების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია.
როდესაც კომპანია გეგმავს ახალ ბაზარზე შეღწევას, ის სთავაზობს პროდუქტებს დაბალ ფასად გაყიდვების მოსაზიდად. Coca-Cola კი აწესებს ფასებს მისი ბაზრის სეგმენტაციის საფუძველზე, რომელიც პრაქტიკულად ყველას შეადგენს.
Cost Leadership არის ორგანიზაციისთვის პროდუქციისა და სერვისების მიწოდების ხარჯების მინიმუმამდე შემცირება. ეს სტრატეგია გულისხმობს იყოთ ლიდერი ღირებულების თვალსაზრისით თქვენს ბაზარზე.
დიფერენციაცია გულისხმობს პროდუქციის ან სერვისის უფრო მიმზიდველად გადაქცევას, კონკურენტებთან შედარებით. კომპანიებს, რომლებიც დიფერენციაციის სტრატეგიას იყენებენ, ძირითადად მცირე აუდიტორია ჰყავთ, რადგან მათ პროდუქტი ან სერვისი არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი (ასეთი პროდუქტები ხშირად ჰედონისტურია).
კოკა-კოლა იყენებს Cost Leadership სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ხელმისაწვდომი პროდუქტის წარმოებას, ხარჯების შემცირებას და ბაზრის სეგმენტის მაქსიმალურ გაფართოებას. ეს სტრატეგია ძირითადად დაფუძნებულია კომპანიის ღირებულებებზე.
დიფერენცირების სტრატეგია
ასევე ხაზი უნდა გავუსვათ ბრენდისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას, ანუ დიფერენცირების სტრატეგიას. რომელიც, უნდა ითქვას რომ, კოკა-კოლას საყრდენი ძალაა.
დიფერენციაციის სტრატეგიის წარმატების მისაღწევად, ორგანიზაციებს სჭირდებათ:
- კარგი კვლევა, განვითარება და ინოვაცია.
- მაღალი ხარისხის პროდუქციის ან მომსახურების მიწოდების უნარი.
- ეფექტური გაყიდვები და მარკეტინგი, რათა ბაზარმა გაიგოს დიფერენცირებული შეთავაზებებით შემოთავაზებული სარგებელი.
- წარმატებული ბრენდინგის სტრატეგია და ტაქტიკა
- ერთგული მომხმარებელი
- სწორი პოზიციონირება
- კარგი საინფორმაციო სტრატეგიები
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
კოკა-კოლა კი ამ პუნქტების უმრავლესობას აკმაყოფილებს, იგი ცალსახად გამოიურჩევა ბაზარზე კონკურენტებისგან, მისი მარკეტინგულინ სტრატეგიებით, ეფექტური გაყიდვებით, წარმატებული ბრენდინგუთ, კარგი საინფორმაციო სტრატეგიებით და რა თქმა უნდა, ერთგული მომხმარებლებით.
კოკა კოლა იყენებს განსხვავებულ შეფუთვას, მის მიერ წარმოებული ყოველი განსხვავებული პროდუქტის შესაფუთად. მაგალითან ფანტა, კვლევის თანახმად ცნობილი გახდა რომ, მომხმარებლების უმრავლესობამ არ იცის რომ ფანტას კომპანია კოკა-კოლა აწარმოებდა, რადგან მისი შეფუთვა ძალიან განსხვავებული იყო სასმელი კოკა-კოლასგან.
კოკა კოლას ასევე ცდილობს შექმნას განსხვავებული გემოსა და არომატის სასმელები, რათა ამ კუთხითაც დიფერენცირდეს კონკურენტებისგან.
ავტორები: მარიამ დამენია, ლანა ჯალაღონია