კომპანია ,,გლოვო’’

ავტორები: ბურჯანაძე ნინო და ნათიშვილი ნინი

 

  • სეგმენტაცია ქცევის მიხედვით

ჩვენი კომპანიის მარკეტოლოგებს კარგად ესმით, რომ ბაზრის სეგმენტების განსაზღვრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ქცევითი მახასიათებლების გამოყენება, რამდენადაც მყიდველები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ცოდნის, დამოკიდებულების, მოხმარებისა და გამოხმაურების მიხედვით და სწორედ ამის გამო, საჭიროა მომხმარებლის თითოეულ ტიპს შესაბამისად მივუდგეთ.

სიტუაციები – ,,გლოვოს’’ მომხმარებლის დაჯგუფება შესაძლებელია იმ სიტუაციის მიხედვით, რომლის დროსაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას იღებს, უშუალოდ ახორციელებს შესყიდვას ან შესყიდულ საგანს იყენებს. ზოგადად, მარკეტოლოგები ზოგიერთი დღესასწაულის სახელის სტიმულირებას ახდნენ, რისი მიზანიც არის სასაჩუქრე პროდუქციის გაყიდვების ზრდა. ჩვენი კომპანიის მარკეტოლოგებიც, რა თქმა უნდა, წარმატებით იყენებენ  ამ სტრატეგიას სხვადასხვა დღესასწაულების დროს და გამონაკლისი არც აღდგომის დღესასწაული ყოფილა. მარკეტოლოგების გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულის ფარგლებში,,გლოვომ’’ თავის მომხმარებლებს შესთავაზა შეღებილი კვერცხებისა და პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ,,გლოვოს’’ აპლიკაციაში ცალკე სეგმენტად გამოიყო სააღდგომო დღესასწაული, სადაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა კვების ობიექტებიდან გამოგვეძახა პასკები, რაც აღდგომის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს და, ასევე, შეღებილი კვერცხები, მათ შორის წითელიც და სხვადასხვა ფერის, განსხვავებული დიზაინებითა და გლოვოს ლოგოს გამოსახულებით. აღნიშნული სტრატეგია კი, თავის მხრივ, აპლიკაციაში შესულ მომხმარებელს უბიძგებს  სააღდგომო ასორტიმენტის დათვალიერებისკენ, ეს ასტიმულირებს აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქციის შეძენას  და საბოლოო ჯამში იზრდება გაყიდვები.

 ასე რომ, დღესასწაულები მოგების ზრდის ერთ-ერთი საშუალება და ,,გლოვოს’’ მარკეტოლოგები ყოველთვის დიდი წარმატებით იყენებენ ამ დღეებს, რათა გაზარდონ გაყიდვები და მოიზიდონ ახალი მომხმარებლებიც ამ განსხვავებული შეთავაზებებით.

  • სწორი კონკურენტული უპირატესობის შერჩევა.

მიზნობრივი ბაზრის მოსაპოვებლად და მასთან ხელსაყრელი ურთიერთობის ასაგებად მთავარია, კონკურენტებზე უკეთესად გავიგოთ მყიდველის მოთხოვნილებები და მას მეტი ფასეულობა შევთავაზოთ, მეტი ფასეულობის შეთავაზებით კი ,,გლოვო’’ დაეუფლება კონკურენტულ უპირატესობას და ის შეძლებს კონკურენტებზე უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნილებები და საჭიროებები.

აუცილებელია გამოვიყენოთ უნიკალური სავაჭრო შეთავაზება, ანუ უსპ. ამის განსახორციელებლად უნდა ავირჩიოთ ერთი მახასიათებელი და მისი საშუალებით ხალხი დავარწმუნოთ კონკურენტებთან შედარებით ,,გლოვოს’’ უპირატესობასა და პირველობაში.

,, გლოვო’’ როგორც ცნობილია, არის მიტანის სერვისი და ის სხვა მიტანის სერვისებისგან დიდად განსხვავებულ პროდუქტსა თუ მომსახურებას ვერ შესთავაზებს თავის მყიდველს, მაგრამ მას შეუძლია კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება, რაც ხშირ შემთხვევაში მყიდველს დადებით დამოკიდებულებას უქმნის აღნიშნული კომპანიის პროდუქციის მიმართ.  აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად ,,გლოვოს’’ შეუძლია აღდგომის დღესასწაულის ფარგლებში შეძლოს თავისი კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება ერთი მარტივი გზით. ეს გზა კი იქნება გაყიდვიდან შემოსული თანხის 10%-ის გადარიცხვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებელ ფონდში. აღნიშნული სტრატეგია, თავის მხრივ, გააუმჯობესებს არა მარტო კომპანიის იმიჯს, არამედ გაზრდის გაყიდვებსაც, რადგან ქველმოქმედება გაყიდვების ერთ – ერთი მთავარი სტიმული შეიძლება იყოს.

  • პოზიციონირება

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში ირჩევს იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რომელიც უფრო დიდ ფასეულობას სთავაზობს მას. ამრიგად,,, გლოვოს’’ მარკეტოლოგებს სურთ, მომხმარებლის ყურადღება გაამახვილონ აღნიშნული კომპანიის კონკურენტულ უპირატესობაზე. ,,გლოვომ‘’ უნდა მოახდინოს ბრენდის სრული პოზიციონირება, რასაც ბრენდის ფასეულობათა განაცხადი ეწოდება. ამან კი ნათლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვაზე, თუ რატომ უნდა შევიძინოთ ,,გლოვოს’’ პროდუქცია. პასუხი კი ამ კითხვაზე მარტივია. ,,გლოვოს’’ ფასეულობათა განაცხადია მისაღები ფასები, სისწრაფე და კონკურენტებთან შედარებით მეტი ახალი შეთავაზება მომხმარებელს. გარდა, ამისა „გლოვო“ კონკურენტებისგან განსხვავდება იმითაც, რომ სადღესასწაულო დღეებს იყენებს მომგებიანად და მარკეტინგულ სტრატეგიას ამ პერიოდში სწორად ახორციელებს, რაც უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლის ყურადღებასაც იქცევს. სწორედ მოცემული სტრატეგიებით, დღესასწაულების პერიოდში და მათ შორის აღდგომის დროსაც იყენებს „იგივე – ნაკლების“ პოზიციონირებას. იგივე-ნაკლები შესაძლოა საკმაოდ ძლიერი ფასეულობათა განაცხადი აღმოჩნდეს, რადგან ის მომხმარებელს სთავაზობს კონკურენტის მსგავს პროდუქციასა თუ მომსახურებას, მაგრამ უფრო ნაკლებ ფასებში. ,,გლოვოს’’ აპლიკაციაში ხშირად შევამჩნევთ გარკვეულ ფასდაკლებებს, ასევე 1+1 აქციას და მაღალი ფასის პროდუქციის შეძენისას უფასო მიტანასაც კი, ყოველივე აღნიშნული კი დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე და მას უბიძგებს, რომ მიტანის სერვისებს შორის არჩევანი გააკეთოს,,გლოვოზე“ და გახდეს მისი ერთგული მომხმარებელი.