კომპანია ნიკორა და მისი ისტორია
სს “ნიკორა“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. კომპანია 1998 წელს დაარსდა, სულ მალე ლიდერების პოზიცია დაიმკვიდრა და მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი დღეს სხვადასხვა მიმართულების საწარმოებს,მასშტაბურ სადისტრიბუციო ქსელს,რამდენიმე ბრენდის ქვეშ მოქმედ სავაჭრო ობიექტებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.
ხორცპროდუქტების წარმოება „ნიკორას“ ჰოლდინგის პრიველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა.კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბაზარზე სხვა ბიზნეს-კომპანიებისთვის გზამკვლევის ფუქცია შეასრულა. ისიც აღსანიშნავია რომ „ნიკორა“ ხორცპროდუქტების ბაზრის 35%-იანი წილით უკვე 24 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
„ნიკორა“-ს სტრატეგია
„ნიკორას“ მიზანია:
კვების მრეწველობის უახლესი ტენდეციების გათალისწინებით,უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება.
ურთიერთგაგებისა და ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოქმედება,რათა ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისა და მომხმარებლების ურთიერთობა იყოს ღირსეული.
პარტნიორ კომპანიებთან ნდობასა და პასუხისმგებლობაზეაგებული ურთიერთობის დამარება.
დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განითარება.
მისია: ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა და ხელშეწყობა, რათა აწარმოონ უმაღლესი ხარისხების კვების პროდუქტები, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ორიენტირი კვების მრეწველობის დარგში
“ნიკორა“ ყოველთვის სცდილობს გააკეთოს აქცენტი მომხმარებელზე და პროდუქტი უმაღლესი ხარისხის შეთავაზოს მათ და ამისთვის ყველაფერს აკეთბენ.
მისი მუშაობის სტრეტეგია მოიცავს განვითარებას,გაფართოებისკინ მუდმივ სწრაფვას,სიახლეების ათვისებას,პროდუქტების დანერგვას მოსახლეობში,მათი აზრებისა და სურვილის წაკითხვას სწორედ ამით გახდა ის ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტი საქართველოში.
ისინი ყურადღებას აქცევენ განათლებასაც და სტუდენტების დაფინანსებას.მათი ინტერესი ძირითადად მიმართულია აგრარული უნივერსიტეტით რათა დანერგონ და შეაყვარონ მეურნეობა ახალგაზრდა სტუდენტებს და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განითარებაში. ერთ-ერთი ასეთი პროფესიაა კვების ტექნოლოგიები სწორედ ამ დარგში ბევრი სტუდენტს უხდის სტიპენდიას და ზრუნავს მათ მომავალზე.
ლიდერები
ნომინაციაში „ლიდერი კომპანია“ ქართული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიალზე სს „ნიკორა“ ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა. ამ ღონისძიებას საფუძველი ჩაეყარა 2003 წელს და ყოველ ჭელს იმართება და აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკორა არა ერთხელაა გამარჯვებული ამ ღონისძიებაში და დიპლომით დააჯილდოვეს.
ასევე წელს ნიკორამ მომხმარებელს შესთავაზა პროდუქტის დაცული შეფუთვა,რაც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და სამომავლოდ სრული ასორტიმენტის ფორმატზე გადასვლას გეგმავენ.შეფუთული პროდუქტი დაცულია გარე ზემოქმედებისგან, უკეთ ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს,იოლია მისი ვადის კონტროლი და მოსახერხებელია მისი ტრასპორტირება.
მისი ლიდერი კი გახლავთ ირაკლი ბოქოლიშვილი რომელიც უკვე დიდი ხანია უდგას სათავეში და ცდილობს ისეთი სუპერმარკეტი ჩამოაალიბოს რომელიც მორგებული იქნება მომხარებელზე და ინვესტორებზე რათა თავისი პროდუქტის რეზლიზირება მოახდინოს.
ბადრი ტყემალაძე