კომპანიების კვლევებისა და განვითარების მაგალითები და სტრუქტურა(R&D)
ამური ბაგაური, IBSU, მარკეტინგის პროგრამა
არსებობს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც კომპანიები იყენებენ ბაზრის კვლევას და ეს მიზეზები დამოკუდებულია პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სტადიებზე.პროდუქტის შემოღებამდე კომპანია იყენებს ბაზრის კვლევას მიზანმიმართული მომხმარებლების საჭიროებების დასადგენად. მას შემდეგ, რაც რეალურად გაყიდვა დაიწყება, კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ბაზრის კვლევა იმის გასარკვევად, თუ როგორი ტაქტიკები იქნება რელევანტული პროდუქტის სასიციხლო ციკლის პირველ ეტაპზე, როდესაც იგი გადის ბაზარზე.მხოლოდ კვლევების დასრულების შემდეგ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქცია და სერვისი.ზუსტად ეს ის ბოლო სტადიაა, როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელები კვლევების ცვლადების დაყრდნობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ თუ რა მიმართულება დაუსახონ პროდუქციას მომავალში.
იმის ცოდნა, თუ რა ხდება ინდუსტრიაში, საუკეთესო საშუალებაა კომპანიებისთვის, ჩადგნენ ინოვაციებისა და სიახლეების სათავეში,რომლის საფუძველზე მათი ბაზარზე პოზიციონირება, ოპონენტებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანი იქნება.
ბიზნესი ასევე კარგად უნდა გაეცნოს საკუთარ რესურსებს და ასევე შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები,რათა მათთვის სრულიად ნათელი იყოს ,ახალი და ინოვაციური პროდუქციის გამოშვების ხელმისაწვდომობა.იქიდან გამომდინარე ,რომ მომხმარებლის გემოვნება მუდმივად იცვლება ,ბიზნესმა უნდა განიხილოს მათი პროდუქტები და მომსახურება არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნის, არამედ არსებული პროდუქტის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.
უკვე ბრენდად ქცეიული Research and Development ანუ კვლევა და განვითარება მოიცავს პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ახალი ცოდნის აღმოჩენას, შემდეგ კი ამ ცოდნის გამოყენებას ახალი და უკეთესი პროდუქტებისა და მომსახურების შესაქმნელად. კომპანიები, რომლებიც არ ჩადებენ ინვესტიციებს კვლევაში და განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების გაჩენისთანავე ემუქრებათ ბაზარზე არსებული კონკურენტებით ჩანაცვლება. ამის ნათელი მაგალითია საერთასორისო ბაზარზე წარმატებული კომპანია Kodak-ი, რომელმაც ხელიდან გაუშვა ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციები და არ მოახდიან საკუთარი სერვისების განახლება და მოდიფიცირება, რომლის საფუძველზე კონკურენტებმა ისინი შეავიწროვეს და გაიყვანეს ბაზრიდან.
რა თქმა უნდა ყველა ახალი კონცეფცია ვერ გადის ბაზარზე და რჩება იდეის სტადიაზე, ამიტომაც ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაატარონ კვლევები და მის საფუძველზე მიიღონ სწორი და დროული გადაწყვეტილებები.
მაგალითები:
1.LEGO
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეგო მრავალი წლის განმავლობაში ბიჭების სათამაშო იყო. მხოლოდ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სათამაშოების ძირითადი მომხმარებლების მხოლოდ 9% იყო გოგონა.
ამის შემხედვარე, კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა ახალი პროდუქტი, რათა აეთვისებინათ ბაზრის ახალი სეგმენტი. ლეგოს მკვლევარებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ 4 წლიანია კვლევა,რომელიშიც მონაწილეობა მიიღეს 3500 გოგონამ და მათ დედებმა. ეს ბაზრის კვლევა მოიცავდა გოგონების თამაშის ჩვევების შესწავლასა და სიღრმისეული კითხვების დასმას იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება გახადოს ლეგოს სათამაშო გოგონებისთვის უფრო მიმზიდველი.
ბაზრის კვლევის შედეგად, 2012 წლის 1 იანვარს, ლეგომ წარმოადგინა სათამაშოების ახალი ხაზი. ამ ხაზს დაარქვეს “მეგობრები”. ამ ხაზმა სტანდარტული აგურის ფერის სანაცვლოდ შემოიტანა უფრო ნათელი ფერები სათამაშოებში. შეიცვალა როგორც შეფუთვა, ასევე კომპლექტში მოცემული ფიგურები. ფიგურებს ოდნავ უფრო დიდი ზომის ა აქსესუარები ახლდა , როგორიცაა სავარცხლები და საფულეები. ყველა ეს ცვლილება შეესაბამებოდა იმას, რაც ბაზრის კვლევის მონაცემების დაყრდნობით მიმზიდველი ჩანდა.
- McDonald’s
მაკდონალდსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების ქსელია. ამ ტენდენციის გასაგრძელებლად მაკდონალდსი იყენებს მიმდინარე ბაზრის კვლევას.ბაზრის შესწავლისას მათ ყურადღება გაამახვილეს ოთხ განსხვავებულ კითხვაზე:
- რომელი პროდუქტებია კარგად მიღებული?
- რა ფასებს იხდიან მომხმარებლები?
- რომელ სატელევიზიო პროგრამებს, გაზეთებსა და რეკლამებს კითხულობენ და უყურებენ მომხმარებლები?
- რომელია ყველაზე ხშირად მონახულებული რესტორნი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, მაკდონალდს შეუძლია დაადგინოს იზრდება თუ არა მათი სამიზნე მომხმარებლების ჯგუფი.
ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, აწვდიდა თუ არა მაკდონადსი საკუთარ მომხმარებელს ჯანსაღ და ორგანულ საკვებს. შემდგომ მათ წამოიწყეს კამპანია იმის დასამტკიცებლად, რომ მათი პროდუქცია (მაგალითად: ბურგერში არსბული ხორცი და ქათმის ნაგეთსები) ჯანსაღია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტებს. მათ ასევე მოახდინეს მენიუს მოდიფიცირება, რომლის საფუძველზე მენიუში ხილის რაციონმა იმატა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მხოლოდ რაც შეეხება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს, იგი დაარსდა 1995 წელს. ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა თვლიდნენ რომ სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება. სწორედ ამ იდეით 1995 წელს დაარსდა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია საელწოდებით „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“.
ორგანიზაციის მისია
ცენტრის მისიაა ქვეყანაში უზრუნველყოს საზოგადოების კეთილდღეობის, კარგი მართველობის, სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.
მათი თქმით ისინი პატივს სცემენ თანასწორობას და ხელმძღვანელობის გუნდს სჯერა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა.
სტრუქტურა
მხოლოდ ამ კვლევების საფუძველზე მოწინავე კომპანიებმა საკმაოდ გაზარდეს საკუთარი ბაზრის წილი და მოიზიდეს ახალი მომხმარებელი, რაც მათ პოზიციონირებას ბაზარზე მეტად განამტკიცებდა.საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ,რომ თუ კომპანიას სურს დარჩეს ბაზრის მოწინავე პოზიციაზე ,მათ უნდა შეეძლოთ ბაზრის ინტენსიური კვლევა და ანალიზი იქნება ეს ტელეფონით, ფოსტით, ინტერნეტით, თუ ფოკუს ჯგუფების საშუალებით,რათა მოხდეს საკუთარი მომხმარებლის მოთხოვნების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება.