კრიპტოვალუტის შექმნა და სოციალური მედიის სტრატეგიები
თიკო ჯაყელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგია
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა გაიზარდა, როგორც ღირებულებით, ასევე პოპულარობით. ინდუსტრიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტას ფინანსებისა და მარკეტინგის სამუდამო შეცვლა შეუძლია. ასეა ეს თუ არა ეხლა გავაანალიზებთ!
ICO დაფინანსებამ, ფულის მოზიდვის უფრო ტრადიცული ხერხები გადაფარა და სხვადასხვა მეწარმეებს უფლებები და შესაძლებლობები გაუთანაბრა, რაც ძალზე ამაღელვებელი მიღწევაა. ეხლა ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შეუძლია დააფინანსოს საკუთარი ბიზნესი crowdfunding-ის და crowdsale-ის მეშვეობით.
იმ მკითხველებისთვის, რომლებსაც კრიპტოს შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ მიღებული კრიპტოვალუტა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ან peer-to-peer ქსელის ტიპია, რომლითაც იგზავნება და მიიღება ციფრული ვალუტა. საოცარი ფაქტია, ადამიანების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ ფინანსური ტრანზაქციების თავისუფლებით დამთავრდება, როდესაც ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები საყოველთაო გამოყენების საცვლელი ღირებულება გახდება. დღეს კი მსოლფიოს წამყვანი ფინანსისტები, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი და მინგერი თავიანთ ზიზღს კრიპტო-ფულის მიმართ ეხლავე გამოხატავენ. მაგრამ ეს არაფერია. ადამიანს და განსაკუთრებულ ფულიან ადამიანს სურს ცენტრალიზებული სისტემის გარეშე მოახდინოს ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და მიღება. ვერც გაამტყუნებ. ადამიანი მიისწრაფვის თავისუფლებისაკენ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრიპტოვალუტა მხოლოდ ბიტკოინს არ მოიაზრებს რადგან დღევანდელ მიმოქცევაში 1500-ზე მეტი განვითარებადი ალტკოინია (ალტერნატიული კრიპტოვალუტა), რომლის რაოდენობა და შესაძლებლობები დღითიდღე მატულობს.
რით განსხვავდება ციფრული ვალუტა ტრადიციული ფულადი სისტემისგან, რომელსაც დღეს ვიყენებთ?
აქ ტრანსაქციები იქმნება, გადამოწმებულია, დაცულია და ხორციელდება დეცენტრალიზებული მთავარი წიგნებით.
ეს ნიშნავს იმას, რომ ციფრული ვალუტის გაგზავნა და მიღება ანონიმურად და უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს – ფინანსური ინსტიტუტის შუამავლებისა და მოსაკრებლების გარეშე. კრიპტოვალუტის ანონიმური ხასიათი არის სწორედ ის, რამაც შეიძლება მარკეტინგის მომავალი წარმართოს.
ამრიგად, ჩვენ ვიმყოფებით ამ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის ერაში, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინოს მთელს ინდუსტრიაზე.
კრიპტოვალუტა და სოციალური მედია.
სოციალური მედია ყოველდღიურად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. ზოგიერთს სჯერა კიდეც, რომ თუ რამე სოც. ქსელებში არ ტრენდულობს უხარისხო ან სრულიად უმნიშვნელოა. სწორედ ამიტომ, სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრიპტოვალუტის წარმატებასა და ღირებულებაში. გამოთქმაც გაჩნდა – კრიპტოვალუტების მთავარი ფასეულობა ფაბლისითია.
ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ და ფლობენ ბიტკოინს – ამჟამად ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ კრიპტოვალუტას, მასზე ინფორმაციას მხოლოდ სოციალური არხების საშუალებით იღებენ. Facebook- მა, Twitter- მა და განსაკუთრებით Reddit- მა ხელი შეუწყეს ბიტკოინის მეინსტრიმში გაშვებას. Facebook კრიპტოვალუტაში ინვესტიციასაც კი განიხილავს.
მაგრამ ისევე, როგორც სოციალურ მედიას შეუძლია დაეხმაროს კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას, ბაზრის ცვალებადობამაც შეიძლება შეუწყოს მას ხელი. მაგალითად, როდესაც გასულ წელს Tether-ის ციფრული სავალუტო სისტემა გატეხეს ბიტკოინი და Ethereum-ი ღირებულებაში 5.4 პროცენტით დაეცა.
მე შევეცდები გესაუბროთ, იმის შესახებ თუ როგორ უნდა აწარმოოთ ონლაინ მარკეტინგული კამპანია თქვენი კრიპტოვალუტის გაშვებისთვის. მხოლოდ საფუძვლების სწორად შესრულებამ შეიძლება თქვენი კრიპტოსადგური გამოჰყოს, გაზარდოს თქვენი პროექტის ბრენდის ცნობადობა, შექმნას ინტერესი თქვენი მისიის მიმართ და დააჩქაროს რეალურ სამყაროში მიღება. მაშ ამით დავიწყოთ.
- ყველაფერი მარტივია
ნუ იქნებით მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე ორიენტირებული. თქვენს მომხმარებლებს მარტივად და დეტალურად აუხსენით ყველაფერი, რათა თქვენი პროექტის იდეა ადვილად გასაგები იყოს. წარადგინეთ თქვენი კომპანია სიტყვებით, გამოსახულებებით და ვიდეოებით. მარტივი ენით ისაუბრეთ, რომ კრიპტო ინდუსტრიის გარეთ მყოფმა ადამიანებმაც შეძლონ აზრის გაგება.
- იყავით გულახდილი.
პოტენციურ მომხმარებლებს მოუყევით თქვენს და და თქვენი გუნდის შესახებ. ილაპარაკეთ თქვენს გამოცდილებაზე, იდეებზე და მიზნებზე. აუხსენით ადამიანებს თუ რატომ ღირს თქვენი ნდობა და რა პრიორიტეტები გაქვთ სხვა კონკურენტებთან შედარებით.
არ მოერიდოთ თქვენს კონკურენტებზე და მსგავს პროექტებზე საუბარს. თქვენი მიზანია იმის წარმოჩენა, რომ თქვენი პროდუქტი და კონკრეტული პროექტები სანდოა, რაც პოზიციონირებისა და დიფერენცირების გზით შეგიძლიათ განახორციელოთ.
- მოიძიეთ სამიზნე აუდიტორია
განსაზღვრეთ რომელ პლატფორმებზე გსურთ ოფიციალურად მოღვაწეობა. კრიპტო სივრცეში მრავალი პლატფორმა არსებობს სადაც კრიპტოვალუტა აქტიურად განხილვადი საგანია.
შექმენით პროფესიონალური და რეგულარულად განახლებული გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე და იაქტიურეთ. დარწმუნდით იმაში რომ თქვენი ბრენდინგის, მარკეტინგისა და სოციალური მედიის კონტენტი თანხვედრაშია და სწორ ინფორმაციას შეიცავს ბრენდისა და თქვენი მიზნის შესახებ.
- იმუშავეთ იმაზე, რომ თქვენი მომხმარებლები ბრენდის მხარდამჭერები გახდნენ.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მომხმარებლები ბრენდის მარკეტინგის წარმატების გასაღებს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მარკეტინგს და სიტყვა გაავრცელონ თქვენს შესახებ.
წაახალისეთ თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, რადგან ისინი თქვენი წარმატების უპირველეს წყაროს წარმოადგენენ. ყველა დეცენტრალიზებული კრიპტოპროექტი საჭიროებს ძირეულ მოძრაობას, რათა დაეხმაროს მას გავლენის მოპოვებაში და ამ კონკურენტულ სფეროში წარმატების მიღწევაში.
- მოკლე გზები კარგს არაფერს არ მოგიტანთ.
ზოგიერთი ბრენდი ვერ ახერხებს ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას და წარმატების მიღწევას ბინძური მეთოდებით სცდილობს. იყენებენ ყალბ პროფილებს სხვადასხვა სოც. ქსელებში, ყიდულობენ მოწონებებს და ა.შ.
მსგავსი პრაქტიკები გრძელვადიან პროსპექტში არ არის სანდო, ამან შესაძლოა ბრენდის რეპუტაცია სამუდამოდ დააზიანოს.
უამრავი ყალბი მიმდევრის ყოლა არ განაპირობებს მათ ჩართულობას და ტრეფიკს არამედ პირიქით.
- რეგულარულად შეაფასეთ თქვენი პერფორმანსი და განსაზღვრეთ შედეგები.
რეგულარულად შეაფასეთ თქვენი საქმიანობა და განსაზღვრეთ მარკეტინგული სტრატეგიების შედეგები.
განვითარებისათვის დაისახეთ სხვადასხვა სამიზნე ინდიკატორები, როგორიცაა თქვენი აუდიტორიის საერთო ზომა, ზრდა, ტრეფიკი ვებგვერდზე, სოციალური მედიის ჩართულობებისა და თქვენი ჟეტონების მფლობელების რაოდენობა.
მაგრამ მაინც ყველაზე მთავარია მოუფიქროთ რაიმე დიდებული და რაციონალური მისია თქვენს მიერ შექმნილ კრიპტო-ფულს. იდეა უნდა იყოს გამართული. იგი უნდა შეიცავდეს დიდ სარგებელს მიზნობრივი მომხმარებლისათვის.
თქვენი მონაცემები სხვა კომპანიების რიცხვებს შეადარეთ. ყველაფერი კონკურენტების სოც ქსელებზე უნდა იყოს განთავსებული, რაც ამ პროცესს ძალიან ამარტივებს
საბოლოოდ დავამატებ იმას, ციფრულ მარკეტოლოგებს შეიძლება დასჭირდეთ მეტი სამომხმარებლო კვლევა, რათა მიიღონ მონაცემები, რაც მათ სარეკლამო წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. ეს ძალაუფლების დიდ ნაწილს მომხმარებელთა ხელში აბრუნებს. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ კრიპტოვალუტის შეთვისებას კიდევ ერთი გადატრიელბა მოჰყვება მომავალში.