„კულა“ – ქართული ნატურალური პროდუქტი

„გორის საკონსერვო ქარხანა კულა“ დღეს საქართველოში უკვე ყველასთვის ცნობილი ბრენდია. შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის სია გრძელი და  მრავალფეროვანია:

  • ხილის წვენები,
  • ნაირგვარი მურაბები,
  • ჯემები, სალათები,
  • კომპოტები,
  • მარინადები,
  • საწებელი,
  • ტყემალი;
  • ასევე ბიო,
  • საბავშვო,
  • დიაბეტური
  • სამარხვო კონსერვები

ეს „კულას“ მიერ წარმოებული პროდუქტის არასრული ჩამონათვალია.

„2008 წელს, როცა დაიკეტა რუსეთის საზღვარი, რუსეთის ბაზარზე ვეღარ გავიდა ქართული ხილი და ბოსტნეული, დიდი რაოდენობით ქართული ხილი დარჩათ გლეხებს გაუყიდავი.

სწორედ ამ დროს ვიფიქრეთ, რომ ჩვენი ხილი ჩვენვე გამოგვეყენებინა და შეგვექმნა ქართული საწარმო. რადგან გორში უკვე არსებობდა კონსერვების წარმოების დიდი გამოცდილება, და ყველა პირობა გვიწყობდა ხელს – იაფი ნედლეული, იაფი მუშა ხელი, კვალიფიციური კადრები და ბაზა – და ეს ნიშაც თავისუფალი იყო,  გადავწყვიტეთ ეს სფერო აგვეღორძინებინა,“  – ყვება „გორის საკონსერვო ქარხანა კულას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ივანე გოგლიძე.

მიზანი – შეექმნათ ქარხანა, რომელიც პროდუქტს ქართული ნედლეულისგან დაამზადებდა და რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა, დღემდე რჩება „კულას“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად. „კულა“ ნედლეულს ნაწილობრივ ქართველი ფერმერებისგან ყიდულობს, ნაწილობრივ კი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მდებარე საკუთარი ბაღებიდან მოწეულ მოსავალს იყენებს.

პირველ ეტაპზე ხდება ნედლეულის მიღება, აწონვა და მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული შემოწმება.

ხარისხის მენეჯერის მიერ მოწონებულ და წარმოებაში გაშვებულ ნედლეულს ჯერ

  • რეცხავენ,
  • შემდეგ სინჯებს იღებენ ბაქტერიული შემოწმებისთვის.
  • მოწონებული ნედლეული ხარისხდება და იმის მიხედვით, თუ რა პროდუქციისთვისაა გათვლილი,
  • სახარშ ჭურჭელსა თუ სპეციალურ წნეხებში ნაწილდება.
  • ამის შემდეგ ხდება წვენის, მურაბების, ჯემებისა თუ წნილის დაფასოება და სტერილიზაციამდე სინჯების კიდევ ერთხელ აღება.
  • უკვე მზა პროდუქტი სტერილიზაციის შემდეგაც, 14 დღის განმავლობაში, სისტემატურად მოწმდება.
  • ბოლო მიკრობიოლოგიური დასკვნების შემდეგ, პროდუქცია შუალედური საწყობიდან ჩვეულებრივ საწყობში გადადის,  საიდანაც ის გასაყიდად გააქვთ.

 

ბრენდის ბაზარზე წილზე

საზღვარგარეთული კომპანიები, რომელბიც აწარმოებენ სამეწარმეო პროდუქციას ნატულარულობის კუთხით არც თუ ისე გამოირჩევიან, შესაბამისად ქართული ნატურალური პროდუქტი ჯანსაღ კონკურენციას უწევს მათ საერთაშორისო ბაზარზე და ზახს უსმევს, როგორც საქართველოს აგრო და სასოფლო სამეურნეო მრეწვეობის სიძლიერეს, აგრეთვე უშუალოდ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სიჯანსაღესა და ვარგისიანობას. საზღვარგარეთული ბაზრების სამრეწველო ნატურალური პროდუქტიების უმეტეს ნაწილს ბიო პროდუქცია წარმოადგენს, რაც განისაზღვრება ბაზარზე მაღალი ფასით, შესაბამისად ქართული ნატურალური პროდუქტის მწარმოებული კომპანიები გლობალურ ბაზარზე უპირატესობას ფასების კუთხით მოიპოვებენ.

ბიოპროდუქტები არის პროდუქტები, რომლებიც მზადდება ბიომასისგან. ბიომასის მნიშვნელობა ნებისმიერი ორგანილი მასალით განისაზღვრება და 50 მოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცაა კულტურები, ხეები, ხის ნარჩენები, წყლის მცენარეები და ბალახები. ეს მდგრადი მიდგომა განიხილავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს მისი სოფლიოს მეურნეობის წარმოშობიდან განახლების შესაძლებლობამდე.

ყველა ბიოპროდუქტმა არ უნდა მიიღოს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება, მაგალითად გენეტიკური ინჟინერია. გლობალური სურსათისა და სასმელების ბაზარი 2016 წელს შეფასდა 79,137 მილიონი აშშ დოლარად, ხოლო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 191,973 აშშ დოლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს რომ წლიური ზრდის ტემპის მაჩვენებელი (CAGR)4 2017 წლიდან 2023 წლამდე 13,7% გაიზრდება. მიუხადავად ასეთი ზრდისა დღესდღეობით არ არსებობს სერტიფიკაციის ან შემოწმების სისტემა, რომ ეტიკეტი იყოს ზუსტი, თუმცა ბაზარს გააჩნია ზრდის მაღალი პოტენციალი იმის გამო, რომ რამდენიმე კვების ობიების მომწოდებელი კომპანია, როგორიცაა რესტორნები და სასტუმროები, მიდრეკილნი არიან ჯამრთელი კვების და სასმელების მიწოდებისკენ, ჯამრთელობის დაცვით მომხარებელთა საჭიროების გათვალისწინებით.

ბაზარზე გასვლა 2009 წელს

  • ვაშლის,
  • ატმის,
  • შინდის,
  • ასკილის,
  • ალუბლისა
  • ქლიავის წვენებით დაიწყეს.

პირველი თვეები ქართული პროდუქტისადმი სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლის მოზიდვას დასჭირდა. საკუთარი პროდუქციის ხარისხში დარწმუნებულებმა, მისი პოპულარიზაციისთვის საუკეთესო გზა – დეგუსტაციის მეთოდი აირჩიეს და, დიდ თუ მცირე სავაჭრო ქსელებში, მსურველებისთვის ქართული რეცეპტებით დამზადებული წვენების უფასოდ შეთავაზებას შეუდგნენ.

შედეგმა არ დააყოვნა – ნატურალური ნაწარმის გემოთი მოხიბლული ადამიანები მალე „კულას“ ერთგულ მომხმარებლებად იქცნენ. მომდევნო წლებში წვენებს:

  • ტყემალი,
  • მურაბები,
  • ჯემები
  • ბოსტნეულის კონსერვები დაემატა.

2017 წელს კი ბაზარზე პირველად გამოჩნდა „კულას“ მიერ დაკონსერვებული ქართული ხორციანი კერძები

  • ჩაქაფული,
  • ხორცის ჩაშუშული,
  • ბუღლამა,
  • ყაურმა.

”კულას” წვენებს საქართველოში უკვე ყველა იცნობს. ამ პროდუქციას ”გორის საკონსერვო ქარხანა კულა” აწარმოებს. კომპანია ხილისა და ბოსტნეულისაგან ეკოლოგიურად სუფთა წვენებს ამზადებს. ”ოქროს ბრენდი – 2013″-ის დაჯილდოებაზე კომპანია “კულა” გამარჯვებულად დასახელდა და იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებმაც უმოკლეს დროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს.

ამჟამად „კულას“ ორ ქარხანაში დასაქმებულია 350 ადამიანი, რომლებსაც სეზონურად 60-70 დასაქმებული ემატება.

ორი წლის წინ ბაზარზე გამოჩნდა დიაბეტური საკვების Kula diabetic. 2018 წლის ბოლოს კი, ახალციხეში გაიხსნა „კულას“ კიდევ ერთი ქარხანა, სადაც ბიო პროდუქციისა და ბავშვთა კვების წარმოება ხდება.

„კულას“  დამფუძნებლის პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა შევიძინოთ „კულას“ პროდუქცია – ასეთია:

„ჩვენი პროდუქტის განსაკუთრებულობა მის ნატურალურობაშია. ის არ შეიცავს კონსერვანტებს, არანაირ საღებავს. ჩვენი წვენების უმეტესობა არ შეიცავს წყალს. ჩვენი პროდუქცია დამზადებულია საქართველოში, ქართული ნედლეულით, არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყველასთვის, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან არ შეიცავს შაქარს. სასარგებლოა ფეხმძიმეებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენ ხარისხი არ გაგვიფუჭებია. ამიტომ ვამბობთ – თუ გსურთ ნატურალური, შეიძინეთ „კულას“ პროდუქტი“.

კვლევა

კითხვაზე თუ რამდენად ხშირადად მოიხმარდნენ ქართულ ნატურალურპროდუქტს, გამოკითხულ რესპოდენტთა 60%-მა უპასუხა, რომ ისინი ნამდვილად ხშირი მომხარებლები არიან ქართული ნატულარული- გამოკითხული რესპოდენტთა ასაკი15-30 წლამდე. 60% ამბობს რომ საკმაოდ ხშირად მოიხმარს.

პროდუქტის  ხოლო 30%_მა განაცხადა, რომ არც ისე ხშირად მოიხმარენ და 10%  საერთოდ არ მოიხმარს. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს თუ დავეყრდოობითქართული ნატურალური პროდუქტის მომხარებლები დღესდღეობით საკმაოდბევრნი არიან. ისინი ენდობიან ქართუნ ნაწარმს და მათ 100% ნატურალურობას,ხოლო გამოკითხულთა ნაწილის აზრით მიუხადავად იმისა, რომ მათ სურთ ქართული ნატურალური პროდუქტის მიღება ბაზარზე ფასების სიძვირისა ისინი ვერ ახერხებენ აქტიურად ყიდვას. გამოკითხული რესპორდენტებს შორის არიანისინიც ვინც საერთოდ არ მოიხმარენ ქართულ ნატურალურ პროდუქტს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა, კომპანია „კულას“ ჯანსაღი კონკრერენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდებს, რესპოდენტთა ყველაზე მეტმა ნაწილმა (50%), დააფიქსირა, რომ დიახ, მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდ კომპანიებს თავისი პროდუქტის უნიკალურობით, გამოკითხულთა 40%_მა კი აღნიშნა, რომ , კომპანიას მეტნაკლებად შეუძლია კონკრენციის გაწევა უცხოურ ბრენდ კომპანიბთან, თუმცა მას ამის პოტენციალი გააჩნია, ხოლო 10%_მა უპასუხა, რომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი სათანადო კონკურენტუნარიანობა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულას კომპანიის 100% ნატურალური პროდუქტს, მის უნიკალურობის განმსაზღვრელ რეცეპტსა და მომზადების ხარისხს ცალსახად შუძლია ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ბრენდ კომპანიებს, მეტიც კომპანიის სუფა, ნატურალური ხილისგან დამზადებულ პდოდუქტს არამარტო კონრურენტუნარიანობის გაწევა, არამედ ბაზარზე ლიდერობის მოპოვების პოტენციალიც გააჩნია.

„ბიზნესდაჯილდოების“ პროექტში მონაწილეობა „კულასთვის“, პირველ რიგში, კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციაა, მეორე მხრივ კი, ეს პროექტი კარგი საშუალებაა, ახალბედა ბიზნესმენებისთვის ხმის მისაწვდენად, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და რჩევის მისაცემად – არ შეეშინდეთ ბიზნესის დაწყება არანაირ პირობებში.

თუმცა გაითვალისწინონ, რომ წარმატების მისაღწევად, აუცილებელია ბიზნეს-გეგმის სწორად გათვლა, ბაზრის მოთხოვნისა და კონკურენტების შესწავლა, და რაც ყველაზე მთავარია – საკუთარი ძლიერი მხარეების პოვნა.

ბრენდის ელემენტები

ჩვენი ლოგო შედგება ორი ნაწილისაგან – ლათინური ასოების სახელი და Ladybird. Ladybird ასოცირდება ბუნებასთან. ის არ ეხება ხილს პესტიციდებით და ქიმიკატებით. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ჩვენს პროდუქტებს ეკოლოგიურად სუფთა ხილისგან. რაც შეეხება ბრენდის სახელს, KULA არის სასმელი ჭურჭელი, რომელსაც გრძელი ყელი და მრგვალი მუცელი აქვს. მისი ყელის ბურღვა თანდათან ფართოვდება და წარმოქმნის ჩაქრობის ხმას დალევის პროცესში.

  • ბრენდის სახელწოდება,
  • URL – საინფორმაციო რესურსის მაჩვენებელი,
  • ლოგოტიპები,
  • სიმბოლოები,
  • მახასიათებლები,
  • შეფუთვა
  • სლოგანები.
  • დაუვიწყარი ადვილად ცნობადი  ადვილად გასახსენებელი
  • მრავალმნიშვნელოვანი თვალსაჩინო   დამაჯერებელი
  • მიმზიდველი მხიარული და საინტერესო ვიზუალურად და სიტყვიერად მდიდარი გამოსახულება ესთეტიური
  • გადასაცემი პროდუქტიე კატეგორიების     შიგნით და შორის სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებში
  • შეგუებულობა მოქნილი   განახლებად
  • დაცულობა კანონიერი კონკურენტუნარიანი

ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია, რომელმაც თავი გაართვა ახალი ბაზრების ათვისებასა და მათი სრული მოთხოვნების დაკმაყოფილებას გახლავთ კომაპნია „კულა“. 44 1918 წელს დაარსებული გორის საკონსერვო ქარხანა, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული იყო 2008 წლის საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი აგვისტოს ომის შემდგომ შეიძინა ივანე გოგოლაძლემ. 2009 წელს რებრენდინგის განხორციელების, საამქროების და მანქანა დაგანდგარების შეცვლის შედეგად ჩამოისხა პირველი ნატურალური წვენი. სახელი „კულაც“ სწორედ მაშინ ეწოდა, რაც იმ სასმისის სახელწოდებაა რომლითაც ძველად მეფეები ღვინოს სვავდნენ.

რებრენდინგის განხორციელების შედეგად, კომპანიას მოუწია ძალიან დიდი ძალისმხნევა, რათა პროდუქტი „კულა“ ექცია ბრენდად. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომაპნიას მხოლოდ ორი ძლიერი კონკურენტი ყავდა „გრანინი“ და „სანდორა“, კომაპნია მაინც ინარჩუნებდა თავის უნიკალურობას, რაც გამოიხატებოდა მის მიერ წარმოებულ ნატურალურ წვენის პროდუქტში. კომპანიის უნიკალურობა გარდა 100%იანი ნატულარული პროდქტის წვენისა გახლდათ მის შეფუთვაშიც. კომპანია აწარმოებდა წვენებს მინის ბოთლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს ბაზარზე მსგავსი არავის ქონდა.

ძალიან მალე კომპანიამ სახელი გაითქვა ქართულ ბაზარზე. და მაინც რას წარმოადგენდა კომპანიის მთავარი მიზანი? – კომპანიის მიზანი მისი დაარსების დღიდან წარმოადგენდა ისეთი ქარხნის შექმნას, რომელიც 45 პროდუქტს ქართული ნედლეულისგან დაამზადებდა და რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა იქნებოდა დასაქმებული. სწორედ ქართული ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული უნიკალური პროდუქტი გახლდათ კომპანიის მთავარი სტრატეგია. კომპანიიას გააჩნისა საკუთარი ხარისხის მაკონტროლებელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ნატურალური ნედლეულის გადამუშავებას.

სხვადასხვა სამეწარმეო კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ექსპორტიორი კომპანიების უმეტესობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს სამაცივრე და შემნახველი მარაგების სისტემების არ არსებობა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ პრობლემას საერთაშორისო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე კომპანია „კულას“ მიერ 2009 წლიდან ჩატარებული რებრენდინგის და გაფართოების შედეგად უზრუნველყო სამაცივრე/შემნახველი სისტემების მოწესრიგება და სწორი ლოჯისტიკური ჯაჭვის შექმნა, რამაც ხელი შეუწყო კომპანიას საერთასორისო ბაზარზე აქტიურად ემოღვაწევა.

 

7P

  1. Price
  2. Product
  3. Place
  4. Promotion
  5. Packaging
  6. People
  7. Process

ბრენდის სამომხმარებლო სეგმენტ

2013 წელს კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ”კულამ” პირველივე წელს მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და ნატურალური წვენების წარმოებაში ლიდერი გახდა. ”კულას” პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ..

„კულას“  მიერ ტრადიციულ რეცეპტებზე დამზადებული პროდუქცია წლებია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და სხვა უამრავ ქვეყანაშიც გაითქვა სახელი. „ექსპორტი 2009 წელს დავიწყეთ და დღეს უკვე 25 ქვეყანაში ვართ წამოდგენილი:

  • შეერთებული სტატები,
  • კანადა,
  • კუბა,
  • ევროპის ქვეყნები,
  • დსთ-ეს ქვეყნები,
  • ისრაელი,
  • ჩინეთი,
  • არაბეთის ქვეყნებში.

ყველა ქვეყანას თავისი გემოვნება და მოთხოვნა აქვს, მაგალითად,ივანე გოგლიძე ამბობს:

  • ისრაელში ჩვენი მურაბები და ტყემალი მოსწონთ,
  • ევროპაში ტკბილს ერიდებიან, ამიტომ იქ ტყემალი და აჯიკა უფრო იყიდება.
  • რუსეთში – წვენები, აჯიკა, ტყემალი.
  • გერმანიაში განსაკუთრებით მოსწონთ უშაქრო წვენები, სააწებლები, ტყემლები და მურაბები,

„კულა“ 2020-2021 წლებში მომხმარებლებს ბიო წარმოების წვენებს შესთავაზებს. ამის შემდგომ, ნელ-ნელა ბიო წარმოება ბრენდის სხვა პროდუქციაზეც გავრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ „კულამ“ ქართულ ჯარსა და პოლიციაში რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული ხორცის კონსერვები უკვე ჩაანაცვლა. „კულას“ 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციის რეალიზება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს 25 ქვეყანაში ხორციელდება. ივანე გოგლიძე – “კულას” დამფუძნებელი

დასკვნა

ამრიგად, თანამედროვე მსოფლიოში კომპანიის ბრენდის პოპულარიზაციას და საერთაშორისო ბაზარზე ასპარესობას უმნიშნველოვანესი პოზიცია უკავია, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მისი განვითარების ახალ საფეხურს, სადაც კომპანიას საშუალება ეძლევა თავისი პროდუქტი გააცნოს მომხარებელთა ფართო სპექტრს.

რეკომენდაციები : კარგად შეისწავლონ საექსპორტო ბაზრის მოთხოვნები, როგორც მომხარებლისაგრეთვე, თავად ქვეყნის, რათა მოახდინონ თავიანთი საექსპორტოსეგმენტის სრული დაკმაყოფილება.

მოახდინონ თავიანთი საქმიანობისადა პროდუქტის ყველა ასპექტის კოორდინირება, შეეცადონმაქსიმალურად კარგი და შედეგობრივი კომუნიკაცია დაამყარონ თავიანმომხარებელთან, უფრო მეტი ძლისმხნევა ჩადონ საკუთარი პროდუქტი უნიკალურობისა და უპირატესობის გამოკვეთაში, გამოიკვლიონ მომხარებელთა შეხედულება და სათანადო ყურადღება დაუთმონპროდუქტის სწრაფ და ეფექტურად მიწოდებას საექსპორტო სამიზნექვეყნების ბაზრებისთვის. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილირეკომენდაციების გათალისწინება დაეხმარება ქართულ ბრენდკომპანიებს თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვაში და ხელს შეუწყობსმათი პროდუქტის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

ქართული ნატურალური წვენების ბაზრის კვლევის საფუძველზე,დგინდება, რომ აღნიშნულ ბაზარზე კომპანია „კულა“ ლიდერობს, მასკონკურენციას უწევს მსგავსი მახასიათებლების მქონე ბრენდკომპანიებად ჩამოყალიბებული „ჩერო“ და „არომაპრუდიქტი“, რომლებიცახორციელებენ კომპანია „კულას“ მსგავსად თავიანთი პროდუქტისპოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე და ცდილობენ ადგილიდაიმკვირდონ სხვადასხვა საზღვარგარეთული საექსპორტო ქვეყნების მომხარებელთა რიგებში.

 

მარიამ მაისურაძე

IBSU- ს , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამა,

ხელმძღვანელი, DAAD-ის და ფულბრაიტის ფონდის დაჯილდოვებული მეცნიერი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი