მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – 2021

ანგარიში

უკვე მეორე წელია, რაც საერთაშორისო ქართულ-ევროპული პლატფორმა მარკეტინგის სახლი (https://www.marketinghouse.ge/), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჩართულობით, IBSU-ს მარკეტინგის ქართული და ინგლისური საბაკალავრო პროგრამების ბაზაზე,  ატარებს მარკეტინგის ესეების ოლიმპიადას  MEO-2021-ს, რომლიც მისიაა საქართველოში გამოავლინოს ნიჭიერი მარკეტერები, რომელთაც გააჩნიათ კონტენტ მარკეტინგის განსაკუთრებული უნარები.

შესაბამისად ჯილდო, რომელიც გამარჯვებულს უნდა გადაეცეს სახელდებულია როგორც:

I ადგილი – მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
II ადგილი – მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
III ადგილი – მარკეტინგის კალმის სერთიფიკატი.

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის მონაწილეები დაჯილდოვებულნი არიან ერთის მხრივ მარკეტინგის საფუძვლიანი ცოდნით და მეორეს მხრივ მათი შემოქმედებითი წერის კულტურა არის შთამბეჭდავი რომ გავლენა მოახდინოს თანამედროვე ტიპის, კარგად გათვითცნობიერებულ მომხმარებელზე.

2021 წელს მარკეტინგის ესეების ოლიპიადის მთავარი გამოწვევა იყო, მონაწილეთათვის მიეცა დავალებად საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედი ქართული და საერთაშორისო ბრენდების იმგვარი აღწერა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ამ ბრენდების, მისიას, ამოცანებს, მომხმარებლის მიერ შემჩნეულ კონკურენტულ უპირატესობებს, ბრენდის მიმზიდველობასა და მისი სამომავლო პერსპექტივებს, ბრენდის ზეშეცნეული და ქვეშეცნეული არქეტიპული კავშრების წარმოჩინებასა და ამ ორმხრივი ურთიერთობების ღრმად გაცნობიერებას.  დაგვერწმუნებით რომ, მსგავსი ხედვა და მისი სწორი მიწოდება მკითხველისათვის, მართლაც  ლიტერატურული ნიჭის არსებობას მოითხოვს მარკეტერისაგან.

ჩვენ გავაცნობიერეთ ის ფქტორი რომ, თანამედროვე მარკეტინგი გრძნობისმიერ სფეროში მეტად ეფექტურად ვითარდება და იგი კონტენტის შექმნის დროს არა თუ არ შემოიფარგლება რაციონალური ახსნა – განმარტებით, არამედ იგი ორიენტურებულია სწორედ იმ სიტყვებისა და ფრაზების აღმოჩენისაკენ რომელიც იწვევს გაცნობიერებას, დამატებითი ინფორმაციისაკენ სწრაფვას, დარწმუნებას და საბოლოოდ შეძენას. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგის – შეძენის შემდგომი ეტპი, სუბარი იმაზე რამდენად მოერგო ბრენდი მოლოდინს და როგორია მისი მგრძნობელობით ადგილი მომხმარებლის გონებაში.

შესაბამისად მეო – 2021-ზე მძაფრი კონკურენციის შედეგად გამოვლინდნენ ოლიმპიადის გამარჯვებულები:

  1. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე პირველი ადგილი და მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი  მოიპოვეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ეკატერინე კოჭლამაზაშვილმა და მარიამ ქადაგიძემ IBSU ესესათვის: მაჯაზე გადაშლილი ეპოქა
  2. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე II ადგილი და მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი მოიპოვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა: მარიამ ხადურმა
  3. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაზე III ადგილი და მარკეტინგის კალმის სერთიფიკატი მოიპოვეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნათია მირველაშვილმა და მარიამ ბაღათურიამ
  4. ამასთან ერთად მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის განსაკუთრებული ჯილდო – ფანების ესსე  – გადეცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს სანდრო მაისურაძეს, რომლის ნაშრომმა მკითხველთა მაქსიმალური – 706 მოწონება დაიმსახურა.

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ფულბრაიტელი პროფესორი, კახაბერ ჯაყელი შზსუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი;
  • ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში, თსუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტი;
  • ირაკლი ხვთისიაშვილი – მარკეტინგის პროგრამის აფილირებული ასოცირებული პროფესორი (შზსუ), კომპანია STAB-ის დამფუძნებელი;
  • გივი ხაჭაპურიძე – PR CONSULTING GROUP GEORGIA;
  • გიორგი მამნიაშვილი – კომპანია “გორგიას” მარკეტინგის დირექტორი, ლიბიხის უნივერსიტეტის დოქტორი (გერმანია), კავკასიის უნივერსიტეტი.

მეო 2021-ზე  მონაწილეობდა 80-ზე მეტი სტუდენტი რომლებიც დაჯილდოვებული იქნებიან შესაბამისი სერთიფიკატებით.

 

კახაბერ ჯაყელი

ასოცირებული პროფესორი