მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – მეო 2022

მარკეტინგის სახლი აგრძელებს  მარკეტინგის ესეების ოლიმპიადას  რომლის  მიზანია გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭის მქონე მარკეტინგის სტუდენტები საქართველოში.

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა     ო 2 0 2 2    – დაიწყება 9 აპრილს და დამთავრდება 26 მაისს.  24.00 სთ-ზე. ნაშრომები უნდა იქნეს გადმოგზავნილი დაბლა მითითებულ ელექტრო ფოსტაზე. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა (მეო 2022) იქნება დაყოფილი 3 მთავარ ეტაპად:

  1. ეტაპი: სტუდენებით დაკომპლექტებული გუნდები (თითოეული გუნდი 2 ადამიანი ან 1 ადამიანი) თავისუფლად აარჩევს თემას მარკეტინგული ესეს შესაქმნელად. მთავარია ესეში ჩანდეს:
  • ბრენდის ისტორია – კომპანიის/ბრენდის ლიდერის როლი – კომპანიის/ბრენდის მარკეტინგის/ბრენდინგის/საკომუნიკაციო სტრატეგიის გარჩევა –  კომპანიის განვითარება და პერსპექტივა, მისი მოხმარებლების არჩევანის მოტივაცია
  • კომპანიის ბრენდის არქეტიპების გარჩევა – ემოციური ესეს შექმნა – ესეს გათვლა მომხმარებელზე, იმისათვის რომ მომხმარებელს გაუჩნდეს ინტერესი ამ ბრენდის გასაცნობად/გასასინჯად.
  1. ეტაპი: ესეს საბოლოო ეგზემპლარი 15 მაისიდან – 26   მაისის ჩათვლით-00-საათამდე თბილისის დროით, უნდა გაუგზავნოთ,  კახაბერ ჯაყელს, ელექტრო ფოსტაზე: kdjakeli@ibsu.edu.ge
  2. ეტაპი: თქვენი ესეები იქნება წაკითხული და გამოქვეყნებული მარკეტინგის სახლის გვერდებზე.მეო 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდება 10 ივნისს.

 

ოლიმპიადაში გამარჯვებული შეიძლება იყოს 3 გუნდი: აქედან თუ გუნდი დაიკავებს: 

  • I ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
  • II ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
  • III ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ბრინჯაოს კალმის სერტიფიკატი.

 

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის ჟიურის წევრები არიან: 

  • ფულბრაიტელი პროფესორი, კახაბერ ჯაყელი შზსუ-ს აფილირებული პროფესორი;
  • ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში, თსუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტი;
  • ირაკლი ხვთისიაშვილი – მარკეტინგის პროგრამის ასოცირებული პროფესორი (შზსუ), კომპანია STAB-ის დამფუძნებელი ;
  • გივი ხაჭაპურიძე – PR CONSULTING GROUP GEORGIA ;
  • გიორგი მამნიაშვილი – კომპანია “გორგიას” მარკეტინგის დირექტორი, ლიბიხის უნივერსიტეტის დოქტორი (გერმანია).

 

მარკეტინგული ესეს შექმნის პრინციპები

ესე უნდა დაიწეროს 12 შრიფტით (სილფაენით) ა4 ფორმატის გვერდზე, სათაურები უნდა იყოს 14 ფორმატით, გვერდების მინიმალური რაოდენობა 3-5 გვერდი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავტორების გადაღებული სურათები ან ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათი (წყაროს მითითებით)- ესეში უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ავტორის აზრი და მისი ფრაზეოლოგია. ნაშრომი უნდა იყოს ორგინალური, ემოციური, კვლევითი და სასიამოვნო საკითხავად. ნაშრომი უნდა იქნეს  ნაშრომში განხილული იქნეს სტარტაფ კომპანიები ქართული სინამდვილიდან, რომლებსაც მკაფიოდ გამოხატული მარკეტინგული პოლიტიკა და მიზნები გააჩნიათ. ნაშრომში უნდა ხაზი გაესვას მომხმარებლების დამოკიდებულებას ბრედნთან. ამისათვის კი საჭიროა გარკვეული კვლევების: თვისებრივი, რაოდენობრივი, დაკვირვებითი კვლევების ჩატარება.

პლაგიატი დაუშვებელია. ესეში ციტირების რაოდენობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3, ავტორის მითითებით. ესე უნდა იძლეოდეს ძალიან მგრძნობიარე, ამავე დროს რაციონალურ, და გონებრივ დატვირთვას. ესე უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართული ენით. გთხოვთ მოერიდეთ ბარბარიზმს – ანუ უცხო სიტყვათა გადამეტებით გამოყენებას.

ესემ სასიამოვნო შთაბეჭდილება უნდა დატოვოს მკითხველზე, იგი უნდა იყოს საინტერესო, სავსე შთაბეჭდილებებით, ცოდნით, ემოციითა და ასევე მომავლის ხედვით ესეს ობიექტის შესახებ. გამართული ქართულით და ამავე დროს მარკეტინგის ცოდნით შექმნილ ესეს დიდი შანსი აქვს გამარჯვებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის მეო 2022  პროექტის დირექცია
3 აპრილი, 2022 წელი