მარკეტინგული სიბეცე საქართველოში
ელისაბედ ოდიშელიძე
IBSU, მარკეტინგი
1. მარკეტინგული სიბეცე
როგორც ვიცით მარკეტინგის მიზანია შეთავაზებებით მოიზიდოს ახალი მყიდველი და შეინარჩუნოს არსებული მომხმარებელი და დააკმაყოფილოს იგი. რა არის მარკეტინგული სიბეცე ? ხშირად კომპანიები მეტ ყურადღებას და დროს უთმობენ თავის პროდუქციის სრულყოფას, ვიდრე იმას თუ რა არის მომხმარებლის საჭიროება და მოთხოვნილებები. სწორედ ეს მოვლენა არის მარკეტინგული სიბეცე : მეტი ყურადღების დათმობა კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის სრულყოფაზე, ვიდრე იმ სარგეველსა და შთაბეჭდილებაზე, რასაც მყიდველი ამ პროდუქტების გამოყენებით მიიღებს.
ხშირად კომპანიები სხვადასხვაგზას მიმართავენ იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქცია უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი სახით წარმოადგინონ ბაზარზე, ეს ხშირად რეკლამის სახითაც ხდება.ამ ყველაფრის კეთებისას კი ავიწყდებათ ყველაზე მთავარი, მომხმარებლის ინტერესები და მოთხოვნები.
2. კომპანიები საქართველოში, რომლებსაც გააჩნიათ მარკეტინგული სიბეცე
ვფიქრობ საქართველოში ასეთი კომპანიები მრავლადაა, თუმცა ზუსტი დასახელებები არმახსენდება, პირადი გამოხდილებიდავ ვფიქრობ მათი სიბეცე ძირითადად რეკლამებში გამოისახება. ისინი დიდ თანხას ხარჯავენ რეკლამების გადასაღებად , მაგრამ რეკლამა ხშირად გაუგებარია და ვერ გადასცემს სათანადო ინფორმაციას მომხმარებელ. ხშირად ასეთი რეკლამები იმდენად დიდი , რომ მოსაბეზრებელიც ხდება.
3. გზები მარკეტინგული სიბეციდან გამოსაყვანად
ჩემი აზრითб კომპანია დაარსების დღიდან მიშვნელოვან ყურადღებას უნდა აქცევდეს მომხმარებლისა და ბაზარზე არსებული კლიენტების მოთხოვნებსა და სურვილებს. აქედან გამომდინარე მომხმარებლის გემოვნების და სურვილების შესწავლა ერთ-ერთი გასაღები იქნება ბაზარზე თავის დასმკვიდრებლად. კომპანიამ უნდა ეცადოს აქტუალური იყოს როგორც ტრადიციულ მარკეტინგში, ასევე ციფრულ მარკეტინგში. ყველა მხრივ დაანახოს მომხმარებელს თუ რამდენად სარგებლის მომტანია ესა თუ ის პროდუქტი. გაითვალისწინონ მომხმარებლის ინდივიდუალურობა და შემდგომ იზრუნონ პროდუქციის ფართო რეალიზებაზე , ასე უფრო მარტივი იქნება, რადგან ეცოდინებათ თუ რა სურს მომხმარებელს.
კომპანია “fresh meat”
დღესდღეობით freshmeat ერთ-ერთი ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სხვა კომპანიებს .დაარსების დღიდან კომპანის მთავარი მიზანი არის უვნებელი და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის, რაც რასაკვირველია მომხმარებლის ინტერესებშიც შედის. კომპანიაში მუშაობენ წინასწარ დატრენინგებული თანამშრომლები , რომლებიც პერიოდულად ისევგადიან ტრენინგებს. ტრენინგი ითვალისწინებს, როგორც პროდუქტის შესწავლას და სათანადო დამუშავებას, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიას, რადგან მომხმარებელს უდიდესი როლი უკავია ორგანიზაციის განვითარებაში და წინსვლაში. ამიტომ თანამშრომლები დიდ ყურადღბას აქცევენ მომხმარებლის ინტერესებს. კომპანია მომხმარებელს პროდუქციის უვნებლობის გარანტიას სთავაზობს უმაღლესი სერთიფიკატით. მარკეტინგული გემისმიხედვით გადავწყვიტეთ, თავდაპირველად რეკლამირება მოხდეს ბუკლეტებით და ბანერებით რაც შესაბამისად შედარებით იაფია. ასევე კვირაში ერთ იდღე იქნება სხვადასხვა სახის ფასდაკლებები პროდუქციაზე. ასევე ვეცადეთ შეგვექმნა გარემო, რომელიც მისაღები და კომფორტული იქნებოდა, როგორც კლიენტისთვის ასევე მომუშავე პერსონალისთვის.