მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია
ავტორი: ლიზა ოდიშელიძე
ხელმძღვანელი: აფილირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფულბრაიტელი პროფესორი კახაბერ ჯაყელი
ალბათ ყველას გვსმენია, რომ თუ მიზნებს დავისახავთ და მთელი გული შევუდგებით ამ პროცეს,შედეგი იმ გზამდე მიგვიყვანს,რომ ჩვენც კი გაოცებულები დავრჩებით.სწორედ,4-მა ქართველმა ბიჭმა, ვინ იცის, იქნებ ზუსტად მაშინ დაისახეს მიზანი, როდესაც პირველად ნასას შესახებ გაიგეს,და აი ახლა მათი მიზანი მართლდება.რაოდენ საამაყოა როდესაც შენი პატარა ქვეყანა, რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩრდილის ქვეშ მყოფი,ზრდის ისეთ მოქალაქეებს,რომლებიც ამ ჩრილდს ნათელს მოფენენ და საკუთარ სამშობლოს წარადგენენ ნასაში,აშშ-ში. „ჩვენ ჯორჯიიდან ვართ, მაგრამ არა იმ ჯორჯიიდან, რომელიც გაიფიქრეთ, ჩვენ სხვა ჯორჯიიდან ვართ, ქვეყნიდან და დღეს ჩვენს გამოგონებას გაგაცნობთ,“ ამ სიტყვებით იწყებს პრეზენტაციას „სოლარის“ წევრი გიორგი მარგიანიც, სცენაზე მასთან ერთად მისი სამი თანაგუნდელი დგას. მეცნიერებით, ასტრონავტებით, ჟუირის წევრებით და სხვასადხვა ქვეყნიდან ჩამოსული კონკურსანტებით სავსე დარბაზს დიდ ეკრანზე საქართველოს რუკას აჩვენებს.
აღნიშნული შესავლის შემდეგ, სულაც არ არის გასაკვირი რომ ჩემთვის,წლის საუკეთესო ქართული პროდუქტი მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგიაა,რომლის მეშვეობითაც მზის ელემენტი 3 პროცენტით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.მას მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მის მიერ გამომუშავებული ელექტრული ენერგია მეტია, ვიდრე ქარხნების მიერ წარმოებული მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია.ეს კი,ხდება მათზე მოთავსებული სილიკონის აპკის ფორმირებით, რომელიც ახდენს სინათლის ინტენსივობის გადანაწილებას.
ერთ-ერთ ინტერვიუში გუნდის წევრები მათ გამოგონებაზე, ენერგიაზე, მზის ელემენტებზე, მათი ტექნოლოგიის უნიკალურობაზე და მნიშვნელობაზე სწრაფად და მონაცვლეობით ყვებიან.გიორგი ნიორიძეს ,გუნდის წევრს, სჯერა მათი მეთოდის მნიშვნელობის,ეს მის სიტყვებშიც იგრძნობა „რადგან ჩვენ გავხდით ელექტრო-ენერგიას ხელმისაწვდომს და უფრო იაფს ვიდრე დღეს არის.“ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე თვიან მუშაობასთან ერთად რაც გუნდის წევრებს აერთიანებთ, მათი გამოგონების რწმენაა.ვახო კონტრიძე კი მიიჩნევს, რომ გამოგონება მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვისაც, რადგან: „ის უფრო ეფექტური იქნება და დააკმაყოფილებს მეტ ოჯახს მსოფლიოს მასშტაბით.“
“მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადი და დამღლელი იყო. ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ბაზის მიხედვით და ჩვენი კურატორის მითითებებით ვმუშაობდით. პროექტის სრულყოფამდე უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება დაგვჭირდა”. – აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.
„ელჩის სტატუსით“ წარდგენილი გუნდი სამიტის მასპინძლებისგან ქებას ისმენს, თანატოლი გამომგონებლებისგან კი ინტერესს და კითხვებს.
„საქართველოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. მათ შესანიშნავი გამოგონება წარმოადგინეს. მზის ენერგიის 3 პროცენტით გაზრდა დიდი მიღწევაა,” ამბობს ნენსი კონრადი, ფონდის დამფუძნებელი. 2008 წელს დაფუძნებული კონრადის ფონდი „აპოლო 12“-ს ასტრონავტის ჩარლზ პიტ კონრადის სახელს ატარებს.
ყოველწლიურ სამიტზე ახალგაზრდა გამომგონებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. „სოლარის“ წევრებმა იციან, რომ წინ კიდევ ბევრი კონკურსია, კონრადის ინოვაციების კონკურსში გასამარჯვებლად კი სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: გამოგონების უნიკალურობა, მოთხოვნა და კომერციული მდგრადობა.
ყველაზე მთავარი მიზანი კი ისაა, რომ „ახალგაზრდებმა იფიქრონ,“ ამბობს ნენსი კონრადი და სამიტის მონაწილეების დიდ ჯგუფთან ერთად კოსმოსური ხომალდების ფონზე საერთო ფოტოს გადასაღებად მიდის.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე,ვამაყობ აღნიშნული მიღწევით და მიმაჩნია,რომ აღნიშნული ტექნოლოგიაა,ის პროდუქტი,რომელიც არა მხოლოდ საქართველოში,არამედ მსოფლიო მაშტაბითაც დაიმკვიდრებს სულ მალე ადგილს.აღნიშნული მიღწევაა,ის პროდუქტი,რომელიც საქართველოს სიამაყით წარმოაჩენს.