მოდა და მარკეტინგი
ავტორი: ქეთი თოფურია
მოდის ცნება ადამიანთა უმრავლესობისთვის ასოცირდება დროის პატარა მონაკვეთში გაბატონებულ ჩაცმის მანერასთან, ანდაც კულტურის გარეგნული ფორმების ერთი ეტალონის მეორით ჩანაცვლებასთან, თუმცა მოდა,ეს ამაზე გაცილებით მეტია, ის რთული სოციალურ-კულტურული ფენომენია, რომელიც იჭრება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, ,სჭვალავს მოვლენათა ისეთ წრეებს, როგორებიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკა, მეცნიერება, მუსიკალური და ლიტერატურული მიმდინარეობები. სრულყოფილი მოდა ადამიანის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი ხდება და გავლენის ქვეშ აქცევს ადამიანის მანერას, მეტყველებას, ურთიერთობათა ხერხებსა თუ თვითიდენტიფიკაციას.
თნამედროვე საზოგადოებაში მოხდა მოდის ფენომენის ტრანსფორმირება, შეიცვალა მისი ფორმა და არსი. ამის დასტურია მოდის თანამედროვე განსაზღვრა დევიდ ჯერისა და ჯულია ჯერის სოციოლოგიური ლექსიკონის მიხედვით.მათი აზრით მოდა ირეკლავს თანამედროვეობის ორ ასპექტს : ა) მუდმივ ცვლილებას, რომელიც ხორციელდება რეკლამისა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების მხარდაჭერით; ბ) ტანსაცმლის და სხვა მსგავსი ნივთების სტილსა და არჩევანს. ამით ადამიანებს ეძლევა შესაძლებლობა მოახდინონ გარემოზე გარკვეული ზეგავლენა, გამოხატონ საკუთარი „მე“ და სოციალური სტატუსი.
მოდა არის ის ენა, რომლითაც ყოველი კულტურა „საუბრობს“ საკუთარ თავზე; მოდა საზოგადოების ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური რეპრეზენტაციაა. ის შეიძლება პროტესტიც გახდეს. შინაგანი განწყობის გამოხატულება საზოგადოებასთან, არსებულ სოციუმთან.
საბჭოთა საქართველოში, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს ნაწილში, მოდა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა. ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, როცა დირექტივები ქსოვილების თუ ტანსაცმლის წარმოებისა და დიზაინის შესახებ ეშვებოდა ზევიდან. შესაბამისად, ტანსაცმლის მოდა, როგორც მთლიანი ატმოსფერო სახელმწიფოში, იყო მაქსიმალურად სტერეოტიპული და სტანდარტიზებული, ხოლო მოდა წარმოადგენდა ერთგვარ გაყინულ სუბსტანციას, რომლის ძირითადი სტანდარტი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: ,,ყოველი როგორც ყველა“.
ამრიგად, საბჭოთა საქართველოში მოდა წარმოადგენდა იდეოლოგიურ იარაღს, რომელიც მოწოდებული იყო გაემყარებინა სოციალისტური წყობილება, ე. ი. იყო სოციალური და ესთეტიკური წნეხის ინსტრუმენტი. ,,აკრძალული ხილის სინდრომი’’ – ხოლო აკრძალული მოდა, რომელიც თავისი არსით თამაშია, ქართველებისათვის იყო არა უბრალოდ ტკბილი ხილი, არამედ ესთეტიკური გარდასახვის წარმტაცი შესაძლებლობაც.
დამოუკიდებელი საქართველოს მოდას თავიდანვე ჰქონდა და დღესაც აქვს სულ სხვა მიზნები, რომლებიც განსხვავდება საბჭოთა მიზნებისგან. XX საუკუნის 90–იანი წლებიდან თანდათან ხდება ქართული მოდური პროცესის მოდიფიცირება სოციალურ-კულტურული არახაზოვანი დინამიკის პირობებში. იგი ცდილობს, როგორც ნებისმიერი ცივილიზირებული საზოგადოების მოდა, გახდეს უფრო მოსახერხებელი და სასურველი, და, ამავე დროს, რაც მნიშვნელოვანია განსაზღვრისას, ცდილობს შესთავაზოს საზოგადოებას ახალი, თანამედროვე ესთეტიკა.
დაახლოებით 2000-იანების პირველი ათწლეულიდან ქართული მოდა უფრო აქტიურად უახლოვდება ერთიან მსოფლიო მოდის ველს. ჭირვეული, არამდგრადი, მუდმივად ცვალებადი მოდა ყალიბდება, როგორც სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური რეგულაციის მექანიზმი, როგორც სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის ნიშნების ერთ-ერთი სისტემა. საქართველოში აქტიურად ყალიბდება ახალი სამომხმარებლო კულტურა, იწყებენ წარმოჩენას კონსიუმერისტული ფუნქციონალურობის ტენდენციები. მოდა უცილობლად გადადის საბაზრო ურთიერთობებზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულ ბაზარზე უამრავიი ახალი ბრენდი გამოჩნდა, რომელიც დიდი აქტუალურობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.
ჩვენთვის დასამახსოვრებელი და ჩვენ სურვილებთან, შინაგან გამოძახილთან ყველაზე ახლოს მყოფი ბრენდი-RECKLE$$ია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასზე მეტის გაგება და თქვენთვის შესაძლო აქამდე უცნობი ფაქტების გაცნობა.
ბრენდი 2020 წლის 20 აგვისტოს დაარსდა და უკავშირდება 15 წლის ნიკა ჯორჯაძის გარდაცვალებას. მისი მუსიკა, ჩაცმის სტილი,ხელოვნება, გემოვნება თუ შეხედულებები გახდა ინსპირაცია დედასთვის და სული ჩაუდგა ახალ ერას ქართული მოდის ისტორიაში. სალომე გველესიანმა გადაწყვიტა, რომ ეს ვერ და არ უნდა ყოფილიყო დასასრული. ის დაფიქრდა სხვა მოზარდებზეც, რომლებიც ყოველდღიურად გრძნობენ იმედგაცრუებას, აქვთ პროტესტის განცდა დიდური სიყალბისა და გაუცნობიერებლობის მიმართ და იგრძნო მათი მხარდაჭერის აუცილებლობა. ეს არ არის ამბავი მხოლოდ ნიკა ჯორჯაძეზე, რექლესის ბრენდი არის ყველა მოზარდზე, რომელიც სამყაროსგან გულწრფელობასა და სტიგმებისგან გათავისუფლებას ითხოვს.
სალომესთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბრენდის მთავარი თემა ნიკა ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად ეს განზოგადებულია და ყველა იმ მოზარდის სათქმელს ამბობს, რომლებმაც სამყაროს, გარემოცვის მიმართ ნდობა დაკარგეს.
ყველა მოზარდზე, რომელიც სამყაროსგან გულწრფელობასა და სტიგმებისგან გათავისუფლებას ითხოვს. აწუხებთ სიყალბე, ფსევდო მიდგომები, განათლება რომლის მიმართ ნულია ინტერესი, სკოლის მოძველებული დამოკიდებულება, განათლების სისტემა ფარისევლური ტრადიციები და ღირებულებები, რომელიც არარელევანტურია მოზარდთა ინტერესებთან.
პირველი კოლექცია საბჭოთა თემატიკას ეხება და მთავარ ლოგოდ კუბიდონია, მასში ის შაბლონები იგულისხმება, რომელიც როგორც წესი სამყაროდან გვიბრუნდება ხოლმე, თუმცა აქტუალობა დიდი ხნის წინ დაკარგეს, ისევე, როგორც ამ კუბიდონმა ,,მადონას’’ სერვიზიდან. მიუხედავად, იმისა რომ ყველას სახლში მოიპოვება, მაინც ყველასთვის მიუწვდომელ, საკრალურ ნივთათ, დეკორაციათ და სახლის მთავარ ღირსებად რჩება. “გაქცევა სკოლიდან” გამოხატულია მიხაკით, რომელიც სკოლის პირველ დღესთან ასოიცირდებოდა. და “ფილოსოფიური გაქცევა” – ღმერთისგან თუ სოციალური ინსტიტუციებისგან, სტერეოტიპებისგან „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ აწერია ჰუდებს და ზარატუსტრა ხატია მთელ ზურგზე.
სწორი მარკეტინგულ გათვლად მმიმაჩნია ის ფაქტი, რომ სალომე გველესიანმა მთავარი პასუხისმგებლობა 3 ახალგაზრდას დააკისრა. ახალგაზრდებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუგებენ თანატოლებს და უკეთ იგრძნობენ ყველა დიდ თუ პატარა დაბრკოლებას.
ლიზა ყაჯრიშვილს, ანკა ქოიავასა და მასუ მწარია ტანსაცმლის დიზაინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა VADS-ის სტუდენტები არიან.
მათი ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები, და ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა ბევრ იდეასა თუ ინოვაციურ საკითხს ჭრის და საბოლოოდ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ.
გაყიდვის სავაჭრო სივრცე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ შოპებია. მიუხედავად იიმისა, რომ ქართველ მომხმარებელს არ უყვარს ონლაინ სივრცეში ასე ტანსაცმლის შეძენა, ბრენდი მაინც წავიდა დიდ რისკზე.
პირველი კოლექციის გამოსვლის შემდეგ, როცა ხალხმა ნელ-ნელა გაიცნო ბრენდი და მის ორიგინალურობასა და განსხვავებულობასთან ერთად, ხარისხიანობაშიც დარწმუნდა, თამამი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელიც კი გახდა, ბრენდის წინსვლისთვის.
მათი პირველი ნაბიჯი ხალხის ნდობის მოპოვება და ერთგულების დამსახურება იყო, რომელიც ძალიან წარმატებით გადალახეს.
განვითარების პერსპექტივით, ბრენდი შოუ-რუმების მოწყობას აუცილებლად აპირებს, მანამდე კი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და რამდენიმე გალერიით შემოიფარგლებიან, რომელშიც საკუთარ კოლექციას ანთავსებენ.
მომავალში კი, როგორც ყოველთვის ორიგინალური და განსხვავებული იდეეით, აპირებენ ბაზარზე გამოჩენას, რაც თავშეყრის ადგილის შექმნას გულისხმობს და არა მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიის, ეს ბევრად მეტი უნდა იყოს. ადგილი სადაც ახალგაზრდები თავს მოიყრიან, აზრებსა თუ იდეებს გაცვლიან და უდიდეს სიამოვნებას და ენერგიას მიიღებენ შექმნილი გარემოდან.
ჩვენში, რექლესმა ყველაზე დიდი აღფრთოვანება სწორედ მაშინ წარმოქმნა, როდესაც მათი გულწრფელობა დავინახეთ. ბრენდი თვითგანვითრებაზე და მეტი ახალი ადამიანის გაცნობაზე, მათი ცხოვრების შეცვლაზე და სიახლის ძიებაზეა ორიენტირებული და არა თანხების მოხვეჭაზე.
კიდევ ერთი განსაკუთრებული ჟესტი, კომპანიის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი ფოტო-მოდელებს ეხებათ. მათ საკუთრი კოლექციის მოსარგებათ სტუდიაში, არა მოდერლები, არამედ ქუჩაში გამვლელი ადამიანები მიიყვანეს. ის ადამიანები ვინც თვლიდნენ, რომ ყველაზე ახლოს იქნებოდნენ ბრენდის სურვილებთან ქუჩაში აირჩა.
კარიერის ასე დაწყების და საზოგადოებაში გამოჩენილი ახალი სახეებიდან, უამრავ მათგანს სხვადასხვა სააგენტო დაუკავშირდა და ამ საქმის გაგრძელებაც თხოვეს.
სალომეს მიზანიც სწორედ ეს იყო. თინეიჯერებისთვის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.