მომხმარებლების დამოკიდებულება ქართული ბრენდი ANOUKI-ს მიმართ და ენგელის კანონი
ელენე რაზმაძე, IBSU მარკეტინგი
ქართველ მომხამრებელს ემოციური გამოკიდებულება აქვთ ქართული ბრენდების მიმართს. იგრძობა რომ ქართველებს სურთ იყვნენ მათი ეროვნული ბრენდების ქომაგნი.
ბრენდი “ANOUKI” საკამოდ პოპულარულია ბაზარზე. თავდაპირველად დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ, თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს.
ანუკის ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.ბრენდი თავიდანვე აქტიურად იყო წარდგენილი ევროპულ გამოფენებსა და პარიზის შოურუმებში, რაც ზრდიდა როგორც ანუკის, ასევე მისი ბრენდის ცნობადობას. ბრენდის ტანსაცმელი წარდგენილია ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორიც არის: Harvey Nichols Hong Kong, D-Mop Hong-Kong, Isetan Japan, Rare Market Korea, Lyyk (4 მაღაზია რუსეთში) More is Love. 2017 წელს ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა. ანუკი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ დიზაინერებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. როგორც
საერთაშორისო ისე ქართულ ბაზარზე ანუკი დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ყავს “AVTANDIL” , “ZARQUA” და კიდევ ბევრი ბრენდი კონკურენციას უწევს ანუკის. ქართველ მომხმარებელთა აზრი რა თქმა უნდა იყოფა სადა და ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულები ანუკის ბრენდს ირჩევენ, ხოლო 90იანების სტილის მოყვარულები ავთანდილის ბრენდს ირჩევენ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბრენდებს ერთგული ქართველი მომხმარებლები ყავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი რიცხვი დიდი არაა, რადგან პროდუქციის ფასები ყველასთვის არ არის მისაღები. აქედან გამომდინარე ქართულ ბრენდებს ყავთ მცირე რაოდენობის ერთგული და დიდი რაოდენობის შემთხვევითი მომხმარებელი.
მარკტინგში არის ერთი საინტერესო ენგელის კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის შემოსავლის გაზრდისას ხარჯები კვებაზე იკლებს, ხარჯების წილი ტანსაცლმელზე არ იცვლება, ხოლო ხარჯების წილი ფუფუნების საგნებზე იზრდება. ამგვარად თუ ვიაზროვნებთ, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება და ქვეყნის მთლიანი პროდუქტი გასამმაგდება, ჩვენი ქვეყნის ძვირფასი მომხმარებლები უფრო მეტ ფუფუნების ბრენდს შეიძენენ.