მომხმარებლის დამოკიდებულება ქართული და მისი კონკურენტი ბრენდებისადმი

ლიზა ოდიშელიძე, IBSU, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

 

21-ე საუკუნე გლობალიზაციის ეპოქაა, შესაბამისად სულაც არ არის გასაკვირი რომ მომხმარებლების მოთხოვნები, უპირატესი სურვილები, სამომხმარებლო ქცევა, საჭიროებები მუდმივად იცვლება. დინამიკა და სამყაროს განვითარების ტენდენციები ყველაფერს თავის კვალს ამჩნევს. შესაბამისად, უფრო და უფრო ვითარდება პროდუქტთა არჩევანი, ნაირსახეობა, შეთავაზებები და საბოლოო ჯამში, ჩვენ მომხმარებლები ვყიდულობთ არა პროდუქტს, არამედ გაცილებით სხვას – ბრენდს.

ბაზარზე შეინარჩუნო ხარისხი და გაუწიო სხვებს კონკურენცია მარტივი არ არის. დღეს ვისაუბრებ სწორედ იმ ქართულ ბრენდზე, “ზარაფხანაზე“, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ცდილობს პოზიციები არ დაუთმოს ისეთ ოქროს სხვა უცხოურ ბრენდებს, როგორიცაა „Franco fontana”, “PANDORA”, ”Roberto Bravo”. უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი რომ ოთხივეს განსაკუთრებული ისტორია აქვს, მაგრამ კითხვაზე თუ რატომ იპყრობს ჩემს, როგორც მომხმარებლის ყურადღებას ზარაფხანა, პასუხი მარტივია.

ვფიქრობ, ყველა საქართველოს მოქალაქიე უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს საკუთარი ქვეყნის ბრენდების განვითარებასა და მსოფლიოს ბაზარზე დამკვიდრებას. შესაბამისად, ზარაფხანა ცდილობს ჩვენ, მომხმარებლებს დაგვიმტკიცოს, რომ ეს უბრალო საიუველირო მაღაზია არ არის. მათ საკუთარი ნიშა გამოარჩევთ, იყენებენ უძველეს საიუველირო ხელონების ელემენტებს და მაქსიმალურად ხელს უწყობენ ქართული ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციას.  ჯანსაღი კონკურენცია პროგრესული ბიზნესის სტიმულატორია, თუმცა, უძველესი ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა ზარაფხანას მუდმივად ლიდერის პოზიციაზე აყენებს.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ზარაფხანას“ მაღალი საფასო პოლიტიკა აქვს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ნაყოფია, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მათი ფასი ლოიალურია. ოქროს ფასი მსოფლიოში ლონდონის ბირჟაზე დგინდება. მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტაბილური საფასო პოლიტიკა შეინარჩუნონ. ვეთანხმები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მათ პროდუქციას არსებულზე გაცილებით მეტი ღირებულება ექნებოდა.  ზარაფხანას ნაკეთობები არა მხოლოდ სამკაულია, არამედ მის უკან მთელი ისტორიაა, რომელიც თაობებს გადაეცემა და აქტუალურობას არასდროს კარგავს. შესაბამისად მე ამ ბრენდის ერთგულ მომხმარებლების სიაში შეიძლება ჩავითვალო.

რა თქმა უნდა, თითოეულ ბრენდს კონკურენტები ჰყავთ. ეს სულაც არაა გასასკვირი, ჩემი აზრით, კონკურენცია რაღაც მხრივ წარმატების საწინდარიცაა. შორს რომ არ წავიდე, ვიტყვი, რომ ზარაფხანას პირდაპირი კონკურენტები არ ჰყავთ, თუმცა საქართველოში ბევრი იმპორტიორი საიუველირო კომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორისაა, იტალიური ბრენდი Roberto Bravo. უდაოდ, ბევრი საუბარი შეგვიძლია მათ დახვეწილ ნაკეთობებსა თუ ხარისხზე. თუმცა, ზოგჯერ ფასები იმედნად მაღალია მხოლოდ მათ ფანად თუ მოვიაზრებ ჩემს თავს. ეს კი, კიდევ ერთხელ მიბიძგებს უპირატესობა ქართულ ბრენდს მივანიჭო.

გარდა ამისა, აქვე უნდა ვახსენო მეორე იტალიუტი ბრენდი Franco fontana. მათი მაღაზია უკვე 10 წელზე მეტია ზრუნავს ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე ტრენდული, მოდური და ცნობილი ბრენდების სამკაულები გაგვაცნონ. მათი მომხმარებლები სიახლეებს მუდმივად ელიან და სწორედ ესაა გზა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში უნარჩუნებთ ბაზრის ლიდერი კომპანიის პოზიციებს. თუმცა უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არსებული ბრენდის პეპელა მომხარებლად მივიჩნევ თავს, საკმარაისია შეწყვიტონ განვითარება, აწიონ ფასები, უპირატესობას სხვა კომპანიას მივანიჭებ.

ბოლოს, ის, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, საიუველირო კომპანიებიდან არცერთის შემთხვევითი მომხმარებელი არ ვარ. ერთი მხრივ იმიტომ , რომ ოქროს შესყიდვისას აუცილებელია ვიცოდეთ მათი წარმოების პროცესი, გვქონდეს ხარისხის გარანტია, მეორე მხრივ კი კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული პროდუქტის რენტაბელურობა.

აქედან გამომდინარე, ნათელია საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული ბრენდის „ზარაფხანას“ პრივილეგიები საქართველოს ბაზარზე. მისი წარმოების პროცესი უპრეცედენტოა – ეს ხარისხის კონტროლი და კეთილსინდისიერებაა. სხვანაირად წარმოუდგენელია იარსებო ბაზარზე უწყვეტი 80 წლიანი გამოცდილებით. აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით დღეს ბიზნესში ძალიან ცოტა კომპანია თუ მოიძებნება.