მუდამ ზღაპრული ფასები
შპს „ზღაპარი“ 2006 წელს დაარსდა და დღეს 34 მაღაზიას მოიცავს. სახელწოდება ზღაპარი ერთგვარ ასოციაციას ქმნის მომხმარებელში, რომ ისინი სუპერმარკეტში შესვლისას ზღაპრის კარს აღებენ. აქ მათ ხვდებათ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება დაბალი ფასებით, მომხმარებელის კმაყოფილებისათვის სხვა რა არის საჭირო? შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ზღაპრულმა ფაქტორებმა განაპირობა სუპერმარკეტის ქსელების გაფართოება.
როდესაც მარკეტინგის შესწავლას დავიწყებთ, აუცილებლად აღმოვაჩენთ, იმასაც, რომ ბრენდის პროდუქტებს აქვს ხუთი დონე, დავყოთ „ზღაპარის“ პროდუქტები ამ დონეების მიხედვით და შევუდაროთ მის კონკურენტ „ორ ნაბიჯს“:
სარგებლის ძირითადი დონე
ფუნდამენტური მოთხოვნა ან სურვილი, რომელსაც მომხმარებელი აღნიშნული პროდუქტის ან სერვისის მოხმარებით იკმაყოფილებს. როგორც „ზღაპარს“ ასევე „ორ ნაბიჯს“ საერთო ძირითადი უპირატესობები აქვთ, ორივე მათგანი არის სუპერმარკეტი რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქტებს.
პროდუქტის საერთო დონე
პროდუქტის საბაზისო ვერსია, რომელიც ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, შეიცავს მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ატრიბუტებსა და მახასიათებლებს მოცემულ დონეზეც ორივე კონკურენტი თანაბრად არის. მაგალითად: მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი საკვები ან სასმელი პროდუქტები, ასევე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებები.
პროდუქტის მოსალოდნელი დონე
იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომელსაც მომხმარებელი, ჩვეულებრივ, პროდუქტის შესყიდვისას ელოდება და ეთანხმება. „ზღაპარიში“ შესვლისთანავე გვესმის სასიამოვნო სიმღერა, რაც პროდუქტის შერჩევის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ამასთან ერთად მაღაზიაში არის ძალიან სასიამოვნო გარემო, თითოეული პროდუქტი არის სწორად განლაგებული. თითეული მათგანი ჩვენს მოლოდინებსა და ბრენდის სახელწოდებას ამართლებს. ჩვენ ნამდვილად ზღაპარში ვიმყოფებით.
პროდუქტის გაფართოებული დონე
შეიცავს პროდუქტის, უპირატესობების ან დაკავშირებული სერვისების დამატებით ატრიბუტებს, რომლებიც პროდუქტს კონკურენტებისგან გამოარჩევს. ვერ ვიტყოდი, რომ სუპერმარკეტი „ზღაპარი“ მის კონკურენტ „ორ ნაბიჯზე“ უკეთესი სუპერმარკეტია. „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი უპირატესობა გამოიხატება, იმაში, რომ აქვს საკუთარი აპლიკაცია, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია როგორც Android ასევე IOS სისტემაში. ამ აპლიკაციის საშვალებით შესაძლებელია მარტივად შევუკვეთოთ ონლაინ და მივიღოთ სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. რა თქმა უნდა არც „ზღაპარი“ ჩამორჩა კონკურენტს, ონლაინ პროდუქტის შეძენა აქაც არის შესაძლებელი თუმცა ვებ-გვერდის საშუალებით. ვფიქრობ პანდემიის დროს ონალინ პროდუქტების შეძენა საუკეთესო არჩევანია.
პროდუქტის პოტენციური დონე
მოიცავს ყველა დამატებასა და გარდაქმნას, რომელიც შეიძლება პროდუქტმა მომავალში განიცადოს. ვფიქრობ „ზღაპარმა“ კვლავ უნდა შეთავაზოს მომხმარებელს ზღაპრული ფასები, და მაღალი ხარისხის პროდუქტი. მოიზიდოს მომხმარებელი საინტერესო აქციებითა და შეთავაზებებით. მაღაზიას უნდა ყავდეს მეგობრული და კომუნიკაბელური კონსულტანტები, ვინც ყოველთვის მზად იქნება დაეხმაროს მომხმარებელს და შექმნას სასიამოვნო გარემო. ასევე გახსნას ახალი ფილიალები და ამ კუთხით გაზარდოს ბაზრის წილი.
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
სტუდენტები: ალინა აკობაშვილი, მარიამ თოფურია