მწვანე მარკეტინგი

იაკობ ჯანგავაძე, IBSU, მარკეტინგი

რა არის მწვანე მარკეტინგი?

მწვანე მარკეტინგი არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და მომსახურების მარკეტინგი. იგი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან უფრო მეტი ადამიანი იწყებს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ სურს ფულის დახარჯვისას პლანეტის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყოს.

მწვანე მარკეტინგი შეიძლება მოიცავდეს ისეთ სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა:

  • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა
  • ეკოლოგიური შეფუთვის გამოყენება
  • მარკეტინგის ძალისხმევის ფოკუსირება შეტყობინებებზე, რომლებიც პროდუქტის მწვანე სარგებელის მიღებაზე იქნება ორიენტირებული
  • ორგანული პროდუქტის წარმოება და პრომოცია
  • მწვანე ბაზრის პრომოცია
  • მწვანე მარკეტინგის პოპულარიზება

ამ ტიპის მარკეტინგი შეიძლება უფრო მეტად ძვირი იყოს, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი მაგრამ ასევე მომგებიანია მასზე მოთხოვნის გაზრდის გამო. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ადგილობრივი წარმოება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საზღვარგარეთ წარმოებული იაფი მუშახელი, მაგრამ მათ ნახშირბადის ნაკლებ ნაკვალევი აქვთ, რადგან მათ აქეთ-იქით ფრენა არ სჭირდებათ. ზოგიერთი მომხმარებლისა და ბიზნესის მფლობელისთვის, გარემოსდაცვითი სარგებელი აღემატება ფასის სხვაობას.

მწვანე მარკეტინგის მეთოდები :

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადების გარდა, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შეასრულონ სხვა რამ, რომელიც შეიძლება „მწვანე მარკეტინგად“ ჩაითვალოს.

მაგალითად :

  • ეკოლოგიური ქაღალდისა და მელნის გამოყენება ბეჭდვითი მასალებისთვის.
  • გადამუშავების პროგრამების წახალისება და პასუხისმგებლობა ნარჩენების გადამუშავების შესახებ.
  • ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის გამოყენება.
  • შეფუთვის და გადაზიდვის ეფექტური მეთოდების გამოყენება.
  • ეკოლოგიური ენერგიის წყაროების გამოყენება.
  • ნაბიჯების გადადგმა გარემოზე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად.
  • “გამწვანება”.

ზოგიერთი კომპანია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მაგალითად მწვანე შეფუთვის გამოყენებით ან მომხმარებლების მიმართ გაგზავნილ შეტყობინებაში, სადაც კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საუბრობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, შესაბამისად ეს აზიანებს კოპმანიის რეპუტაციას.

ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც მეტს ფიქრობენ ბუნების დაცვაზე.

თუ მომხმარებლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მართლაც ყიდულობენ მწვანე პროდუქტს, უნდა ეძებონ ოფიციალური სერთიფიკატები, რომლებიც ჩამოთვლილია პროდუქტის შეფუთვაზე.

ქართულ რეალობაში, შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი „ნიკორა“-ს სახით, რომელიც ცდილობს, ახალგაზრდების ყურადღება მიიქციოს, ვინაიდან ეკოლოგიურ პრობლემებზე სხვადასხვა კვლევით უფრო მეტად ახალგარდები ფიქრობენ.

მაგალითად:

ნიკორას სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლება მოხდა.”ნიკორა” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას ეხმიანება და მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ანაცვლებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ნიკორას” ერთ-ერთ სუპერმარკეტს მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ესტუმრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, “ნიკორა” პირველია ქართულ სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით.

კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მსოლფიოში სწორედ ორგანული და მწვანე მარკეტინგით შეუძლია დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი. იმგვარი დიფერენცირების მარკეტინგული პოლიტიკა რომელსაც მწვანე მარკეტინგი უზრუნველყოფს, სწორედ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის იქნება მომგებიანი.

ამიტომაც დავიწყოთ მეგობრებო მწვანე მარკეტინგი!