ნატახტარის დისტრიბუცია
მარიამ ბაღათურია
თითოეული კომპანიის მიზანი არის გახდეს წამატებული და მყარი პოზიცია დაიკავოს კონკურენტუნარიან ბაზარზე. ამისთვის საჭიროა როგორც სრულყოფილი პროდქუტის წარმოება ასევე მათი ფართო ბაზარზეც გაშვება. ამიტომაც თითოეული კომპანია ცდილობს რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაუშვას საკუთარი პროდუქტი. ამით იზრდება როგორც მისი შემოსავალი, ასევე ბრენდის ცნობდადობაც და ქვეყნის სახელიც. რაც ნიშნავს იმას რომ მზარდი დისტრიბუცია მომგებიანია როგორც კომპანიისთის ასევე ქვეყნისთვის.რითი გამოირჩევა კომპანია ნატახტარი და რამდენ ქვეყანაში გააქვს პროდუქტი?
კომპანია „ნატახტარი“ (სს „ლომისი“) აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს. იგი ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან.. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი) და ლიმონათის 8 არომატს.სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება. 2005 წელს, სააქციო საზოგადოებამ თიბისი ბანკისა და EBRD-ის უპრეცედენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება. ამჟამად, ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში რაც ნადმვილად არ არის ცოტა რაოდენობა. საექსპორტო ქვეყნებია :
- რუსეთი
- მოლდოვა
- აზერბაიჯანი
- ლიეტუვა
- ბელარუსი
- გერმანია
- ლატვია
- უკრაინა
- ტაჯიკეთი
- საბერძნეთი
- ყაზახეთი
- ინდოეთი
- ბულგარეთი
- ესტონეთი
- უზბეკეთი
- პოლონეთი
- ამერიკის შეერთებული შტატები
- სომხეთი
- ისრაელი
- ავსტრია
- ყირგიზეთი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- თურქმენეთი
როგორც ხედავთ ჩამონათვალში გვხვდება როგროც განვითარებული ასევე განვითარებადი ქვეყნებიც. რაც როგორც კომპანიისთვის ასევე ქვეყნისთვისად დიდი წარმატებაა. რადგაც ნატახტარის პროდუქტმა შეძლო და ასეთ მაშტაბზე, ასეთ ფართო და კონკურენტუნარიან ბაზარზე წარადგინა პროდუქტი.