ნატახტარი – ბაზარზე პოზიციონირება
ავტორები: მარიამ ყავლაშვილი, ლიანა ელიბეკიანი
მყიდველებს პროდუქტების მიმართ განსხვავებული ცოდნა, დამოკიდებულება და მოხმარების სურვილი გააჩნიათ. ამიტომ მარკეტოლოგებისთვის აუცილებელია განახორციელონ მომხმარებელთა სეგმენტაცია ქცევითი მახასიათებლების მიხედვით. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტოლოგებისთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სეგმენტაცია სიტუაციის მიხედვით, ანუ დააჯგუფოს მყიდველები იმ სიტუაციების მიხედვით, რომლის დროსაც მომხმარებელი ყიდვის გადაწყვეტილებას იღებს. მარკეტოლოგებმა ზოგიერთი დღესასწაულის სტიმულირება უნდა მოახდინონ. მაგალითად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის. მოგვეხსენება, რომ ეკლესიის მიერ დადგენილი ერთ-ერთი ხანგრძლივი მარხვა სწორედ აღდგომამდეა. ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის „ნატახტარის“ პროდუქციის მომხმარებლები, მარხვაზე არიან. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ნატახტარისთვის უმჯობესი იქნება კონცენტრირება მოახდინოს ლიმონათზე, ვინაიდან დღეს ნატახტარი ბაზარზე სამარხვო ლიმონათებით არის წარმოდგენილი. ეს მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობისთვის დღემდე უცნობი ფაქტია. რამაც შესაძლოა მარხვის პერიოდში მოთხოვნა შეამციროს პროდუქციაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ნატახტარის ლიმონათს აქვს Facebook-ის გვერდიც, რომელსაც 70000-მდე გამომწერი ჰყავს და ამ გვერდზეც კი არ იყო გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ ნატახტარის ლიმონათი სამარხვოა. ასევე ვუყურეთ მის სატელევიზიო რეკლამებს და არც იქ იყო ნახსენები ამ ფაქტის შესახებ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუ კომპანია „ნატახტარი“ თავის სოციალურ ქსელს უფრო აქტიურს გახდის და სატელევიზიო რეკლამებშიც აღნიშნავს, რომ ნატახტარის ლიმონათები სამარხვოა, მარხვის პერიოდში საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს კომპანიას, შესაბამისად გაიზრდება პროდუქციაზე მოთხოვნაც.ასევე შეგვიძლია აღდგომის დღესასწაულის სახელის სტიმულირება მოვახდინოთ, რომლის დროსაც შევცვლით პროდუქციის შეფუთვებს და ამით გავზრდით ჩვენს გაყიდვებს, რადგან მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტი მეტად შესამჩმევი და ყურადღების მიმქცევი გახდება.ჩვენი კომპანკია მოამზადებს სპეციალურ შეთავაზებებს და რეკლამებს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კომპანია ნატახტარი ასევე გამოიყენებს უნიკალური სავაჭრო შეთავაზების Unique selling proposition (USP)- ის სტრატეგიას, რაც გულისხმობს იმას ,რომ კომპანია აარჩვენს კონკრეტულად ერთ მახასიათებელს, რომელსაც მკაფიოდ გაუსვამს ხაზს და მომხმარებლებს სწორედ ამ მახასიატებლით მოაწონებს და დაამახსოვრებინებს თავს.ერს გარკვეული სტრატეგიაა.მაშინ როდესაც ბაზარზე უამრავი კონკურენტია, მსგავსი სტრატეგია ერთი ნაბიჯით წინ აყენებს კომპანიას ,რადგან მომხმარებელი ზუსტად იმ კონკრეტული ერთი მახასიათებლით იმახსოვრებს და ირჩევს კომპანიას.
რა თქმა უნდა, მიზნობრივი ბაზრის მოსაპოვებლად აუცილებელია კომპანიას კონკურენტებზე უკეთესად ესმოდეთ მყიდველთა მოთხოვნილებების და უნდა შეეძლოთ მომხმარებლისთვის კონკურენტებზე მეტი ფასეულობების მიწოდება. წინასააღდგომოპერიოდში მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყველაზე მოთხოვნადია სამარხვო პროდუქცია. კომპანია „ნატახტარი“ აწარმოებს სამარხვო ლიმონათს ისევე, როგორც მისი კონკურენტი კომპანიები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ „ნატახტარი“ წელიწადის ამ დროს მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეს და გამოიყენოს ყველა შესაძლო პლათფორმა(ტელევიზია, სოციალური ქსელი) საკუთარი ლიმონათის დასარეკლამებლად, რომელიც მისაღები იქნება როგორც მარხვაზე მყოფი, ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვისაც.
ლოგიკურია, რომ მომხმარებელი ირჩევს იმ პროდუქციას, რომელიც უფრო მეტ ფასეულობას სთავაზობს. აქედან გამომდინარე მარკეტოლოგებმა ბრენდის მნიშვნელოვან და ამავდროულად განსხვავებულ სარგებელზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ბაზარზე ბრენდის სრულ პოზიციონირებას ეწოდება ფასეულობათა განაცხადი.ამიტომ ჩვენ ვქმნით სარგებლის სრულ კოპლექს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია გასცეს კითხვას პასუხი თუ ,,რატომ მაინცდამაინც ნატახტარის პროდუქცია“.ჩვენი ფასეულობათა განაცხადია გემო, ხარისხი, პროფესიონალიზმი.
არსებობს ხუთი განსხვავებული ფასეულობათა განაცხადი. ესენია: „მეტის-მეტით“, „მეტი-იმავეთი“, „იგივე-ნაკლებით“, „ნაკლები ბევრად ნაკლებით“, „მეტი-ნაკლებით“. „მეტი-ნაკლები“- ეს გულისხმობს უკეთესი ხარისხის პროდუქციასა და დაბალ ფასებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიამ მოგებიანი პოზიციონირების სტრატეგია განავითაროს, რომელიც მიზნობრივი მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია.მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგანაც ჩვენს კომპანიას, რომელიც ორივე ფასეულობის მიწოდებას ცდილობს, პოზიციონირების გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება გაუჭირდება, ჩვენს შევიმუშავებთ საუკეთესო გეგმას საიმისოდ რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ რთულ და კრიზისულ სიტუაციას, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ დავმარცხდეთ იმ კონკურენტ კომპანიებთან, რომლებიც ერთი ფასეულობის მიწოდებაზე უფრო კონცენტრირებულნი არიან. მაგრამ კომპანია „ნატახტარს“ მაინც ამ ფასეულობათა განაცხადს მივაკუთვნებთ, ვინაიდან „ნატახტარი“ საქართველოში არსებული ლუდისა და ლიმონათის საწარმოებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობითა და პროდუქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ყველაფერთან ერთად კი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი მისი შეძენა საქართველოს და არამარტო საქართველოს ნებისმიერ მაღაზიაში.