“ნიკორას” ბაზრის დემოგრაფიული სეგმენტირება
იაკობ ჯანგავაძე, IBSU, მარკეტინგი
ჩვენი სასახელო ბრენდის „ნიკორას“ დემოგრაფიული სეგმენტირებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი თითოეული საკითხის ცალ-ცალკე განხილვა:
- ასაკი:
კვლევის თანახმად, „ნიკორას“ მომხმარებელი აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, მაგრამ 30 წელს გადაცილებული ადამიანების მეტად ორგანიზებულობიდან გამოდინარე ისინი არიან ამ საცალო ქსელის „მეინსტრიმ“ მომხმარებელი. საშუალოდ 30 წელს ზემოთ ადამინები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ამ მაღაზიათა ქსელში, ვიდრე სხვა დანარჩენი.
- სქესი:
ქართულ რეალობაში, უფრო მეტად ქალბატონი მომხმარებლები სჭარბობენ მამაკაცებს, ნიკორას ქსელში.
- რასა, ეროვნება და რელიგია:
საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმეტესად ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მომხმარებელი სარგებლობს „ნიკორას“ მომსახურებით.
სოციალური პროლემების გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვანია იმისა განსაზღვრა, რომ უმეტესად „ნიკორას“ მომხმარებელი წარმოადგენს საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც დასაქმებულია.
ნიკორას მიმზიდველი სტრუქტურა – ნიკორას ქსელი დიდი ხანია დივერსიფიცირებული ხასიათის საცალო მოვაჭრეა, რაც იმას ნიშნავს რომ მის მაღაზიებში, ხორცის პროდუქტები მართალია „ქოლგა ბრენდია“, მაგრამ ყველა სხვა სახლის მაღალი მოხმარების საქონელი აქ დიდი ოდენობით გვხვდება. ნიკორას ასევე საკუთარი კერძო სავაჭრო მარკები უწყვია დახლებზე. ყოველივე რასაც ბრენდი ნიკორა სთავაზობს მომხმარებელს გარკვეული წარმატებით სარგებლობს. არ არის გამორიცხული რომ ნიკორამ სულ მაკე მომხმარებელს საკუთარი მზა კვება და ფუუდ ქატერინგი შესთავაზოს. ამ ბრენდს უყვარს დივერსიფიცირება რაც იმას ნიშნავს რომ შექმნა ახალი ბაზარი ახალი პროდუქტით ან მომსახურეობით.
გავიხსენოთ რა არის დემოგრაფიული სეგმენტაცია.
დემოგრაფიული სეგმენტაცია შედგება ორი სიტყვისგან. სიტყვა დემოგრაფია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “demos”, რაც ნიშნავს ხალხს და ინგლისური სიტყვიდან “graphy”, რაც ნიშნავს “შესწავლას”. როდესაც ეს ორი სიტყვა შერწყმულია, ეს ნიშნავს “ხალხის შესწავლას”.
მარკეტინგი განსაზღვრავს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ ბაზარს პროდუქტის ან მომსახურებისათვის, დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით. საბაზრო სივრცის შესასწავლად აუცილებელია დემოგრაფიის ცოდნა.
დემოგრაფიული სეგმენტაცია განისაზღვრება, როგორც ბაზრის სეგმენტაციის მეთოდი როგორიცაა ასაკი, სქესი, რელიგია და საგანმანათლებლო კვალიფიკაცია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვლევაში. იქნება ეს ახალი პროდუქტის წამოწყება, თუ ცვლილებების დანერგვა, ან ახალი სერვისების დანერგვა, ბიზნესი მუდმივად უნდა იცნობდეს ამ მუდმივ ცვალებად ბაზარს.
დემოგრაფიული სეგმენტაციის ფარგლებში არსებობს რამდენიმე ცვლადი:
- 1.დემოგრაფიული სეგმენტაცია ასაკის მიხედვით: დემოგრაფიული სეგმენტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადია ასაკი. თაობა არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც დაიბადნენ იმავე ეპოქაში, გაიზარდნენ იგივე ტიპის გამოცდილებებით, გარკვეული გეოგრაფიული სეგმენტაციით. მაგალითად, „ბუმერები“ არიან ის ადამიანები, რომლებიც აშშ-ში 1946–1964 წლებში დაიბადნენ. ამ თაობაში დაბადებულ ადამიანებს აქვთ გარკვეული მსგავსი მახასიათებლები. ადამიანები X თაობაში დაიბადნენ 1965 – 1981 წლებში.
- შემოსავალზე დაფუძნებული დემოგრაფიული სეგმენტაცია: შემოსავალი ასევე მნიშვნელოვანი ცვლადია, რადგან ის ეხმარება მწარმოებელს პროდუქტის ფასების განსაზღვრაში. მწარმოებლის უმეტესობა პროდუქტის ფასების შეფასებისას ითვალისწინებს დემოგრაფიულ სეგმენტს. ამასთან, არსებობს სხვა მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების მაღალშემოსავლიან სეგმენტზე არიან ორიენტირებულნი. მანქანები, ტექნოლოგია, ტანსაცმელი და ა.შ. უფრო კონკრეტულად იქმნება ამ სეგმენტებისათვის, რადგან ისინი ფუფუნების საგნებში გადიან.
- დემოგრაფიული სეგმენტაცია რელიგიის, რასისა და ეროვნების საფუძველზე.
მაგალითად: ალკოჰოლური სასმელები ძალიან შეზღუდულია შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.
საერთაშორისო ბიზნესის ზრდასთან ერთად, სხვადასხვა ბრენდებმა წამოიწყეს კამპანიები, რომლებიც რელიგიურ მრწამსს და ეროვნებას არ მიაყენებს არც შეურაცხყოფას და არც ზიანს.
ბიზნესის გეოგრაფიული არეალის ზრდასთან ერთად იზრდება დემოგრაფიული სეგმენტაცია რელიგიის, რასისა და ეროვნების საფუძველზე.