ორი მაწონი – ერთი არჩევანი

ქეთი თოფურია, ანა მოწონელიძე

 

სამომხმარებლო ბაზრის შესწავლისას უდიდესი ყურადღება ექცევა მარკეტინგულ, საბაზრო კვლევებს.  მისი მეშვეობით მიმდინარეობს მომხმარებელთა მოტივაციის, ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის სურვილის, რეკლამის ეფექტურობის დეტალური შესწავლა. სწორედ საბაზრო კვლევების დამსახურებაა, რომ წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად ითვალისიწინებს მომხმარებელთა მოთოვნებსა და სურვილებს, ხოლო რეკლამა ხდება სულ უფრო ეფექტური.

ჩატარებული კვლევის შედეგი ასევე უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევები იყოს კომპეტენტური და სანდო.

როგორც ვიცით, სოციალური კვლევის მეთოდები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: რაოდენობრივი და თვისებრივი.

თვისებრივი მეთოდი სიღრმისეულად შეისწავლის სოციალურ ცხოვრებას და არა მარტო მარკეტინგში, არამედ სოციოგიაში, ანთროპოლოგიასა თუ ეთნოგრაფიაში გამოიყენებაა,მისი მეშვეობით ჩვენ უფრო ღრმა ცოდნას ვიღებთ საკვლევი ობიექტების, ჩვენი მომხმარებლის შესახებ.

ახლა კი ეს საკითი 2 უზარმაზარი ქართული ბრენდის კონკრეტულ პრდუქტზე განვიხილოთ, ესენია ,,სანტეს“ მაწონი და ,,სოფლის ნობათის“ მაწონი.

პირველ რიგში ყურადღება, ბრენდის სახელს ექცევა. როგორც ვიცით რაც უფრო ნაცნობი და ამავდროულად ორიგინალური სახელი აქვს კომპანიას, მით უფრო იმსახურებს ხალხის სიმპატიას.

პირადად ჩემთვვის, სახელი ,, სოფლის ნობათი“ მეტ ნდობას, იმედსა და ნოსტალგიასთან ასოცირებულ შეგრძნებებს იწვევს, სანტე კი შედარებით უცნობი მნიშვნელობის მქონე სახელია.  მაგრამ თუ ამ საკითს მეორე მხრიდან შევხედავთ შევამჩნევთ, რომ ,,სანტემ“ სამუდამოდ მოახრეხა ამ სიტყვის ჩვენ გონებაშ ჩაბეჭდვა და რძის პროდუქტებთნ ასოციაციის გამოწვევა. ამის უპირველესი მიზეზი სწორი მარკეტინგული კამპანიაა.

ცხადია, ორივე მათგანი გამოირჩევა ტრადიული მარკეტინგის სწორი წარმართვით, მათი ბანერები,  რეკლამები თუ განლაგება საბაჭრო დახლებსა და  ტელესივრცეში გაშვებული სარეკლამო რგოლები თვალში საცემია.

არატრადიციული მარკეტინგის ჭრილში ბრენდების განხილვით ვამჩნევთ, რომ ,,სანტე“ შედარებით  დაწინაურებულია სოციალურ ქსელებში. ოფიციალური გვერდიც უფრო მრავალფეროვანი, ინფორმაციული და საინტერესოა.

პროდუქციის მრავალფეროვნებაზე საუბრისას, ორივე ბრენდი განსაკუთრებულია. ზომებისა თუ პროცენტულობის მიხედვით მომხმრებელს დიდი არჩევანის საშუალება აქვს. სოფლის ნობათი ამ მხრივ იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებთნ ერთდ პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი ,,საბავშვო  მაწონი“ აწარმოაა. მისმა ბაზარზე გამოჩენმა მომხმარებელზე ფურორი მაოხდინა.

პროდუქციის მარკეტინგულ ჭრილში გატარებისას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მწვანე მარკეტინგზეც. სამწუხაროდ ამ მხარეში არცერთი მაწონი გამოირჩევა. ორივე მათგანი, პლასტმასის პროდუქციის შეფუთვაშია მოთვსებული.

საბოლოოდ მსურს ვთქვა, რომ კვლევების შედეგად ცხადდება, მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს პროდუქტის გემოს თუმცა ამავდროულად უდიდეს ყურადღბას აქცევს პროდუქტის შეფუთვას, დიზაინს(გამოკვლევამ აჩვენა, რომ რებრენდინგის შემდეგ ორივე კომპანიის გაყიდვები საგრძნობლად იზრდება) და მარკეტინგულ სვლას(ამ უკანასკნელს მისდა გაუაზრებლად, მთვარია ხშირად მოხვდეს თვალში).