ორი ქართული ბრენდის 5 დონე და კიდევ სხვა
ქეთი თოფურია, IBSU, მარკეტინგის პროგრამა
თუ გინდათ პროდუქტი მარკეტინგულად შეისწავლოთ მაშინ ის 5 დონედ უნდა დაყოთ. ეს დონეებია:
- ფუნქციური პროდუქტი
- აქტუალური პროდუქტი
- პერსპექტიული პროდუქტი
- მოსალოდნელი პროდუქტი
- პროდუქტის საინფორმაციო ორეული
ფუნქციური პროდუქტი-ეწოდება, პროდუქტის იმ ნაწილს, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს ძირითად მოთხოვნილებებს, რაც დროთა განმავლობაში ნაკლებად იცვლება. მომხმარებელს ფუნქციური პროდუქტის მიმართ აქვს სტაბილური, პროგნოზირებადი მოთხოვნა და ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი. ამიტომ ფუნქციურ პროდუქტებად შეიძლება ჩაითვალოს ა) ყველი სანებო შეფუთვის შიგნით, რომელიც ფაფუკია და სასიამოვნო, თუ ყველი „კრიჭინებს“ პირში, მაშინ იგი მართლაც კარგი რძისაგან არის გაკეთებული, „მოკრიჭინე ყველი“ სწორედ რომ პროდუქტის ფუნქციური დონეა; ბ) სანტეს პასტერიზებული რძე პაკეტში. ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე:
მაგრამ ამავე ბრენდების აქტუალური პროდუქტი გახლავთ:
- სანებოს შეფუთვა, მისი ფასი, ცნობადობა და ბრენდის სტატუსი. საინტერესოა რა იცით „სანებოს“ შესახებ? აქ ამ მიმართულებით ვაღიარებდი, რომ საქართველოში ნაკლებად ვიყენებთ კონტენტ მარკეტინგს, რომელიც სანებოს მიმართ უფრო ახლო და თბილ გრძობას შეგვიქმნიდა, რაც დღეს არ არსებობს, სწორედ კონტენტის არარსებობის გამო და მომხმარებელს სანებოს შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლია.
- რძე სანტეს შეფუთვა, ფასი, ცნობადობა, ბრენდის სტატუსი.
უნდა ითქვას რომ სანტეს ბრენდი კარგად არის ცნობილი, მას უფრო კარგი კონტენტი აქვს ვიდრე სანებოს. სანტეს შესახებ ბევრი ვიცით და ამიტომაც „გულადად“ ვკიდებთ მას ხელს, როცა თაროზე შევამჩნევთ.
იგივე პროდუქტებს პერსპექტიული დონეც გააჩნიათ:
- ეს შეიძლება ყოფილიყო სანტეს ერთგული მომხმარებლის რაიმე სახის ბარათი, რომლითაც შეიძლება მივიღოთ რძის ახალი პროდუქტები;
- ეს უნდა გახდეს სანებოს ერთგულების ბარათი, კლუბური აქციისათვის.
სანტეს და სანებოს მოსალოდნელ დონეზე რომ ვისაუბროთ, თქვენი პირისგემო უნდა ვიცოდე. რას ელოდებით სანებოსგან როცა ყიდულობთ? ეს საინტერესოა. სანებო უფრო ბუნებრივი ყველის შთაბეჭდილებას სტოვებს, ამიტომაც მისგან ალბათ უფრო მეტს ველით, ვიდრე სანტესგან. სანტა ჩვენ ვიცით რომ ინდუსტრიული პროდუქტია. გემო კარგი აქვს. მართლაც. სოფლის რძისაგან შორსაა და ამიტომაც რძის ის გემო აქვს რაზეც გავიზარდეთ თბილისელები.
სანტეს და სანებოს აქვთ ასევე საინფორმაციო დონე. ეს მათი საინფორმაციო ორეულია. ანუ ყველაფერი რაც მათზე იწერება და ითქმება, მათ საინფორმაციო ორეულს ქმნის.
სანატორიუმისათვის ან ჰოტელისათვის, მოსალოდნელი პროდუქტი არის მახასიათებლების ერთობლიობა, რომელსაც მომხმარებლები ელიან პროდუქტის ყიდვისას.კასტელო მარეში მისული ყოველი კლიენტი მოელის შესაბამისს მოომსახურებას. ეს მოიცავს რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას, სისუფთავესა და განსაკუთრებულ ხედს აივნიდან.
პერსპექტიული პროდუქტი ეწოდება ისეთ პროდუქციას, რომელიც შემუშავებულია მისი გამყიდველის მიერ,და მოიცავს რამდენიმე დამატებით სარგებელს და მახასიათებლებს ფიზიკური პროდუქტის მიღმა. ჩვეულებრივ, ეს დამატებითი სარგებელი მოდის არამატერიალური მახასიათებლებისა და მომსახურების სახით, რომლებიც თან ახლავს ამ პროდუქტის შეძენას. მაგალითად:საქართველოში არსებულმა ერთ-ერთმა რესტორანმა: მის პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით კლიენტებს უფასო მომსახურება შესთავაზა.
,,გემრიელი კერძები სახლიდან გაუსვლელად“- მაცდური მარკეტინგული სვლაა არა. საინფორმაციო პროდუქტი- ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არის ინფორმაციული, სასწავლო ან საგანმანათლებლო ხასიათის, შეიძლება ჩაითვალოს ინფო პროდუქტად, რომელიც შეავსებს მომხმარებლის ტვინის იმ უჯრედს, რაც მას პერცეფციისათვის სჭირდება.
ესაუბრეთ მომხმარებელს კომპანიებო! ესაუბრეთ მათ გადმუდმებით, რათა თავი დაამახსოვროთ.